ანტეცედენტური ხეობა
იერსახე
ანტეცედენტური ხეობა (ლათ. antecedens - წინამორბედი) — გამკვეთი ხეობა. წარმოიქმნება რელიეფის დადებითი ფორმის (ქედის, სერის, პლატოს ან მასივის) აზევების პროცესში იქ, სადაც უკვე იყო მდინარეთა ქსელი და მდინარის ეროზია ასწრებდა აზევებული ზონის ჩაჭრას დინების მიმართულების შენარჩუნებით.
ასეთი ხეობა გეოლოგიურად უფრო ხნიერია, ვიდრე მის მიერ გაკვეთილი ქედი ან მაღლობი. ანტეცედენტური ხეობა ბევრია ნეოტექტონკურად აქტიურ მთაგორიან მხარეებში, კერძოდ, კავკასიაში. მაგ., ჭიდროთის ვიწრობი მდინარე რიონის ხეობაში ონის ზემოთ, რომელიც შოდა-კედელას ქედს კვეთს; ტეხურის ხეობა ნაქალაქევის ზემოთ, რომელიც ნაქალაქევის მთის ბრაქიანტიკლინურ მასივს ჭრის და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 480.