არბანა ჯარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯარამ მიიღო საერთაშორისო ჯილდო „ქალთა სიმამაცისათვის“ 2015 წელს.

არბანა ჯარაალბანელი ჟურნალისტი, რომელიც კოსოვოში დაკავებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკით. მოიპოვა უამრავი ჯილდო თავისი ანგარიშებისა და სტატიებისთვის. 2015 წელს, ასევე მიიღო საერთაშორისო ჯილდო „ქალთა სიმამაცისათვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არბანა ჯარამ ჟურნალისტად მუშაობა 2001 წლიდან დაიწყო[1]. 2006-2007 წლებში ის მუშაობდა „Koha Ditore-ში“, კოსოვოში დაარსებულ პირველ დამოუკიდებელ გაზეთში[2]. მას აგრეთვე წვლილი შეჰქონდა „Balkan Insight-ში“[3], ხოლო ბოლოს იყო მთავარი რედაქტორი „Zëri-ისა“[4].

საგამოძიებო ჟურნალისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არბანა ჯარას სჯერა, რომ დემოკრატიის აყვავებისთვის აუცილებელია, რომ პრესას ჰქონდეს უფლება გამოიძიოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები[5]. მას ნამუშევარი აქვს საკმაოდ განსხვავებულ საკითხებზე და ეს საგამოძიებო საქმიანობა მოიცავს: 2006 წლის მთავრობის დანახარჯების ანგარიშსა და ფინანსების არასწორ მართვას[3]; 2007 წლის ინფლაციის კვლევასა და საკვების დეფიციტს[6]; 2010 წლის ანგარიშს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იმას, თუ როგორ იქნა სახელმწიფო კომპანიის კოსოვოს ტელეკომის აქტივები გამოყენებული[5]; ასევე, ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთობის ანგარიშებს. ჯარა სამართლებრივი სასჯელის წინაშე დადგა 2012 წელს, როდესაც მოამზადა ანგარიში სამთავრობო კორუფციის შესახებ, რომელიც აკავშირებდა ადგილობრივ ბიზნესებს პოლიტიკოსებთან[7]. ის გათავისუფლებულ იქნა სასამართლოს მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ მისი ქმედება იყო შესაბამისობაში კოსოვოს ეთიკის კოდექსთან ბეჭდვითი მედიისთვის[8].

2012 წლის დასაწყისიდან 18-თვიან პერიოდში ჯარა იძიებდა რელიგიური აქტივიზმის ზრდას ყოფილ იუგოსლავიაში სოციალიზმის კოლაფსის შემდეგ[9]. მან გამოაქვეყნა ანგარიში რელიგიური ექსტრემიზმისა და მისი გავლენის შესახებ საზოგადოებაზე. კოსოვოში ისლამური ექსტრიმიზმის მუშაობის შეფასებისას მან აღმოაჩინა კავშირები ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ოპერაციული და ფინანსური კავშირების გამოვლენით, ჯარას შესაძლებლობა მიეცა დახმარებოდა მთავრობას ამ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ანგარიშმა მისთვის გამოიწვია სიკვდილით მუქარა და საჯარო თავდასხმები მის რეპუტაციაზე[1][4] მან ამის გამო მიმართა პოლიციას, მაგრამ უწყების ქმედება არ ყოფილა შედეგის მომტანი[10]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 9 მაისს მან დატოვა თანამდებობა „Zëri-ში“ და გახდა კოსოვოს დემოკრატიული პარტიის წევრი, რომელიც კოსოვოში ყველაზე დიდი პარტიაა.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯარამ სამჯერ მოიგო გაეროს განვითარების პროგრამის პრიზი კოსოვოში კორუფციის შესახებ სტატიებისთვის 2006, 2007 და 2008 წლებში[7]. 2012 წელს ის დაჯილდოვდა ბალკანური საზოგადოების მიერ „ჟურნალისტიკური ბრწყინვალებისთვისა“ და კოსოვოში ისლამის მიმართ დამოკიდებულებების ცვილელების შესწავლისთვის[11].

2013 წელს მას გადაეცა რეჯაი სუროის ჯილდო „KOHA-ს“ ჯგუფისაგან ექსტრემიზმის შესახებ სტატიისათვის. ასევე დებატების წამოწყების ჯილდო „INPO Ferizaj-საგან“[12] (პროგრესის ინიციატივა)[13] საჯარო დისკურსის ჩამოყალიბებისთვის რელიგიური ექსტრიმიზმის შესახებ[12]. 2015 წელს მან მოიგო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საერთაშორისო ჯილდო „ქალთა სიმამაცისათვის“[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Flet gazetarja Arbana Xharra: Ekstremistet islamike më kanë kërcënuar me djemtë e mi“. Koha Jone. 10 March 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  2. KOHA Ditore Online. KOHAnet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  3. 3.0 3.1 Xharra, Arbana (October 17, 2006). „Kosovo report lifts lid on officials' lavish lifestyle“. Balkan Insight. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  4. 4.0 4.1 4.2 „Arbana Xharra, wins the Secretary of State’s IWOC award“. RTK Live. March 2015. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  5. 5.0 5.1 „Wave of threats against print media journalists“. Reporters Without Borders. 10 March 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  6. Leviev-Sawyer, Clive (23 November 2007). „INSIGHT: The Kosovo formula?“. Sofia, Bulgaria: The Sofia Echo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  7. 7.0 7.1 „Returning to the lawsuit against Arbana Xharra“. Reporters Without Borders. 16 October 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  8. Hoxha, Donjetë (21 January 2013). „Zhugolli Humb Gjyqin Ndaj Gazetares Arbana Xharra“. Jeta në Kosovë. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  9. Xharra, Arbana (24 December 2012). „Fissures in the Faith: Rise of Conservative Islamists Alarms Kosovans“. Balkan Insight. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  10. Human Rights Watch, " On May 12 2017 she was physically attacked and brutally bitten close to her home. A Difficult Profession. Media Freedom Under Attack in the Western Balkans". July 2015, 978-1-6231-32576
  11. Balkan Fellowship for Journalistic Excellence: 2012 Fellows. birn.eu.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  12. 12.0 12.1 „Two Awards for BIRN Fellowship Alumna Arbana Xharra“. Balkan Fellowship for Journalistic Excellence. 27 December 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 11 March 2015.
  13. Historiku. Progress Initiative. ციტირების თარიღი: 11 March 2015.