ბატაისკის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბატაისკის სამების ეკლესია
ბატაისკის სამების ეკლესია — რუსეთი
ბატაისკის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბატაისკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი rostov-128.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2000-2013

ბატაისკის სამების ეკლესია (რუს. Церковь Троицы Живоначальной) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1][2]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2013 წელს.

ეკლესიის მისამართი: 346880, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი ბატაისკი, ანდრია პირველწოდებულის მოედანი № 1 .

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ანდრია პირველწოდებულის ძეგლი

1854 წელს ბატაისკში ააგეს ოდიგიტრიის ხატის სახელობის ტაძარი, რომელიც თავისი მასშტაბებით არ ჩამორჩებოდა როსტოვის თანამედროვე საკათედრო ტაძარს. ეკლესიის მიმდებარედ განთავსებული იყო ორი სკოლა, სატრაპეზო. 1937 წელს ეკლესია დაანგრიეს. ომამდე ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა ციხედ. მეორე მსოფლიო ომის წლებში, როდესაც ბატაისკი გერმანელებმა დაიპყრეს, ეკლესიას გარს შემოარტყეს მავთულხლართები და გამოიყენებოდა სამხედრო ტყვეებისათვის.

ომის დასრულების შემდეგ ეკლესიის ფუნდამენტზე ააშენეს ლიცეუმი, ახლოს კი - კინოთეატრი, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც სსრკ-ში დაიწყო გარდაქმნა, ყოფილი ეკლესიის ადგილზე გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი ეკლესია. ბატაისკის მოსახლეობამ მიმართა ქალაქის ხელმძღვანელობას თხოვნით დაეთმო მრევლისთვის კინოთეატრი. მრევლმა მიიღო კიდეც კონოთეატრის შენობა და იგი გადააკეთეს ეკლესიად. 1991 წელს დაიწყო ეკლესიის აღორძინება და აკურთხეს წმინდა სამების სახელზე, ხოლო მისი ერთ-ერთი საკურთხეველი ოდიგიტრიის სახელზე.

წმინდა სამების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2000 წელს. 2003 წელს დაადგეს ორი გუმბათი ჯვრებით, ხოლო მის წინ მოედანზე დადგეს ანდრია პირველწოდებულის ძეგლი, რომლის გახსნა და კურთხევა შედგა 2003 წლის 27 სექტემბერს.

2006 წელს ეკლესიის მშენებლობის პარალელურად დაიწყო სკოლის ახალი შენობის აშენებაც. საბოლოოდ ეკლესია დაასრულეს 2013 წელს.

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმნაზონი სერგეი ნალივაიკო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]