ანდრია პირველწოდებულის ძეგლი (ბატაისკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია პირველწოდებულის ძეგლი
რუს. Памятник Андрею Первозванному
Памятник Андрею Первозванному в г. Батайске.jpg
კოორდინატები 47°08′51″N 39°44′15″E / 47.147389° ჩ. გ. 39.737611° ა. გ. / 47.147389; 39.737611
მდებარეობა ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე სერგეი ისაკოვი
მასალა ბრინჯაო, შავი ლაბრადორიტი
სიმაღლე 6 მეტრი
თარიღდება 27 სექტემბერი, 2003

წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ძეგლი (რუს. Памятник Андрею Первозванному) — ძეგლი ქალაქ ბატაისკის ისტორიულ ნაწილში როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, ბატაისკის სამების ეკლესიის მახლობლად. აგებულია ქრისტეს თორმეტი მოციქულთაგანის, ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად. ძეგლის გახსნა გაიმართა 2003 წლის 27 სექტემბერს და დაუკავშირეს ჯვართამაღლების დღესასწაულს.

ექვსმეტრიანი ქანდაკების დამზადებაზე და დადგმაზე მუშაობდა რუსეთის დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკე სერგეი ისაკოვი, მისი საქმიანობა დააფინანსა წმინდა ნიკოლოზის საქველმოქმედო ფონდმა, რომელიც ასევა გამოდიოდა, როგორც პროექტის ინიციატორი. ძეგლის ღირებულების ნაწილი გაიღეს დონელმა კაზაკებმა. ტაძარი დალოცა და აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა. გახსნის ცერემონიას ესწრებდა დონელი კაზაკების ატამანი ნიკოლაი კოზიცინი, ბატაისკის მაცხოვრებლები, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკები, როსტოვის ნაოსნობის კოლეჯის სტუდენტები. ძეგლი ერთდერთია სამხრეთ რუსეთში რომელიც აგებულია ანდრია პირველწოდებულის სახელზე[1].

საერთო მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრია პირველწოდებულის ძეგლი 6 მეტრი სიმაღლისაა. ქანდაკების კვარცხლბეკი აგებულია შავი ლაბრადორიტისაგან. კვარცხლბეკის ოთხივე კედელზე ამოკვეთილია სიტყვები წმინდანის ცხოვრებიდან. თავად კვარცხლბეკი დგას მცირედ შემაღლებულ შვიდკუთხა სიმაღლეზე, რომელზეც ასვლა ხდება ხუთსაფეხურიანი კიბით.

მოედანს სადაც დგას ძეგლი ეწოდება ანდრია პირველწოდებულის მოედანი. ბატაისკის მოსახლეობა ძეგლს მიიჩნევს ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილად სამების ეკლესიასთან ერთად, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2004 წელს[2][3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В Батайске (Ростовская область) открыт памятник Андрею Первозванному. Regnum. წაკითხვის თარიღი: 2017-02-02.
  2. В Батайске появится памятник Андрею Первозванному. Дон-ТР. წაკითხვის თარიღი: 2017-02-02.
  3. Первый памятник Андрею Первозванному открыт на юге России. Православие.RU. წაკითხვის თარიღი: 2017-02-02.