ანა (საკუთარი სახელი)
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ანა (საკუთარი სახელი)}} |
|
ანა (ბერძ. Ἄννα, ებრ. חַנָּה Ḥannāh) — სახელი, რომელიც წარმოდგება ძველი ბერძნული და ებრაული სახელებიდან, რაც ქართულად „სასურველს“, „სანდომიანს“, „საამოს“ ნიშნავს. ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა უამრავ სხვა წმინდანსა და დედოფალს.
საკუთარ სახელ ანას სხვადასხვა ვარიაცია მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, როგორებიცაა, მაგალითად, Anne – ფრანგულად, Ann – ინგლისური დაწერილობით, Anni – ესტონურად, ფინურად, გერმანულად და შვედურად. თუმცა, ყველაზე ფართოდ სახელის ვარიანტებიდან გვხვდება Anna – ბულგარულად, კატალანურად, მალაიალამის ენაზე, ჩეხურად, დანიურად, ნიდერლანდურად, ინგლისურად, ესტონურად, ფინურად, გერმანულად, ბერძნულად, უნგრულად, ისლანდიურად, იტალიურად, იაპონურად, ლატვიურად, ნორვეგიულად, პოლონურად, რუსულად, სლოვაკურად და შვედურად.