ლუი III (კონდეს პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი III
1694 Portrait of Louis de Bourbon, Prince of Condé from the workshop of Rigaud (Versailles).jpg
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1709
მმართ. დასასრული: 4 მარტი, 1710
წინამორბედი: ანრი ჟიული
მემკვიდრე: ლუი ანრი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ნოემბერი, 1688
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 4 მარტი, 1710, (41 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი
შვილები: ანა მარი, მადმუაზელ ბურბონი
ლუი IV, კონდეს პრინცი
ლუიზ ელიზაბეტი, კონტის პრინცესა
ლუიზ ანა, მადმუაზელ შაროლუა
მარი ანა, მადმუაზელ კლერმონი
შარლი, შაროლუას გრაფი
ანრიეტა ლუიზა, მადმუაზელ ვერმანდუა
ელიზაბეტ ალექსანდრინა, მადმუაზელ სენი
ლუი, კლერმონის გრაფი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი ჟიული, კონდეს პრინცი
დედა: ანა ჰენრიეტა კურპფალცელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუი III დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Louis III de Bourbon-Condé; დ. 10 ნოემბერი, 1688 — გ. 4 მარტი, 1710) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და ანა ჰენრიეტა კურპფალცელის უფროსი ვაჟი. კონდეს პრინცი 1709-1710 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დაიბადა 1688 წლის 10 ნოემბერს პარიზში. იგი იყო კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და მისი მეუღლის, ანა ჰენრიეტა კურპფალცელის მესამე შვილი და მეორე ვაჟი, თუმცა მისი ძმა ჯერ კიდე მცირეწლოვანი დაიღუპა, რის გამოც იგი კონდეს მომავალი პრინცი, ანუ ბურბონის ჰერცოგი გახდა. მანამდე იგი ატარებდა მონმორანსის ჰერცოგის წოდებას. გარდა ამისა, იგი ატარებდა შაროლუას გრაფის, ენგიენის ჰერცოგისა და სანკერის გრაფის წოდებას.

მისი მშობლების ათი შვილიდან, მხოლოდ ოთხმა გოგონამ და ერთმა ვაჟმა (ანუ ლუიმ) შესძლეს სრულწლოვანებამდე მიღწევა. 1688 წელს მისი უფროსი და მარი ტერეზი მიათხოვეს კონტის პრინც ფრანსუა ლუის. 1692 წელს მისი მეორე და, ლუიზ ბენედიქტა ცოლად შერთეს ლუი XIV-ის უკანონო ვაჟს, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტს. მისი მესამე და მარი ანა კი ცოლად ანრი IV-ის უკანონო შთამომავალს, ვენდომის ჰერცოგ ლუი ჟოზეფზე დააქორწინეს.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1685 წელს, ლუიმ ცოლად შეირთო ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი, აგრეთვე ცნობილი როგორც მადმუაზელ დე ნანტი, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი სამეფო საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი ქალიშვილი. ცხადია სამეფო სისხლის მქონე პრინცისა და მეფის ბასტარდს შორის ქორწინებას სამეფო კარზე დიდი სკანდალი მოჰყვა. თუმცა თავად კონდეს ოჯახი, რომელსაც როგორმე ლუი XIV-ის შემორიგება და სამეფო კარზე დაბრუნება სურდა მსგავს რამეებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

მამისა და თითქმის ყველა კონდეს პრინცის მსგავსად, ქორწინებით ლუიც დიდად უკმაყოფილო იყო, რაც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა. მას საერთოდ არ ხიბლავდა თავისი საშუალო სიმაღლის მეუღლე, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. თუმცა მხოლოდ ლუი არ იყო ასე, მისი ყველა და, რომლებიც ანალოგიურად იძულებით გაათხოვეს უიღბლო ქორწინება ჰქონდათ და ასე ცხოვრობდნენ სიცოცხლის ბოლომდე. ამას ისიც დაერთო, რომ მალე ლუის თავში მაკროცეფალია განუვითარდა. მას გარდა გაუსაძლისი ტკივილებისა თავის არეში, კანი მოყვითალო გაუხდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუი ძალიან განათლებული კაცი არ ყოფილა, იგი არც სულელი იყო და ხვდებოდა, რომ ეს დაავადება მას ბოლოს მოუღებდა.

კონდეს პრინცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1709 წლის 1 აპრილს ლუის მამა გარდაიცვალა, რის გამოც იგი კონდეს ახალი პრინცი ლუი III გახდა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1710 წლის 4 მარტს თავად ლუიც გარდაიცვალა, 41 წლის ასაკში.

ტიტულატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 10 ნოემბერი 1668 - 5 ივლისი 1670: მისი უდიდებულესობა მონმორანსის ჰერცოგი;
  • 5 ივლისი 1670 - 4 მარტი 1710: მისი უდიდებულესობა ბურბონის ჰერცოგი;
  • 1 აპრილი 1709 - 4 მარტი 1710: მისი უდიდებულესობა კონდეს პრინცი;

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ანა მარი Marie Gabrielle Éléonore de Bourbon as an abbess by an unknown artist.jpg 22 დეკემბერი,

1690

30 აგვისტო,

1760,

(69 წლის)

მადმუაზელ დე ბურბონი და სენ-ანტუან-დე-შამპის აბატისა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და

უშვილო

ლუი ანრი Gobert, attributed to -Louis Henri of Bourbon, Prince of Condé - Versailles, MV3727.jpg 18 აგვისტო,

1692

27 იანვარი,

1740,

(47 წლის)

ბურბონის ჰერცოგი და კონდეს პრინცი, პირველად იქორწინა მარი ანა დე ბურბონზე, ხოლო

მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი, რომელთანაც

შეეძინა თავისი ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე

ლუიზ ელიზაბეტი Portrait of Louise Élisabeth de Bourbon (1693-1775), Princess of Conti by Pierre Gobert.jpg 22 ნოემბერი,

1693

27 მაისი,

1775,

(81 წლის)

ცოლად გაჰყვა კონტის პრინც ლუი არმან II-ს, რომელთანაც შეეძინა კონტის პრინცი ლუი

ფრანსუა I და ორლეანის ჰერცოგინია ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი

ლუიზ ანა Mademoiselle de Charolais (Louise Anne de Bourbon-Condé, 1695-1758) by Alexandre François Caminade (Versailles).jpg 23 ივნისი,

1695

8 აპრილი,

1758,

(62 წლის)

მადმუაზელ დე შაროლუა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო
მარი ანა Marie Anne de Bourbon, Mlle de Clermont (1697-1741), Pierre Gobert.jpg 16 ოქტომბერი,

1697

11 აგვისტო,

1741,

(43 წლის)

მადმუაზელ დე კლერმონი, ცოლად გაჰყვა ეპინუასა და ჟოიეზის ჰერცოგ ლუი დე მელუნს,

თუმცა შვილები არ ჰყოლია

შარლი CharlesDeBourbon-CondeRigaud.jpg 19 ივნისი,

1700

23 ივლისი,

1760,

(60 წლის)

შაროლუას გრაფი, მან მალულად იქორწინა ჟანა დე ვალუა-სენ რემზე, რომელიც საფრანგეთის

მეფე ანრი II-ის უკანონო შთამომავალი იყო, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია. შარლს

თავის საყვარელ მარგარიტა კარონთან ჰყავდა ორი არალეგიტიმური ქალიშვილი

ანრიეტ ლუიზი Blason pays fr Dombes.svg 15 იანვარი,

1703

19 სექტემბერი,

1772,

(69 წლის)

ბავშვობაში დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე, თუმცა ნიშნობის ჩაშლის შემდეგ

იგი მონაზვნად აღიკვეცა, საბოლოოდ კი ბემონ-ლე-ტურის აბატისა გახდა და გარდაიცვალა

გაუთხოვარი და უშვილო

ელიზაბეტ

ალექსანდრინა

Mademoiselle de Sens wearing Fleur-de-lis by a member of the school of Nattier.jpg 15 სექტემბერი,

1705

15 აპრილი,

1765,

(59 წლის)

მადმუაზელ დე სენი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო
ლუი ფრანსუა 1771 portrait painting of Louis de Bourbon, Count of Clermont by François Hubert Drouais.jpg 15 ივნისი,

1709

16 ივნისი,

1771,

(62 წლის)

კლერმონის გრაფი, აქტიურად იბრძოდა ჰანოვერში, შვიდწლიანი ომის დროს, გარდაიცვალა

დაუქორწინებელი და უშვილო

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • D'autres sources donnent le 11 octobre 1668 et le 4 mars 1710[réf. nécessaire].
  • Saint-Simon, Mémoires, coll. « Bibliothèque de la Pléiade », Paris, Gallimard, 1984, t. III, p. 428.
  • Jacques Bernot, Mademoiselle de Nantes, fille préférée de Louis XIV Nouvelles Editions Latines, 2004, p. 107.
  • Léonce de Piépape, Histoire des princes de Condé au xviiie siècle : les trois premiers descendants du grand Condé, Plon-Nourrit (Paris), 1911, vol. 1, chap. XVIII.