არტიკლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტიკლი (ლათ. articulus - ნაწევარი) არის მეტყველების ნაწილი და წარმოადგენს დამხმარე სიტყვას, სიტყვა-ნაწევარს. არტიკლი ყოველთვის თან ახლავს არსებით სახელს და ანიჭებს მას განსაზღვრულობის, ან განუსაზღვრელობის კატეგორიას. მაშასადამე არსებობს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლი.
არტიკლი ხშირად აღნიშნავს აგრეთვე თანმხლები სიტყვის გრამატიკულ სქესს, რიცხვსა და ბრუნვას.

სექციების სია

არტიკლის ადგილი[რედაქტირება]

არტიკლი შეიძლება არსებით სახელის წინ, ან უკან იდგეს. იმისდა მიხედვით, თუ სად დგას სიტყვა-ნაწევარი არსებითი სახელის თავში, თუ ბოლოში, განასხვავებენ ე.წ. წინამდებარე და უკუმდებარე არტიკლს. წინამდებარე არტიკლს პრეპოზიციურ არტიკლსაც უწოდებენ, ხოლო უკუმდებარე არტიკლს პოსტპოზიციური არტიკლი ჰქვია. პრეპოზიციური არტიკლი არსებით სახელთან ერთად ხშირად ერთგვარ ჩარჩოს ჰქნის და შუაში მოითავსებს ზედსართავ სახელს, განსაზღვრებას, ან გარემოებას.
არტიკლი დასტურდება გერმანიკულ, რომანულ, სემიტურ ენებში. სლავურ ენათაგან არტიკლი გააჩნია მხოლოდ ბულგარულ ენას. არტიკლი ბულგარულში პოსტპოზიციურია. პოსტპოზიციური არტიკლი გააჩნია რომანულ ენათაგან მხოლოდ ერთადერთ ენას, - რუმინულს. სხვა ყველა დანარჩენ რომანულ ენაში არტიკლი პრეპოზიციურია.

არტიკლი ქართულში[რედაქტირება]

არტიკლს თანამედროვე ქართული ენა არ იცნობს, თუმცა მისი კვალი შეიმჩნევა ძველ ქართულში:
მაგ.;
"ნათელი ი გ ი ბნელსა შინა დგას და ბნელი ი გ ი მას ვერ ეწია."

თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებულ (საგაზეთო, თუ სხვ.) თარგმანებში შეიმჩნევა არტიკლის სემანტიკის მქონე სიტყვათა მომძლავრება და მათზე არტიკლის ფუნქციის დაკისრების მცდელობა. ამ სიტყვათა მოჭარბებული გამოყენება სავარაუდოდ არტიკლის მქონე ენათა მატარებელი პირებისაგან მომდინარეობს ინტერფერენციული გზით. ეს სიტყვებია; (ერთი) ვინმე, ვინმეები; (ერთი) ვიღაც, ვიღაცები; (ერთი) რამე, რამეები; (ერთი) რაღაც(ა), რაღაცები; ერთი "–".

არტიკლი ინგლისურში[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ინგლისური ენა.
  • ინგლისურ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.

ესენია;

1. განსაზღვრული არტიკლი (definite article) - the.
2. განუსაზღვრელი არტიკლი (indefinite article) - a/an.
  • გააჩნია მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
  • აქვს ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი.

განსაზღვრული არტიკლი[რედაქტირება]

  • განსაზღვრულ არტიკლს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვისათვის მხოლოდ ერთი ფორმა, - the აქვს:

მაგ.;
the boy, the boys, the day, the days, the girl, the girls.

განუსაზღვრელი არტიკლი[რედაქტირება]

  • განუსაზღვრელი არტიკლი a იმ სიტყვების წინ დაისმის, რომლების თანხმოვანზე იწყება, ხოლო an გამოიყენება მაშინ, თუ სიტყვა რომელიმე ხმოვანზე იწყება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იოტირებული ხმოვნები, ან იოტირებით წაკითხვადი ხმოვნები·

მაგ.;

a man, a hat, a university, a European, a one-way street.

! ფორმა an გამოიყენება იმ სიტყვების წინ, რომლებიც იწყება;

1. ხმოვანზე (a, e, i, o, u), ან ყრუ თანხმოვან h-ზე .

მაგ.;

an apple, an island, an uncle, an egg, an onion, an hour.
2. ხმოვან ბგერაზე, მაგ.; აბრევირებული სიტყვების წინ.

მაგ.;

an L-plate, an MP, an SOS, an "x"

განუსაზღვრელი არტიკლი ყველა სქესის სიტყვათათვის ერთი და იგივე არის;
მაგ.;

a man, a woman, an actor, an actress, a table.

არტიკლი გერმანულში[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გერმანული ენა.

გერმანული არტიკლი (der Artikel, არსებობს აგრეთვე „არტიკლის“ გერმანული ადეკვატი, – das Geschlechtswort, რაც ზედმიწევნით თარგმანში სქესის (გამომხატველი) სიტყვა.) ფორმაცვალებადობის მხრივ ერთ-ერთი მეტად მდიდარია, მაგრამ მისი გამოყენების შესწავლა ერთ-ერთ ურთულესად მიიჩნევა, განსაკუთრებით კი იმ ენების მატარებელთათვის, რომელთაც მშობლიურ ენაში არტიკლის კატეგორია საერთოდ არ მოეპოვებათ.

  • გერმანულ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.

ესენია;

1. განსაზღვრული არტიკლი (der bestimmte Artikel),
2. განუსაზღვრელი არტიკლი (der unbestimmte Artikel),
  • გერმანულ არტიკლს სამი სქესი აქვს - მდედრობითი, მრავლობითი და საშუალო.
  • აქვს ორი რიცხვი – მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
  • გერმანული განსაზღვრელი და განუსაზღვრელი არტიკლი იბრუნვის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის, სამივე სქესში. გამონაკლისს წარმოადგენს განუსაზღვრელი არტიკლი, რომელსაც მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია, რადგან იგი სიტყვა "ერთი"-საგან არის ნაწარმოები. განუსაზღვრელ არტიკლს არც სქესი არ გააჩნია.

განსაზღვრული არტიკლის (der, die, das) ფორმები, მხოლობითი რიცხვი[რედაქტირება]

მამრობითი სქესისათვის - der
მდედრობითი სქესისათვის - die
საშუალო სქესისათვის - das

განუსაზღვრელი არტიკლის (ein, eine, ein) ფორმები, მხოლობითი რიცხვი[რედაქტირება]

მამრობითი სქესისათვის - ein
მდედრობითი სქესისათვის - eine
საშუალო სქესისათვის - ein

მრავლობითი რიცხვის არტიკლი - die[რედაქტირება]

მრავლობითი რიცხვისათვის გერმანულ ენაში მხოლოდ ერთი ფორმა - die არსებობს. მიუხედავად იმისა, რომელი გრამატიკული სქესი ჰქონდა მხოლობით რიცხვში არსებით სახელს მრავლობით რიცხვში გადაყვანისას ის ყოველთვის ფორმა die-ს დაირთავს.

! ზემოხსენებული არტიკლები მოცემულია სახელობითი ბრუნვაში.

არტიკლის ბრუნება[რედაქტირება]

განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლების ბრუნების ცხრილი
სქესის და რიცხვის მიხედვით
ბრუნვა კითხვები მამრობითი სქესი
განსაზღვრ. და განუსაზღვრ.
მდედრობითი სქესი
განსაზღვრ. და განუსაზღვრ.
საშუალო სქესი
განსაზღვრ. და განუსაზღვრ.
მრავლობითი რიცხვი
განსაზღვრ. და განუსაზღვრ.
სახელობითი wer? was? der, ein die, eine das, ein die, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს
ნათესაობითი wessen? des, eines der, einer des, eines der, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს
მიცემითი wem? dem, einem der, einer dem, einem den, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს
ბრალდებითი wen? was? den, einen die, eine das, ein die, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს

არტიკლი ფრანგულში[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფრანგული ენა.
  • ფრანგულ ენაში განასხვავებენ სამი სახის არტიკლს.

ესენია;

1. განსაზღვრული არტიკლი (l'article défini),
2. განუსაზღვრელი არტიკლი (l'article indéfini),
3. ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი (l'article partitif).
  • ფრანგულ არტიკლს ორი სქესი აქვს - მდედრობითი და მამრობითი.
  • აქვს ორი რიცხვი – მხოლოობითი და მრავლობითი.

განსაზღვრული არტიკლის (le/l', la, les) ფორმები[რედაქტირება]

  • მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
le prince - პრინცი, უფლისწული.
l'enfant - ბავშვი.
le héros - გმირი.
l'homme - ადამიანი, კაცი.
  • მამრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
les princes - პრინცები, უფლისწულები.
les enfants - ბავშვები.
les héros - გმირები.
les hommes - ადამიანები, კაცები.
  • მდედრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
la serviette - ხელსახოცი, პორტფელი, საქაღალდე.
l' orange - ფორთოხალი.
la hauteur - სიმაღლე.
l' heure - საათი, დრო.
  • მდედრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
les serviettes - ხელსახოცები, პორტფელები, საქაღალდეები.
les oranges - ფორთოხლები.
les hauteurs - სიმაღლეები.
les heures - საათები, დროები.

განუსაზღვრელი არტიკლის (un, une) ფორმები[რედაქტირება]

განუსაზღვრელ არტიკლს ფრანგულ ენაში მხოლოდ ერთი მრავლობითი ფორმა აქვს.

  • მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
un client - კლიენტი, მუშტარი.
  • მდედრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
une élève - მოსწავლე (გოგონა).
  • მამრობითი სქესი და მდედრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
des problèmes - პრობლემები.

ნაწილობითი არტიკლის ფორმები[რედაქტირება]

არტიკლი ესპანურში[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესპანური ენა.
  • ესპანურ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.

ესენია;

1. განსაზღვრული არტიკლი.
2. განუსაზღვრელი არტიკლი.
  • გააჩნია მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
  • აქვს ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი სქესი.

განსაზღვრული არტიკლის (el, la, los, las) ფორმები[რედაქტირება]

მამრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი[რედაქტირება]

  • მხოლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის el.
el medico – ექიმი.
el tren – მატარებელი.

მამრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი[რედაქტირება]

  • მრავლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის los.
los medicos – ექიმები.
los trenes – მატარებლები.
განსაზღვრული არტიკლის შერწყმა წინდებულებთან[რედაქტირება]
წინდებულ a-სთან შეიცვლის ფორმას და ხდება a + el = al.
წინდებულ de-სთან შეიცვლის ფორმას და ხდება de + el = del.

მაგ.;

Hoy voy al mercado. დღეს ბაზარში მივდივარ.
No encuentro la llave del coche. ავტომანქანის გასაღებს ვერ ვპოულობ.

მდედრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი[რედაქტირება]

  • მხოლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის la.
la familia – ოჯახი.
la noche – ღამე.

მდედრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი[რედაქტირება]

  • მრავლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის las.
las familias – ოჯახები.
las noches – ღამეები.

განუსაზღვრელი არტიკლის (un, una, unos, unas) ფორმები[რედაქტირება]

სხვა ენათაგან განსხვავებით ესპანურს განუსაზღვრელი არტიკლი მრავლობითი რიცხვისთვისაც გააჩნია, თანაც ამ ენაში არსებული ორივე სქესისათვის.

მამრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი[რედაქტირება]

  • მხოლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის un.
un medico – ექიმი.
un tren – ღამე.

მამრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი[რედაქტირება]

  • მრავლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის unos.
unos medicos – ექიმები.
unos trenes – მატარებლები.

მდედრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი[რედაქტირება]

  • მხოლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის una.
una familia – ოჯახი.
una noche – ღამე.

მდედრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი[რედაქტირება]

  • მრავლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის unas.
unas familias – ოჯახები.
unas noches – ღამეები.
უარსებითოდ დასმული არტიკლის შემთხვევა[რედაქტირება]
არტიკლ un-ს შეცვლის uno, თუკი არსებითი სახელი წინა წინადადებაში გამოიყენეს.

მაგ.;

¿Tienes un perro? გყავს ძაღლი?
-Si, tiengo uno. კი. (ერთი) მყავს.

არტიკლი იტალიურში[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იტალიური ენა.
  • იტალიურ ენაში არტიკლი სიტყვის წინ დგას და აჩვენებს მოცემული სიტყვის სქესსა და რიცხვს. განასხვავებენ ორი სახის არტიკლს; ესენია;
1. განსაზღვრული არტიკლი (L'articolo determinativo)
2. განუსაზღვრელი არტიკლი (L'articolo indeterminativo).
3. ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი (L'articolo partitivo).

განსაზღვრული არტიკლი (il, lo, la...)[რედაქტირება]

იტალიურ ენაში განსაზღვრულ არტიკლს აქვს სხვადასხვა ფორმები. იტალიური განსაზღვრული არტიკლის ფორმაცვალებადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ასოებზე იწყება მოცემული არტიკლის შემდეგ მდებარე სიტყვა.

განსაზღვრული არტიკლის
ფორმები მამრობითი და მდემდრობითი სქესისთვის
მამრობითი სქესის
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი სქესის
მრავლობითი რიცხვი
შენიშვნა
il libro
i libri
თანხმოვნების წინ მამრ. სქესის მხ. რიცხვში გამოიყენება il, ხოლო მამრ. სქესის მრავლ რიცხვში კი i გამოიყენება.
lo
-zero
-specchio
-psichiatra
-yacht
-xilofono
gli
-zeri
-specchi
-psichiatri
-xilofono
-yacht
z, ან s + თანხმოვანი გვაქვს, ანდა gn, ps, x და y, მაშინ პირიქით მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში lo, ხოლო მამრ. სქესის მრავლ. რიცხვში კი gli გამოიყენება.
მაგ.; Gli indirizzi utili.
i' albergo
gli alberghi
ხმოვნების წინ მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში იწერება l' , ხოლო gli-ს დავწერთ მამრ. სქესის მრავლ. რიცხვში

მდედრობითი სქესის
მხოლობითი რიცხვი
მდედრობითი სქესის
მრავლობითი რიცხვი
შენიშვნა
la studentessa
le studentesse
მხოლობით რიცხვში მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის la.
l' amica
le amiche
თუ მხოლობით რიცხვში მდგარი მდედრ. სქესის სიტყვა ხმოვნით იწყება, მაშინ ეს არტიკლი შეიკვეცება და დაიწერება l'.

მრავლობითი რიცხვში, იმისდა მიუხედავად, სიტყვის დასაწყისში თანხმოვანთან გვაქვს საქმე თუ ხმოვანთან დაიწერება არტიკლი le-ფორმა.

მაგ.; Le nuove giacche: La Pelle.

განუსაზღვრელი არტიკლი (uno, un, una, un' )[რედაქტირება]

განუსაზღვრელი არტიკლი განსაზღვრულის მსგავსად დგას არსებითი სახელი წინ და მითითებს მოცემული არსებითი სახელის გრამატიკულ რიცხვსა და სქესზე. განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ რამეს პირველად ახსენებენ საუბარში. განუსაზღვრელი არტიკლის ფორმა დამოკიდებულია მომდევნო სიტყვის დამწყებ ასო-ნიშანზე.

მამრობითი სქესის
მხოლობითი რიცხვი
მდედრობითი სქესის
მრავლ. რიცხვი
შენიშვნა
un libro
una studentessa
თანხმოვნების წინ მამრ. სქესისთვის გამოიყენება არტიკლი un, ხოლო მდედრობითისთვის კი una გამოიყენება.
un albergo
un' amica
ხმოვნების წინ მხოლოდ მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი დაირთავს აპოსტროფს.
uno specchio
uno zaino
uno yogurt
z, ან s + თანხმოვანი გვაქვს, ანდა gn, ps, x და y, მაშინ მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში განუზღვრელი არტიკლის ფორმად uno გამოიყენება .

ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი[რედაქტირება]

არტიკლი ბულგარულში (-ът/-а, -та, -то, -те)[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბულგარული ენა.

თანამედროვე ბულგარული ენის ჩამოყალიბება ძველი საეკლესიო სლავურის გავლენისგან გათავისუფლების ხარჯზე მოხდა XIX საუკუნის მიწურულს. დროთა განმავლობაში ბულგარულმა ენამ დაკარგა არსებითი სახელის ბრუნება და მის ნაცვლად დამკვიდრდა განსაზღვრული არტიკლი, რომელსაც პოსტპოზიციურ არტიკლსაც უწოდებენ.

მრავალ სხვა ენათაგან გასხვავებით არტიკლი ბულგარულ ენაში სიტყვას ბოლოში მოუდის და სიტყვაფორმის უშუალო ნაწილი ხდება, ანუ ბულგარული არტიკლი არ დგას არსებითისაგან გამოცალკევებით. არტიკლის ფორმაცვალებადობა დამოკიდებულია სიტყვის გრამატიკულ სქესზე. გარდა ამისა, მამრობითი სქესის არსებით სახელებს გააჩნიათ ე.წ. გრძელი და მოკლე ფორმები .

ბულგარული არტიკლისთვის დამახასიათებელია:

* პოსტპოზიციურობა (ბოლოსართაულობა)
* განსაზღვრულობა
* დიფერენცირებულობა სქესში
* დიფერენცირებულობა რიცხვში
* მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სქესი არ გააჩნია.

მხოლობითი რიცხვი[რედაქტირება]

არტიკლის ფორმები (-ът/-а, -та, -то) სამივე სქესისათვის[რედაქტირება]

მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სამივე სქესისათვის ფაქტიურად ერთი ფორმა გააჩნია. თუმცა არსებობს (უფრო იშვიათად) ასევე ფორმა -тa-ც, რომელიც მდედრობითი სქესის არტიკლს ჰგავს და სხვა ფუნქცია (კერძოდ სახელის მრავლობითში განსაზღვრის ფუნქცია) აკისრია.

არტიკლის ფორმათა ცვალებადობა
მრავლობით რიცხვში სამივე სქესისათვის
სქესი არსებითი სახელი უარტიკლოდ
განუსაზღვრელი ფუნქციით
ქართულად არსებითი სახელი
განსაზღვრულ არტიკლთან ერთად
ქართულად
მამრობითი багаж ბარგი багажът ბარგი
მდედრობითი кола ავტომანქანა колата ავტომანქანა
საშუალო колело ველოსიპედი колелото ველოსიპედი

მრავლობითი რიცხვის არტიკლი (-те, ან -тa) სამივე სქესისათვის[რედაქტირება]

მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სამივე სქესისათვის ერთი ფაქტიურად ერთი ფორმა გააჩნია. ფორმა -те -ს ნაცვლად არსებითი სახელი დაირთავს მრავლობით რიცხვში -тa-ს

არტიკლის ფორმათა ცვალებადობა
მრავლობით რიცხვში სამივე სქესისათვის
სქესი არსებითი სახელი უარტიკლოდ
განუსაზღვრელი ფუნქციით
ქართულად არსებითი სახელი
განსაზღვრულ არტიკლთან ერთად
ქართულად
მამრობითი багажи ბარგები багажите ბარგი
მდედრობითი цени ფასები цените ფასები
საშუალო колела ველოსიპედები колелата ველოსიპედები
* ბულგარულ ენაში არსებითი სახელისთვის არტიკლის არდართვა მიანიშნებს იმას, რომ ეს სახელი განუსაზღვრელი კატეგორიისა არის.

არტიკლი არაბულში (...ال)[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : არაბული ენა.

არაბული ენა იცნობს ال არტიკლს, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული (დეტერმინირებული) არსებითი სახელების წინ დაისმის და წარმოითქმის, როგორც [ალ]. არტიკლი „ალ“ სხვადასხვა არაბულენოვან ქვეყნებში, ან არაბული ენის დიალექტებში ხშირად ჟღერს და ისმის როგორც [ელ], ან [ილ].
არაბული არტიკლი არ იცვლის ფორმას რიცხვსა და ბრუნვაში. გარდა ამისა, „ალ“ არტიკლი ჰკარგავს ბგერა ა-ს და იგი არ ისმის, თუ მის წინ ხმოვანია.
განსაზღვრული და განუსაზღვრელი არსებითი სახელები სალიტერატურო ენაში დამატებით სხვადასხვაგვარ სუფიქსებს დაირთავენ, რომელთა წაკითხვა არაბული ენის ჯერ კიდევ გაუწაფავი მცოდნისთვის მხოლოდ სრული გახმოვანების პირობებშია შესაძლებელი.
მაგ.;

القمر [ ალ-ყამარ-უ ] მთვარე,
قمر [ ყამარ-უნ ] მთვარე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე. პირველი ტომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]