ანსელმო ლორეკიო
ანსელმო ლორეკიო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 ნოემბერი, 1843 |
დაბადების ადგილი | Pallagorio |
გარდაცვალების თარიღი | 22 მარტი, 1924 (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რომი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ადვოკატი და ეკონომისტი |
ენა | იტალიური ენა და ალბანური ენა |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
ალმა-მატერი | ფრდირიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი |
ანსელმო ლორეკიო(დ. 3 ნოემბერი, 1843 — გ. 22 მარტი, 1924) — ალბანელი პოლიტიკოსი, მოსამართლე, ჟურნალისტი, პოეტი, მწერალი და La Nazione Albanese-ს დამაარსებელი. იგი ასევე გახლავთ რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი, რომლებიც ალბანეთის დამოუკიდებლობის სადიდებლად შეიქმნა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანსელმო ლორეკიო დაიბადა 1843 წლის 3 ნოემბერს, პალაგორიოში, პატარა ქალაქში კალაბრიაში, იტალია. სიცოცხლის ბოლომდე ანსელმოს ამ ადგილთან მტკიცე კავშირი ჰქონდა.
მას მიენიჭა მოსამართლის სტატუსი 1868 წლის 21 დეკემბერს, ნეაპოლის სამეფო უნივერსიტეტში, შემდგომში კი გახდა პროკურორი ნეაპოლის სააპელაციო სასამართლოში 1869 წელს და ამ პროფესიით, იგი მუშაობდა Banco di Napoli-ში 1870 წელს.[1]
1878 წლიდან, ანსელმოს ეკავა რამოდენიმე თანამდებობა იტალიის საჯარო ადმინისტრაციაში, მათ შორის „განათლების აღმასრულებელი“ და „სახელმწიფო ქონების აგენტი“. მას ასევე ეკავა სხვა თანამდებობები, რომლებიც იყო პოლიტიკური ხასიათის: ის იყო კატანსაროს პროვინციული საბჭოს მდივანი 1883–1884 წლებში, პალაგორიოს მერი 1892 წელს და რამდენიმე საწარმოს ან მფლობელი(სავარაუდო მფლობელი) ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ ან სასამართლო სფეროში. ლორეკიო დაეხმარა ალბანელებს, რომლებიც ოსმალეთის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულები და მათი სიცოცხლეები უკეთესობისკენ შეცვალა და მიიღო მათი დახმარება უამრავ გადამწყვეტ საკითხში, მაგალითად 1889 წელს, სწორედ ეს ხალხი შეუერთდა ლორეკიოს მოძრაობა ალბანეთის ხმაში, რომელიც ალბანეთის განთავისუფლებას და დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს.[2][3]
1895 წელს, გაზეთ "დილას" (იტალ. Il Mattino) მიერ გამოქვეყნებული მოწვევის საფუძველზე, მან მონაწილეობა მიიღო კორილიანო კალაბროში გამართულ "ალბანელთა კონგრესში" რომელსაც ჯიროლამო დე რადას თავმჯდომარეობდა. სწორედ აქ არიჩია ალბანეთის ეროვნულმა საზოგადოებამ, ლორეკიო ვიცე-პრეზიდენტად, დე რადა საპატიო თავმჯდომარედ და არქიმანდრიტი პიეტრო კამოდეკა დე კორონეი პრეზიდენტად.[4][5] 1897 წლის იანვარში მან დააარსა ჟურნალი "The Albanian Nation" (იტალ. La Nazione Albanese), ეს გაზეთი იდეოლოგიურად ძალიან ახლოს იყო ალბანეთის იმდროინდელ ეროვნულ საქმესთან.[6][3]
1898 წელს მან გამოაქვეყნა გაზეთი, სახელით: "ალბანური საკითხი. სხვადასხვა ნაწერები" (იტალ. La questione albanese. Scritti vari), ძირითადად ეს იყო სტატიების კრებული სხვადასხვა გაზეთებიდან, როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნულიდან, როგორებიცაა Il Calabro, La Giostra, Il Resto del Carlino, La Stampa და ბევრი სხვა.
1900 წლის 8 აპრილს ის წავიდა რომში და შევიდა ალბანეთის ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში (იტალ. Società nazionale albanese), რომელიც ყოველგვარი მეთოდებით, თავდაუზოგავად ცდილობდა ძველი ალბანური ეროვნული საზოგადოების გაღვიძებას. კომიტეტს თავმჯდომარეობდნენ დე რადა და ლორეკიო და კამოდეკა დე კორონეი. ეს კომიტეტი ძირითადად ითვალისწინებდა ყველა იმ ინიციატივის დაცვას, რომლითაც ისინი ემხრობოდნენ ალბანეთის დამოუკიდებლობას, ყოველგვარი ძალადობის აქტის გარეშე.[7]
1900-დან 1911 წლამდე, "La Nazione Albanese"-ს მიერ რამდენიმე სტატიის გამოქვეყნებით, მისი ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდა ალბანეთისთვის,(ნიშნავს რომ მოძრაობა საგრძნობლად გაძლიერდა). ამ წლების მანძილზე, ანსელმომ არაერთხელ სცადა თავის კამპანიაში ჩაერთო რამდენიმე ცნობილი ადამიანი, მათ შორის რიჩიოტი გარიბალდი და ხუან პედრო ალადრო კასტრიოტა, ესპანელი დიდგვაროვანი და სკანდერბეგის შთამომავალი. გეორგ კასტრიოტისგან და მთავრობისგან მიიღო მხარდაჭერა ალბანეთის ტერიტორიებთან სავაჭრო ურთიერთობების გაზრდის საქმეში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ემილიო ვისკონტი ვენოსტამ, მათ შესთავაზა საკუთარი თავი „ალბანეთის ეროვნული საზოგადოების“ მედიატორად.[8]
1912 წელს, ალბანეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და ვლორას მთავრობის კონსტიტუციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ისმაილ ქემალიმ პირადად მადლობა გადაუხადა ლორეკიოს და უთხრა: "თქვენი სურვილები ჩვენი საერთო იდეალების ასრულებისთვის ძალიან მისასალმებელია. იტალიაში მცხოვრები ყველა ალბანელის დიდ თანაგრძნობას, სითბოს და მხარდაჭერას გამოხატავს თქვენ მიმართ. თქვენი, როგორც და მამაცი მებრძოლის ღვაწლი, ღირსეულად დაფასდება თავისუფალი ალბანეთის მიერ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Un giornalista arbëresh al servizio dell'indipendenza dell'Albania - Antonio D'Alessandri (Università Roma Tre) (2008-10-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-16. ციტირების თარიღი: 2024-01-16
- ↑ Ernest Koliqi, Saggi di letteratura albanese, Verona, Olschki, 1972, p. 199
- ↑ 3.0 3.1 Skendi 1967, p. 216–217.
- ↑ Giovanni Giudice, Poesie di Giuseppe Gangale: Rradderi i Europes / Il ramingo d'Europa, Soveria Mannelli, Rubbettino, 2003, p. 171
- ↑ Skendi 1967, p. 230.
- ↑ Ernest Koliqi, Saggi di letteratura albanese, Verona, Olschki, 1972, p. 199
- ↑ Skendi 1967, p. 229.
- ↑ Skendi, Stavro (1967). The Albanian national awakening. Princeton: Princeton University Press, გვ. 234–235, 279–280, 321. ISBN 9781400847761.