აპოლონ წულაძე
აპოლონ წულაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1884 ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა |
გარდაცვალების თარიღი |
1942 თბილისი, საქართველოს სსრ |
ალმა-მატერი | წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა |
საქმიანობა | მეფუტკრე |
პარტია | მენშევიკი |
მეუღლე(ები) | თაფლო კალანდაძე |
მშობლები | მამა: იოანე წულაძე |
აპოლონ იოანეს ძე წულაძე (დ. 1884, ჭანჭათი ― გ. 1942, თბილისი) — ქართველი მეფუტკრე, ეთნოგრაფი, ჟურნალისტი. ქართულ ენაზე მეფუტკრეობის შესახებ პირველი წიგნის ავტორი. 1915 წელს, აპოლონ წულაძის კაპიტალურმა ნაშრომმა „ფუტკარი და მეფუტკრეობა“ სოფლის მეუნეობის პროდუქციის საერთო კავკასიურ გამოფენაზე ოქროს მედალი დაიმსახურა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპოლონ წულაძე დაიბადა 1884 წელს წელს ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ჭანჭათში, მღვდლის იოანე წულაძის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა ლავრენტი და ათინოგენი. გვარ წულაძის წარმოშობის შესახებ მოგვიანებით თავად წერდა:
წერა-კითხვა და-ძმებთან ერთად შეისწავლა. 1880 წელს მიაბარეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც მალე გარიცხეს, მაგრამ მალევე დააბრუნეს უკან. ისიდორე რამიშვილის რჩევით იგი მიაბარეს წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში. იქ ასწავლიდნენ რუსეთის იმპერიაში განთქმული მეფუტკრეები: ალექსანდრე რობაქიძე, ნიკოლაი შავროვი და კონსტანტინე გორბაჩოვი. წინამძღვრიანთკარში წულაძემ საფუძვლიანად შეიწავლა მეფუტკრეობა.
სასოფლო-სამეურნეო სკოლის დასრულების შემდეგ წულაძე სამრევლო სკოლაში სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ თავად ასწავლიდა მეფუტკრეობასა და მეაბრეშუმეობას. წულაძე დადიოდა საქართველოს ყველა კუთხეში და თანამედროვე მეფუტკრეობის, სათაფლე ყვავილოვანი მცენერეებისა და დადანის სისტემის სკების გავრცელების აგიტაციას ეწეოდა. ქართულ ენაზე მეფუტკრეობის შესახებ პირველი ნაშრომები სწორედ აპოლონ წულაძეს ეკუთვნის, მათ შორის „დედაფუტკრის ნაამბობი“, „თაფლი და მისი სამკურნალო თვისებები“ და კაპიტალური ნაშრომი „ფუტკარი და მეფუტკრეობა“, რომელიც 1911 წელს გამოიცა. ეს წიგნი მეფუტკრეობის სახელმძღვანელოდ აღიარეს. 1915 წელს აპოლონ წულაძის წიგნი „ფუტკარი და მეფუტკრეობა“ ტიფლისში სოფლის მეუნეობის პროდუქციის საერთო კავკასიურ გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მისი სხვა ნაშრომები „დედაფუტკრის ნაამბობი“ და „თაფლი და მისი სამკურნალო თვისებები“ კი სპეციალური ჯილდოებით აღინიშნა.
მეფუტკრეობისა პარალელურად აპოლონ წულაძე აქტიურად გაიტაცა ეთნოგრაფიამ. 1927 წელს ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციებით მან წერილების სახით გამოსცა ნაშრომი „ეთნოგრაფიული გურია“, რომელიც წიგნად მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა (1971, 2009). აქ ეთნოგრაფმა პირველმა აღწერა გურული კალანდა
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების დაახლოებაში. წულაძე ხშირად მოგზაურობდა აჭარაში, რომელიც 1878 წელს რუსეთის იმპერიამ შეიერთა. 1925 წელს გამოცემულ მისი წიგნში „ძმური სიტყვა ქართველ მუსლიმანებს“ აპოლონ წულაძე მუსლიმი ქართველებს ასემიმართავს:
თანამშრომლობდა გაზეთებთან „ივერია“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“, „ეშმაკის მათრახი“. ის აქტიურად ილაშქრებდა როგორც რუსეთის იმპერიის ცარისტული პოლიტიკის, ისე ოსმალეთის ქემალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მისი წერილები იბეჭდებოდა ფსევდონიმებით: „პიტნა“, „ქერა“, „რიჟა“ და „წუნაძე“. სამჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. 1904 წელს ლანჩხუთიდან გადაასახლე ორენბურგის ოლქში, საიდანაც გამოიქცა. 1905 წელს მას ჟანდარმებმა სახლი გადაუწვეს ოზურგეთში, 1907 წელს კი გადაასახლეს ასტრახანში, სადაც პატიმრობაში დაწერა „ფუტკარი და მეფუტკრეობა“. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ისევ იძებნებოდა და იძულებული იყო გურია დაეტოვებინა. 1942 წლის ზაფხულში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 56 წლის აპოლონ წულაძე, როგორც „საბჭოთა ხალხის მტერი“ ისე დააკავეს. დაპატიმრების მიზეზი გახდა საუბარი ფილიპე მახარაძესთან. მახარაძის კითხვაზე „როგორ ცხოვრობო?“ წულაძეს უპასუხია: „არც ისე უსვინდისო ვარ, ამ დროში რომ კარგად ვიყოო“. დაპატიმრებიდან მალევე ციხეში გარდაიცვალა. 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.
აპოლონს ცოლად ჰყავდა ხიდისთაველი თაფლო პანტელეიმონის ასული კალანდაძე, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი ბიძინა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აპოლონ წულაძე, „ძმური სიტყვა“ — „აჭარა“ ბათუმი, 1990 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეფუტკრეობის ისტორია კავკასიაში დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ფუტკარი და მეფუტკრეობა, აპოლონ წულაძე, 1911
- მომღერალი ყუთი, აპოლონ წულაძე, 1912