ანდრეას კრიგერი
ანდრეას კრიგერი (გერმ. Andreas Krieger; დ. 20 ივლისი 1965, აღმოსავლეთი ბერლინი, გდრ) ცნობილი გახდა როგორც ჰაიდი კრიგერი (გერმ. Heidi Krieger) — გდრ-ის მძლეოსნობაში ბირთვის მკვრელ ქალთა გუნდის წევრი. ისევე როგორც გდრ-ის ბევრი სხვა სპორტსმენი კრიგერიც მოზარდობის პერიოდიდანვე იღებდა ანაბოლურ სტეროიდებს და კაცის ჰორმონებს, მწვრთნელის მითითებით.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1986 წელს ევროპის ჩემპიონატზე შტუტგარტში კრიგერმა მიიღო ოქროს მედალი ბირთვის კვრაში. მალევე მას დაეწყო ძლიერი ზურგის ტკივილები, რის გამოც იძულებული გახდა ვარჯიში შეეწყვიტა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ კრიგერმა სცადა დაბრუნებოდა დიდ სპორტს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ახალი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან თანდათანობით გააცნობიერა თავისი ტრანსსექსუალობა. 1997 წელს ჰაიდი კრიგერმა ოპერაციის საშუალებით შეიცვალა სქესი, რის შემდეგაც შეიცვალა საბუთები. კრიგერმა ჩვენება მისცა ცნობილი ტრენერების საქმეში, რომლებიც ჩართული იყვნენ დოპინგთან დაკავშირებულ დანაშაულში. პროცესზე მოპასუხეები იყვნენ 74 წლის მანფრედ ევალდი (Manfred Ewald, გდრ-ის სპორტულ-ტანვარჯიშის კავშირის პრეზიდენტი) და 66 წლის მანფრედ ჰიოპნერი (Manfred Hoeppner, გდრ-ის სპორტული სამედიცინო სამსახურის ვიცე-დირექტორი). კრიგერი თვლის, რომ ჰორმონალური პრეპარატების მიღებამ გამოიწვია მისი ტრანსსექსუალობა. 2000 წელს ევალდი და ჰიოპნერი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად 142 ათლეტისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენებაში.
ამჟამად კრიგერი ცხოვრობს მაგდებურგში, ფლობს ქალაქში მდებარე ერთადერთ სამხედრო ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მაღაზიას, დაქორწინებულია ყოფილ მოცურავე უთა კრაუსზე და ზრდის ქალიშვილს.
დაწესებულია „ჰაიდი კრიგერის მედალი“ (გერმ. Heidi-Krieger-Medaille) სპორტში დოპინგის მიღების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვერდი ანდრეას კრიგერის შესახებ
- ინვალიდების ფაბრიკა // medinfo.ru
- მათ მოკლეს ჰაიდი New York Times, 26.01.2004
- საოცარი გოგონები და სტეროიდები დაარქივებული 2013-10-19 საიტზე Wayback Machine.