ანზორ კიკნაძე
Jump to navigation
Jump to search

ანზორ კიკნაძე მარჯვნიდან პირველი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
მედლები | ||
---|---|---|
ძიუდო | ||
ოლიმპიური თამაშები | ||
ბრინჯაო | ტოკიო 1964 | +80 კგ. |
მსოფლიო ჩემპიონატი | ||
ბრინჯაო | რიო-დე-ჟანეირო 1965 | აბსოლუტური |
ბრინჯაო | სოლტ-ლეიკ-სიტი 1967 | +93 კგ. |
ევროპის ჩემპიონატი | ||
ოქრო | ესენი 1962 | აბსოლუტური |
ოქრო | ბერლინი 1964 | აბსოლუტური |
ოქრო | მადრიდი 1965 | აბსოლუტური |
ოქრო | ლუქსემბურგი 1966 | აბსოლუტური |
ვერცხლი | რომი 1967 | აბსოლუტური |
ვერცხლი | ლოზანა 1968 | +93 კგ. |
ანზორ კიკნაძე (დ. 26 მარტი, 1934, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი — გ. 17 ნოემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი ძიუდოისტი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ევროპის 4-გზის ჩემპიონი (1962, 1964, 1965, 1966) და 2-გზის ვერცხლის პრიზიორი (1967, 1968). მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (1965, 1967). მონაწილეობა მიიღო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე [1], სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (+80 კგ.).სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1964 (პირველი საბჭოთა ძიუდოისტი, რომელსაც სდო-ს წოდება მიენიჭა) დაიღუპა 1977 წელს ავტოკატასტროფაში.
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი:1964 (ტოკიო]; +80კგ
- მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965 (რიო დე ჟანეირო; აბსოლუტური), 1967 (სოლტ ლეიქ სიტი; +93კგ)
- ევროპის ჩემპიონი: 1962 (ესენი; აბსოლუტური), 1963 (ჟენევა; გუნდური), 1964 (ბერლინი; აბსოლუტური), 1964 (ბერლინი; გუნდური), 1965 (მადრიდი; აბსოლუტური), 1965 (მადრიდი; გუნდური), 1966 (ლუქსემბურგი; აბსოლუტური), 1966 (ლუქსემბურგი; გუნდური)
- ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1967 (რომი; აბსოლუტური), 1968 (ლოზანა; +93კგ)
- ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1967 (რომი; გუნდური)
სსრკ ჩემპიონი სამბოში: 1961, 1962, 1963, 1964, 1965
საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში: 1959, 1960, 1961, 1962, 1964 ანზორ კიკნაძის შედეგები 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
- I წრე, ჯგუფი: იობ გუველეუ (ჰოლანდია) - მოგება
- I წრე, ჯგუფი: ჰერბერტ ნიმანი (გდრ) - მოგება
- 1/4-ფინალი: თავისუფალი იყო
- 1/2-ფინალი: ისაო ინოკუმა (იაპონია) - წაგება
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანზორ კიკნაძე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
- ანზორ კიკნაძე დაარქივებული 2009-10-17 საიტზე Wayback Machine. . sports-reference.com.
- ანზორ კიკნაძე. ქართული სპორტი