არაკატაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
არაკატაკა
Aracataca
SAM 5602.jpg
გაბრიელ გარსია მარკესის სახლ-მუზეუმი
დროშა
Flag of Aracataca (Magdalena).svg

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი მაგდალენა
კოორდინატები 10°35′37″ ჩ. გ. 74°11′34″ დ. გ. / 10.59361° ჩ. გ. 74.19278° დ. გ. / 10.59361; -74.19278
დაარსდა 1885
ფართობი 1 755 კმ²
ცენტრის სიმაღლე 40 მეტრი
მოსახლეობა 51 975 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი aracataca-magdalena.gov.co/index.shtml
არაკატაკა — კოლუმბია
არაკატაკა

არაკატაკა (ესპ. Aracataca) — მუნიციპალიტეტი კოლუმბიაში, კარიბის რეგიონის მაგდალენას დეპარტამენტში. ეს სამდინარო ქალაქი 1885 წელს დაარსდა და სახელიც სწორედ ამ მდინარისგან, არაკატაკასგან მიიღო, რომელიც სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას მთის სისტემიდან სიენაგა-გრანდე-დე-სანტა-მარტას ჭაობებისაკენ მიემართება. ქალაქი მდებარეობს დეპარტამენტის დედაქალაქ სანტა-მარტადან 80 კმ-ით სამხრეთით.

1927 წელს, არაკატაკაში დაიბადა ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი. ამ ქალაქს ხშირად სოფელ მაკონდოს პროტოტიპად იყენებენ, რომელიც ცენტრალური სოფელია მარკესის შედევრში „მარტოობის ასი წელიწადი“. დღეისათვის, სახლი, სადაც მარკესი დაიბადა (ამჟამად სახლ-მუზეუმი) და ეკლესია, სადაც იგი მოინათლა, მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]