ლაბრადორიტი
იერსახე
| ლაბრადორიტი | |
|---|---|
| ლაბრადორიტი | |
| ცნობები | |
| ტიპი | მაგმური |
| შედგენილობა | ლაბრადორი |
| შეფერილობა | შავი ან მუქი ნაცრისფერი |
| გამოიყენება | მშენებლობაში |
ლაბრადორიტი — გაბროს ჯგუფის მაგმური ქანი. ძირითადად შედგება პლაგიოკლაზ ლაბრადორისაგან, მცირე რაოდენობით (5-7%) პიროქსენების, მადნეული და სხვა მინერალებისაგან. ლაბრადორიტი მეტწილად მსხვილმარცვლონი შავი ან მუქი ნაცრისფერი ქანია. ლაბრადორიტი, რომლის მონატეხზე ან გაპრიალებულ ზედაპირზე ლაბრადორის კრისტალები მოცისფრო-მომწვანოდ ბზინავს, ძალზე ლამაზია და იხმარება შენობების, ძეგლებისა და სხვათა მოსაპირკეთებლად. ლაბრადორიტის საბადოები ცნობილია უკრაინაში, ფინეთში, აშშ-ში, კანადაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 96.