ანა პავლოვა (ტანმოვარჯიშე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანა პავლოვა
Anna Pavlova gymnast.jpg
ანა ანატოლიევნა პავლოვა
მეტსახელ (ებ) ი ანია
ქვეყანა (სპორტი) დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
რეგიონი (სპორტი) დროშა: რუსეთი რუსეთი
დაიბადა 6 სექტემბერი, 1987 (1987-09-06) (33 წლის)
ორეხოვო-ზუევო, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი
საცხოვრებელი ადგილი ორეხოვო-ზუევო, რუსეთი
სიმაღლე 1,52 მ.
წონა 43 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
ეროვნულ ნაკრებში 2000-2008 (რუსეთი)
2013-2015 (აზერბაიჯანი)
გუნდი დინამო
მწვრთნელ(ებ)ი ნატალია პავლოვა
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი ლეონიდ არკაევი
მუსიკა 2008 — 'Exodus' (Maksim); 2006 — 'Allegretto' (Bond); 2004 — 'Winter' (Bond)
კარიერა დაასრულა 15 დეკემბერი, 2015

ანა პავლოვა (რუს. А́нна Анато́льевна Па́влова; დ. 6 სექტემბერი, 1987, ორეხოვო-ზუევო) — რუსი ყოფილი სპორტული ტანმოვარჯიშე, 2013-2015 წლებში გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელით. კარიერის მანძილზე პავლოვა გახდა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების (2004, 2005, 2008, 2014) ოთხგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. გამოირჩეოდა კლასიკური საბალეტო სტილით, არტისტიზმით და სუფთა ტექნიკით[1].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000-2002[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა პავლოვა დაიბადა ტანმოვარჯიშეთა ოჯახში. სპორტში პირველი ნაბიჯები დედის — მწვრთნელ ნატალია პავლოვას ხელმძღვანელობით გადადგა. საერთაშორისო ასპარეზზე მისი დებიუტი 2000 წელს, ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე შედგა, სადაც მან ოქროს მედალი მოიპოვა ნაირსიმაღლის ორძელზე ასპარეზობაში. მიუხედავად იმისა, მცირე ასაკის გამო ვერ შეძლო მოზრდილთა 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა, პავლოვას ნება დართეს, რომ ეასპარეზა კეთილი ნების თამაშებზე, სადაც მან დვირზე ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2001 წელს პავლოვამ ჭაბუკთა შორის რუსეთის ჩემპიონატზეც გაიმარჯვა. 2002 წელს იგივე მიღწევა გაიმეორა უკვე უფროს ასაკობრივ ჯგუფში, ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე კი ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის სამი ოქრო (გუნდურ ჩათვლაში, მრავალჭიდსა და ბჯენით ხტომებში).

2003[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს შედგა პავლოვას მსოფლიო დებიუტი უფროსთა ასაკობრივ ჯგუფში, წლის დასაწყისი წარმატებული აღმოჩნდა — ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე რუსეთის ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ჩემპიონი გახდა და პავლოვამ თანაგუნდელებთან ერთად, ოქროს მედალი დაიმსახურა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე, უკვე რუსეთის ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, როგორც პავლოვას, ისე-რუსეთის გუნდის გამოსვლა სუსტი აღმოჩნდა-მხოლოდ მეექვსე ადგილი. პირად ჩათვლაში პავლოვამ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი მრავალჭიდსა და თავისუფალ ვარჯიშში და ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლებაც მიიღო, მაგრამ დაშვებული შეცდომების გამო, საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა.

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს პავლოვამ ისევ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც, გუნდურ ტურნირზე რუსეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიშისას პავლოვა იარაღიდან ჩამოვარდა, რის გამოც პირად ჩათვლაში მრავალჭიდის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება დაკარგა. წარუმატებლობის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ბჯენით ხტომებში და ფინალურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალი დაიმსახურა. იმავე წელს პავლოვა რუსეთის ჩემპიონი გახდა, რამაც მას საშუალება მისცა, ეროვნული ნაკრების წევრი გამხდარიყო და 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ეასპარეზა.

დიდი მოლოდინის მიუხედავად, ათენში რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავარუმინეთისა და აშშ-ის ნაკრებების შემდეგ. პავლოვამ დამაჯერებლად იასპარეზა მრავალჭიდის საკვალიფიკაციო ტურნირში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მედლისათვის მრავალჭიდში (პავლოვა მხოლოდ 0,025 ქულით ჩამორჩა მესამეადგილოსან ჩინელ ნან ჟანგს), სამაგიეროდ, გზა გაუხსნა ფინალისაკენ ბჯენით ხტომებსა და დვირზე ასპარეზობაში. ბჯენით ხტომაში პავლოვამ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, დვირზე კი ისევ მინიმალური ქულით ჩამორჩა მესამეადგილოსან რუმინელ ალექსანდრა ჯეორჯიანა ერემიას და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

2005-2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის ევროპის ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა პავლოვასათვის-მან მრავალჭიდსა და ბჯენით ხტომებში ვერცხლის, დვირზე კი-ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, თუმცა, იგივე ვერ გაიმეორა იმავე წელს მელბურნში (ავსტრალია) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე-მრავალჭიდში მეშვიდე (36,387 ქულით), ბჯენით ხტომაში მეხუთე (9,237), დვირზე კი-მეექვსე (8,762) ადგილი დაიკავა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პავლოვამ რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თუმცა, პირად ჩათვლაში კვლავ მცირედი დააკლდა საპრიზო ადგილამდე-ბჯენით ხტომაში მეხუთე, ხოლო დვირზე ვარჯიშში-მეოთხე ადგილს დასჯერდა.

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ანა პავლოვამ რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც გუნდისათვის კრახით დასრულდა — რუსებიმა გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავეს ჩინეთის, აშშ-ის და რუმინეთის ნაკრებების შემდეგ და მედლების გარეშე დარჩნენ. პავლოვამ სამ იარაღზე-დვირზე, ბჯენით ხტომებსა და თავისუფალ ვარჯიშში იასპარეზა პირად ჩათვლაში, მაგრამ, სამივე ჯერზე წარუმატებლად. ბჯენით ხტომებში, მიუხედავად მაღალ ტექნიკურ დონეზე განხორციელებული ორი ნახტომისა, მსაჯებმა მეორე მცდელობა 0 ქულით შეაფასეს, რადგან შენიშნეს, რომ მან მოძრაობა მწვანე შუქსიგნალის ანთებამდე დაიწყო. მოულოდნელი ჩავარდნით გამოწვეულმა დაძაბულობამ კი შემდგომ ტურნირში-თავისუფალ ვარჯიშში გამოსვლისას პოვა ასახვა, რის გამოც პავლოვამ დღე უმედლოდ დაასრულა [2]. ორი დღის შემდეგ, დვირზე ასპარეზობაში პავლოვა ისევ მინიმალური, 0.05 ქულით ჩამორჩა მესამეადგილოსან ჩინელ ვეტერან ტანმოვარჯიშე ფეი ჩენს და კვლავ მედლის გარეშე დარჩა.

2008 წლის ნოემბერში შტუტგარტში (გერმანია) ჩატარებულ მსოფლიო თასზე პავლოვამ მოახერხა ბრინჯაოს მედლის აღება ბჯენით ხტომაში, მაგრამ, დვირზე ასპარეზობისას მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო-მყესები გაუწყდა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. „რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ რომ ტანვარჯიშში დაბრუნებას შევძლებ, მაგრამ მთლიანად დარწმუნებული არ ვარ"— განაცხადა მან ინტერვიუში, ტურნირის შემდეგ.[3][4]

2009–2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითქმის 1 წლის შემდეგ, 2009 წლის ნოემბერში პავლოვამ განაახლა ვარჯიში და 2009-2010 წლების სეზონში მხოლოდ ადგილობრივ ტურნირებში მონაწილეობდა, 2011 წელს კი საერთაშორისო ასპარეზზეც გამოჩნდა და ტრნავას თასზე ვერცხლი, ვორონინის თასზე კი-ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა, ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გამძაფრებული კონკურენციის ფონზე, რუსეთის ნაკრებში აღარ გამოხატავდნენ ინტერესს ვეტერანი სპორტსმენის მიმართ, რომელიც ცდილობდა, რომ ტრავმის შემდგომ დაებრუნებინა ძველებური ფორმა. ამის შედეგად, პავლოვა სარეზერვო შემადგენლობაშიც კი არ მიუწვევიათ. 2012 წლის ოლიმპიადისათვის, ნაკრების ხელმძღვანელობა გეგმავდა, რომ ახალი შემადგენლობით აღედგინა პეკინის ოლიმპიადაზე განცდილი მარცხის გამო შელახული რეპუტაცია. თავად პავლოვა თვლიდა, რომ ნაკრებიდან მისი გარიყვის კიდევ ერთი მიზეზი იყო მის მიერ რამდენჯერმე ხმამაღლა გამოთქმული უკმაყოფილება რუსეთის მიმდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო.

2013-2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს პავლოვამ შეთავაზება მიიღო აზერბაიჯანიდან, რის შედეგადაც იგი თავის მწვრთნელთან, დედასთან -— ნატალია პავლოვასთან ერთად აზერბაიჯანში გადავიდა და მისი მოქალაქეობა მიიღო. ნატალია პავლოვა ამავდროულად აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც გახდა[5]. პავლოვასთან ერთად, აზერბაიჯანის ნაკრებს შეუერთდნენ ნკრებს მიღმა დარჩენილი სხვა რუსი სპორტსმენებიც. აზერბაიჯანის მიზანი იყო კონკურენტუნარიანი ნაკრების ყოლა ბაქოს 2015 წლის ევროპული თამაშებისათვის[6].

აზერბაიჯანის ნაკრების შემადგენლობაში, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე პავლოვამ 14.583 ქულით მეორე ადგილი დაიკავა ბჯენით ხტომებში, შვეიცარიელი ჯულია შტაინგრუბერის შემდეგ, რამაც მას ვერცხლის მედალი მოუტანა. ეს მედალი აზერბაიჯანისათვის პირველი იყო ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატზე. პირველადმა წარმატებამ სპორტსმენს იმედი მისცა, რომ გამოვიდოდა 2015 წლის ბაქოს ევროპულ თამაშებზე, მით უფრო, რომ ეს იყო აზერბაიჯანის ნაკრებში მისი მიწვევის მთავარი მიზანი[6], თუმცა, მისი გეგმები ისევ ტრავმამ ჩაშალა. 2015 წლის 15 დეკემბერს, ვორონინის თასზე გამოსვლის შემდეგ, პავლოვამ აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა და შემდგომ სავარაუდო ნაბიჯად დედასთან ერთად სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება დაასახელა[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]