ლუი ჟოზეფი (კონდეს პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი ჟოზეფი
Louis Joseph de Bourbon, Prince of Condé by Nattier.png
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 27 იანვარი, 1740
მმართ. დასასრული: 13 მაისი, 1818
წინამორბედი: ლუი ანრი I
მემკვიდრე: ლუი ანრი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 აგვისტო, 1736
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 13 მაისი, 1818, (81 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: შარლოტ დე როანი
(ქ. 1753 - გარდ. 1760)
მარია კატერინა ბრინოლი
(ქ. 1798 - გარდ. 1813)
შვილები: ლუი ანრი II, კონდეს პრინცი
ლუიზ ადელაიდა, რემირემონტის აბატისა
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი ანრი I, კონდეს პრინცი
დედა: კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Louis Joseph de Bourbon, (wedding certificate 3 May 1753) 1736-1818, Prince of Condé signature.jpg

ლუი ჟოზეფ დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Louis Joseph de Bourbon-Condé; დ. 9 აგვისტო, 1736 — გ. 13 მაისი, 1818) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი ანრი I-ისა და მისი მეორე ცოლის, კაროლინა ჰესენ-როტენბურგელის ერთადერთი შვილი. კონდეს პრინცი 1740-1818 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ჟოზეფი დაიბადა 1736 წლის 9 აგვისტოს პარიზში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი ანრი I-ისა და მისი მეორე მეუღლის, კაროლინა ჰესენ-როტენბურგელის ერთადერთი შვილი. 1758 წლიდან იგი ხდება საფრანგეთის გენერალური შტატების წევრი და აქტიურად ერთვება შვიდწლიან ომში, სადაც მან დიდი გამარჯვებები მოიპოვა გრიუნინგენსა და იოჰანისბერგში. მოგვიანებით იგი ბურგუნდიის გუბერნატორი გახდა. 1764 წლიდან მან დაიწყო ბურბონთა სასახლის გადიდება და დაანგრია კონდეს სასახლე, მის ადგილას კი ოდეონის თეატრი ააგო. ასევე მან ჩაუტარა რესტავრაცია შანტილის შატოს.

1780 წელს დაინიშნა ლუი XVI-ის გენერალ-პოლკოვნიკად. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად ლიბერალი იყო, სამსახურისა და წარმომავლობის გამო ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთში მიმდინარე რევოლუციის იდეოლოგიასა და 1789 წელს ბასტილიის ციხის აღების ფაქტს. საფრანგეთის რევოლუციის დაწყებასთან ერთად მან შვილებთან ერთად დატოვა საფრანგეთი და ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ კი იტალიაში გაიქცა. მისი არ ყოფნით ისარგებლეს რევოლუციონერებმა და მას მთელი ქონება ჩამოართვეს. მისი მეთაურობით, გერმანიის ქალაქ ვორმსში მალევე შეიქმნა "საფრანგეთიდან დევნილი ფრანგების არმია". მათ მალევე დაუჭირეს მხარი უცხოელმა კოალიციონერებმაც. 1795 წელს იგი ინგლისელებთან ერთად რაინში, ხოლო 1797 წელს ავსტრიელებთან პფალცში ებრძოდა ფრანგ რევოლუციონერებს, რომლებთან დამარცხების შემდეგაც მან კამპოფორმიოს ზავი დადო და რუსეთში გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციონერთა წინააღმდეგ იგი გმირულად იბრძოდა ვიზემბურგში, აგენუსა და ბენტიემში, 1800 წელს მისი არმია დაიშალა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ბრიტანეთში გაქცევით ეშველა თავისთვის. იგი ლონდონიდან აწარმოებდა საიდუმლო მიმოწერას საფრანგეთში დარჩენილ მონარქისტებთან, თუმცა რევოლუციონერებმა მათი წერილები იპოვეს და მონარქისტები სიკვდილით დასაჯეს.

1814 წელს საფრანგეთში ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ ლუი ჟოზეფი სამშობლოში დაბრუნდა და ლუი XVIII-ის კარზე მაღალი თანამდებობაც მიიღო. იგი გარდაიცვალა 1818 წლის 13 მაისს, 81 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარი (1755-1759), მადმუაზელ დე ბურბონი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუი ანრი II (1756-1830), კონდეს პრინცი, ცოლად შეირთო ბატილდა ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, ენგიენის ჰერცოგი ლუი ანტუანი;
  3. ლუიზ ადელაიდა (1757-1824), რემირემონტის აბატისა, გარდაიცვალა გაუთხოვარი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Montgomery-Massingberd, Hugh (1980). "Addendum: Burke's Royal Families of the World Volume I: Europe & Latin America". Burke’s Royal Families of the World: Volume II Africa & the Middle East. p. 315. ISBN 0-85011-029-7.