არტემ ჯიჯიხია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არტემ ჯიჯიხია
დ. 1 იანვარი, 1874 - გ.31 დეკემბერი, 1938
კუთვნილება რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
საბჭოთა რუსეთის თავდასხმა

არტემ ჯიჯიხია (დ. 1 იანვარი, 1874 — გ. 31 დეკემბერი, 1938) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1919).

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1897 წელს კი დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი პოდპორუჩიკის წოდებით. 1893 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში. წლების მანძილზე მსახურობდა თურქესტანში; ავტორია რეგიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი აღწერილობისა. 1907 წელს მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1910 წლიდან მსახურობდა პოლონეთში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; იბრძოდა აღმოსავლეთ პრუსიაში და ტყვედ ჩავარდა რუსეთის მე-15 არმიული კორპუსის კაპიტულაციის დროს 1914 წელს. შემდგომში მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (1918–1921). სომხეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიენიჭა გენერლის წოდება (1919). საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს, 1921 წლის თებერვალს, ხელმძღვანელობდა შემტევ ჯგუფს ლილოს ფრონტზე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურ მოღვაწეობას ჩამოშორებული იყო. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით 1938 წ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (რუსული) Гогитидзе М.Д. Грузинский Генералитет 1699-1921. Киев. 2001.