არმენია (კოლუმბია)
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
არმენია Armenia | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დეპარტამენტი | კინდიო | ||||
კოორდინატები | 4°31′43″ ჩ. გ. 75°42′15″ დ. გ. / 4.52861° ჩ. გ. 75.70417° დ. გ. | ||||
მერი | ანიბალ გავირია | ||||
დაარსდა | 1889 | ||||
ფართობი | 140 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 551 მ | ||||
მოსახლეობა | 292 008 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 2 100 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 57 + 6 | ||||
ოფიციალური საიტი | armenia.gov.co | ||||
არმენია (ესპ. Armenia) — ქალაქი კოლუმბიაში, კინდიოს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს კოლუმბიის სამ უდიდეს ქალაქს — ბოგოტას (290 კილომეტრით დასავლეთით), მედელინსა და კალის შორის. საშუალო წლიური ტემპერატურა 8 °C- 22 °C-ს შეადგენს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი 1889 წლის 14 ოქტომბერს ხესუს მარია ოკამპომ დააარსა. იაგუარებზე ნადირობის სიყვარულის გამო მას ზედემტსახელად „ტიგრეროს“ (ვეფხვის მკვლელი) ეძახდნენ. მიწა მან ანტონიო ერერასგან შეიძინა, რაშიც ასი პესო გადაუხადა ოქროს მონეტებში. ოკაპომ ჯერ სავაჭრო ცენტრი ააშენა, შემდეგ კი ტერიტორია მოსახლეებს მიჰყიდა. დაარსებიდან ექვსი თვის შემდეგ, 1890 წლის აგვისტოშო, მოსახლეობამ 100 ადამიანს მიაღწია, რის შემდეგაც ის მთავრობამ კანონიერად სცნო. თავდაპირველად ქალაქს ვილია-ოლგინი ერქვა, იმჟამინდელ პრეზიდენტ კარლოს ოლგინ მალიარინოს პატივსაცემად. ამჟამინდელი სახელი სავარაუდოდ იმ სომხების პატივსაცემად ეწოდა, რომლებიც 1894-97 წლებში, დასავლეთ სომხეთში ოსმალეთის იმპერიის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ემსხვერპლნენ. ხშირად ქალაქს ზედემტსახელად „სიუდად-მილაგროს“ (სასწაულების ქალაქი) უწოდებენ.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკმაოდ სწრაფად ხდება არმენიის ურბანული ზრდა-განვითარება. ადგილობრივი ეკონომიკა დღემდე ეფუძნება ყავისა და ბანანის წარმოებას. მნიშვნელოვნად ვითარდება ტურიზმი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ერთ-ერთი ქუჩა
-
ქალაქის ხედი ანდების ფონზე
-
აეროპორტი