არბოშიკის ხომხელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არბოშიკის ხომხელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში.

ეკლესია განახლებულია, ახალი კედლები აქ მდგარი დანგრეული ნაგებობის შემორჩენილ კედლებზეა დაშენებული. შემორჩენილი იყო დასავლეთ კედელი, რომლის სიგრძე 4.7 მეტრს, სიმაღლე 1.2 მეტრს წარმოადგენდა, მას შუაში თაღოვანი შესასვლელი ერთვოდა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ იდგა სამხრეთის კედელი — სიგრძე 4 მ, სიმაღლე 0.5–1.2 მ. ჩრდილო კედელი — სიგრძე 4 მ, სიმაღლე 0.5–1.2 მ. შიგნიდან, დასავლეთ კუთხეებსა და გრძივ კედლებზე, ორსაფეხურიანი პილასტრები იყო მოწყობილი. თავდაპირველი ეკლესია რიყის ქვითა და აგურით იყო აგებული. განახლებული ნაგებობის კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. გარეთა კუთხეები, ღიობები და ლავგარდანი აგურითაა შესრულებული. ინტერიერი გაჯით არის შელესილი, გარედან კი შებათქაშებულია. ოთხივე კედელში თითო მცირე ზომის, ზემოთკენ შევიწროვებული, თაღოვანი სარკმელია წარმოდგენილი. სახურავის კეხის დასავლეთ კიდეზე აგურის ოთხწახნაგა სამრეკლოა დადგმული. ეკლესია ღარისებრი კრამიტით არის გადახურული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12481