ბატაისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბატაისკი
Батайск
Свято-Троицкий храм, Батайск.jpg
ბატაისკის სამების ეკლესია
დროშა გერბი
Flag of Bataysk (Rostov oblast).png Coat of Arms of Bataisk (Rostov oblast) (2003).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°08′00″ ჩ. გ. 39°45′00″ ა. გ. / 47.13333° ჩ. გ. 39.75000° ა. გ. / 47.13333; 39.75000
დაარსდა 1769
ადრეული სახელები ბატაისკოე, ბატაისკაია[1]
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ფართობი 77,68 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 122 247 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1573,73 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86354
საფოსტო ინდექსი 346880 — 346884,
346886 — 346889,
346892 — 346894
ოფიციალური საიტი str_index/getchar - unknown code "*www.б*" str_index/getchar - unknown code "*www.ба*" str_index/getchar - unknown code "*www.бат*" str_index/getchar - unknown code "*www.бата*" str_index/getchar - unknown code "*www.батай*" str_index/getchar - unknown code "*www.батайс*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск*" -str_index/getchar - unknown code "*www.батайск-о*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-оф*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-офи*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-офиц*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-офици*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-официа*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-официал*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-официаль*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-официальн*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-официальны*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-официальный*" .str_index/getchar - unknown code "*www.батайск-официальный.р*" str_index/getchar - unknown code "*www.батайск-официальный.рф*"
ბატაისკი — რუსეთი
ბატაისკი
ბატაისკი — როსტოვის ოლქი
ბატაისკი

ბატაისკი (რუს. Батайск) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. დაარსდა 1769 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1938 წელს.

ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 122 247 კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მდინარე კოისუგის ნაპირებზე, დონის როსტოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 კილომეტრის დაშორებით და წარმოადგენს როსტოვის ქალაქ-თანამგზავრს. ქალაქის ტერიტორიის ფართობია - 77,68 კმ². ქალაქის ქუჩებს აქვს მართკუთხა დაგეგმარება. კვარტალების დიდი ნაწილი არის ერთსართულიანი სახლების ტიპი, რომელიც აგებულია წითელი აგურისაგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია. მხარეთმცოდნეების ვ. გრაჩიოვისა და ნ. რეშეტნიაკის ვერსიით ბატაისკმა თავისი სახელწოდება მიიღო მდინარე ბატაისუდან, რომელიც თავის მხრივ ნიშნავს ბატაის (ბათო-ყაენის) წყალს, რომელსაც სავარაუდოდ ამ მდინარესთან ჰქონდა ბანაკი, თუმცა ავტორებს მოსაზრების დასამტკიცებლად არ მოჰყავთ არანაირი ისტორიული წყარო. პ. ონოკოლოვი და სხვა მხარეთმცოდნეები საერთოდ უარყოფენ მდინარესთან რამე ბანაკის არსებობას და მიუთითებენ, რომ 1747 წლის რუკაზე მდინარეს ეწოდება ბატაი და არა ბატაისუ[2]. სხვა ვერსიით ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება თურქული სიტყვისაგან „ба тай су“, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ნოტიო დაბლობი ნაკადულებით“[3].

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის განმავლობაში თანამედროვე ბატაისკის ტერიტორია ხელიდან ხელში გადადიოდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის. საბოლოოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის შემდეგ, როდესაც დაარსდა აზოვის გუბერნია. თუმცა ამ მიწაზე დასახლება დაიწყო ადრე: ჯერ კიდევ 1769 წელს გლეხი-ველიკორუსები გამოვიდნენ დონზე და დასახლდნენ მდინარე კოისუგის ნაპირებზე და დააარსეს სლობოდა ბატაისკი. ამავე პერიოდში დინების ქვედა ნაწილში დასახლდნენ ზაპოროჟიელები და დააარსეს კოისუგის სლობოდა.

სხვა ვერსიით, ასაკოვანი მოსახლეების გადმოცემებით, იყვნენ ძმები საფონოვები, ჟიკრევეცკიები და გრებენიკოვ-ლომოვები, რომლებიც დონზე გააგზავნეს ეკატერინე II-ის ბრძანებით. ისინი დასახლდნენ მდინარის ნაპირებზე, ალიზისაგან ააშენეს მიწურები. ნადელის მიღების შემდეგ (ერთი ჰექტარი ოჯახზე) ააშენეს სახლები.

1782 წელს რუსეთმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო. მისი მონაცემების შედეგად ბატაისკში ცხოვრობდა 324 კაცი და 307 ქალი. 1783 წელს სოფელ ბატაისკში ცხოვრობდა 102 ოჯახი, სულ 780 კაცი[4].

XIX-XX საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის დასაწყისი ჩრდილოეთ კავკასიისათვის გახდა სწრაფი დასახლებისა და მეურნეობის განვითარების პერიოდი. XIX საუკუნის შუა წლებისათვის ბატაისკი უკვე სწრაფად მზარდი სოფელი იყო. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ზრდის ტემპით ბატაისკმა გადაუსწრო რუსეთის იმპერიის ქალაქებსაც კი[1].

1801 წელს ქალაქი წარმოადგენდა მხოლოდ ერთ ქუჩას, რომელსაც ერქვა სანაპიროს ქუჩა (ამჟამად პოლოვინკო). სოფლის ცენტრში, სადაც დღეს მდებარეობს მოკლე და მცირე შესახვევები, მდებარეობდა სოფლის ცენტრი. 1810 წელს აქ ააშენეს ხის ეკლესია წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, ასევე სოფლის მმართველობის სახლი. ბატაისკი გაიზარდა სამხრეთის მიმართულებით.

ამ პერიოდისათვის სოფელში ცხოვრობდა 830 კომლი, ანუ 2 835 კაცი და 2 870 ქალი, მოქმედებდა აგურისა და რძის ქარხნები, 53 ქარის წისქვილი[1].

1856 წელს ბატაისკი გახდა ამავე სახელწოდების თემის ცენტრი. , რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სლობოდა კოისუგი, ხუტორი კულეშოვკა, ვისოჩინო, კოჩევანჩიკი, სამარსკოე, სოფლები ნოვო-ნიკოლაევკა და ნოვო-ბატაისკი[5].

ვლადიკავკაზის რკინიგზის მშენებლობა გახდა სოფელ ბატაისკის განვითარების დიდი ათვლის წერტილი[1]. 1875 წლის 14 ივლისს გაიხსნა ვლადიკავკაზის რკინიგზის სადგური ბატაისკი.

1887 წელს როსტოვის მაზრას, რომელშიც შედიოდა ბატაისკი, ეწოდა ეკატერინოსლავის გუბერნია.

1904 წლისათვის სოფელ ბატაისკში ცხოვრობდა 17 616 ადამიანი. ქალაქში იყო 11 ქუჩა, 2 576 საცხოვრებელი სახლი, 2 ეკლესია და 4 სკოლა.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს დაარსდა ბატაისკის რაიონი, რომლის ცენტრიც გახდა სოფელი ბატაისკი. 1925 წელს დაიწყო ელექტროფიკაცია, დაიწყო მრეწველობის განვითარება, ამავე წელს სოფელში დაარსდა მუშათა დასახლება.

1930 წელს მიიღეს გააწყვეტილება ბატაისკის აღმოსავლეთით აეშენებინათ აეროდრომი, რომლის ახლოსაც დააარსეს ახალი დასახლება ავიაგარადოკი. გაიხსნა საავიაციო სკოლა, ავიასარემონტო ქარხანა.

1935 წელს გაიხსნა პურკომბინატი. 1935 წლის 12 იანვარს გამოვიდა პირველი ადგილობრივი გაზეთი „Вперёд“. 1938 წელს ბატაისკის რაიონი გაუქმდა და ქალაქს მიენიჭა საოლქო დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი.

საბჭოთა პერიოდში ბატაისკი განაგრძობდა განვითარებას, როგორც სამრეწველო ცენტრი და მსხვილი სარკინიგზო კვანძი.

დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941 წლის ნოემბერში ბატაისკი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ საბჭოტა ძალების მიერ როსტოვის გათავისუფლების შედეგად საფრთხე მოიხსნა, მაგრამ 1942 წლის 27 ივლის ფაშისტებმა თითქმის უბრძოლველად აიღეს ქალაქი. ოკუპაციის პერიოდში დაიღუპა 595 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ბატაისკის გათავისუფლებისათის ბრძოლაში დაიღუპა 217ადამიანი. 196 ღიანი ოკუპაციის შემდეგ ქალაქი გაათავისუფლეს 1943 წლის 7 თებერვალს როსტოვის ოპერაციის პერიოდში.

1959 წელს ქალაქს შეუერთდა სოფელი კოისუგი. ქარხნები, კომბინატები, საავადმყოფო, პოლიკლინიკა და კლუბი აღადგინეს ომის შემდეგომი პირველივე ხუთწლედის ფარგლებში.

1987 წლს დაიწყო ახალი მიკრორაიონის „ჩრდილოეთის“ მშენებლობა.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობა ბატაისკში იწყება XVIII საუკუნიდან. 1783 წლის 30 აპრილის ნოვოროსიისკის იერო-დიაკონმა იოანე ანდრეევმა სოფელ კოისუგში აკურთხა ადგილი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ასაშენებლად. ამავე წლის 30 დეკემბერს ეკლესიაც აკურთხეს და დაიწყო მასში ღვთისმსახურება. 1864 წელს ქვისაგან ააშენეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ახალი ეკლესია. ეკლესიასთან არსებობდა ორი სკოლა საეკლესიო-სამრევლო და სათავადაზნაურო. 1936 წელს ეს ეკლესია დაანგრიეს და დღეს მის ადგილზე მდებარეობს ბატაისკის № 4 სკოლა.

1798 წელს ბატაისკის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ ხის ეკლესია, რომელიც მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე იქნებოდა ნაკურთხი. 1805 წელს ეკლესიის ასაშენებლად გამოყვეს ადგილი .

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბატაისკის ტერიტორიაზე ააშენეს ღვთისმშობლის კვართისა და ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიები. ღვთისმშობლის კვართის ეკლესია მდებარეობდა თანამედროვე № 10 სკოლის ადგილზე. 1937 წელს ორივე ეკლესია დაანგრიეს. ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის აგილზე XXI საუკუნეში ააშენეს ბატაისკის სამების ეკლესია.

1915 წელს სადგურ ბატაისკთან ახლოს დაიწყეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. იგი ააგეს ნიკოლოზ II-ის ტახტზე ასვლის წლისთავთან დაკავშირებით. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1916 წლის 1 თებერვალს.

ბატაისკის ტერიტორიაზე იყო კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც მდებარეობდა მუშების ქუჩაზე, იქ, სადაც დღეს მდებარეობს საბავშვო ბაღი „Звездочка“.

ამჟამად ბატაისკის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ეკლესია ბატაისკის სამების ეკლესია, რომელიც ჯვარ-გუმბათოვანია და არქიტექტურულ კონკურსში აღიარეს სამხრეთ რუსეთის ყველაზე ლამაზ ნაგებობად[6].

ასევე:

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ბატაისკში 11 საშუალო (მათ შორის 2 ლიცეუმი და 2 გიმნაზია) სკოლაა. აქ არის ასევე ბატაისკის სარკინიგზო კოლეჯი, ბატაისკის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და რადიოელექტრონიკის ტექნიკუმი.

2012 წლის მოანაცემებით ქალაქში არის სამი უმაღლესი სასწავლებლის ფილიალი:

  • როსტოვის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის
  • როსტოვის სახელმწიფო სარკინიგზო ტრანსპორტის უნივერსიტეტის
  • როსტოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის.

კულტურა და ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის 10 ბიბლიოთეკა, ბატაისკის ისტორიის მუზეუმი[11], კინოთეატრი „ილუზიონი“, რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწისა თუ მოვლენის და წმინდანების ძეგლები.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა დაძმობილებული ქალაქი დაძმობილების წელი
სერბეთის დროშა სერბეთი სრემსკი-კარლოვცი [12] -

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Откуда есть пошла земля Батайская // Аргументы и факты на Дону — [2007 или 2008] — [номер неизв., информация с вырезки]
  2. О Батыевом колодце: П. Оноколов // Вперёд. — 1997. [№ неизв., информация с вырезки].
  3. Назаров Ю.. (2 июля 1988) Почему такое название. Газета «Вперёд». დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-26. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  4. У истоков: В. Скнарёв. // «Вперёд». — 2004. — [предположит. 24 или 28 сент.] — С. 13.
  5. Погодинская, С.. (26 сентября 2008) Слобода в болотах? Город стратегического значения!. Газета «Вперёд». დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-26. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  6. Свято- Троицкий храм Батайска – самый красивый храм Юга России
  7. Покровский Храм города Батайска. Сайт.
  8. Князь-Владимирский Храм. Сайт.
  9. Свято-Николо-Матроновский храм.Сайт.
  10. Храм Иоанна Русского. Сайт.
  11. Батайский музей истории — Портал правительства РО
  12. Международная ассоциация "Породненные города"