შინაარსზე გადასვლა

ანა ბავარიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ბავარიელი
გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 ივნისი, 1349
მმართ. დასასრული: 2 თებერვალი, 1353
წინამორბედი: ბლანშ დე ვალუა
მემკვიდრე: ანა შვაიდნიცელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 სექტემბერი, 1329
გარდ. თარიღი: 2 თებერვალი, 1353, (23 წლის)
მეუღლე: კარლ IV, საღვთო რომის იმპერატორი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: რუდოლფ II, რაინის პფალცგრაფი
დედა: ანა ტიროლელი
რელიგია: კათოლიციზმი

ანა ბავარიელი, ან პფალცელი (გერმ. Anna von Bayer, ჩეხ. Anna Falcká; დ. 26 სექტემბერი, 1329 — გ. 2 თებერვალი, 1353 ) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი 1349-1353 წლებში როგორც კარლ IV-ის მეორე ცოლი.

ანა ბავარიელი დაიბადა 1329 წლის 26 სექტემბერს. იგი იყო რაინის პფალცგრაფ რუდოლფ II-ისა და მისი პირველი მეუღლის, ანა ტიროლელის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი ბავარიის ჰერცოგ რუდოლფ I-ის შვილიშვილი იყო, რომლის ძმაც, ლუდვიგ IV იყო საღვთო რომის იმპერატორი.

1349 წლის 11 მარტს, ბახარახში ანა დაქორწინდა გერმანიისა და ბოჰემიის მეფე კარლ IV-ზე. ეს ქორწინება კარლისათვის მეორე იყო და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ბლანშ დე ვალუას გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში შედგა.

კარლს თავისი პირველი ცოლისგან მხოლოდ ორი გოგონა დარჩა და მეორედ ვაჟის გაჩენის მიზნით იქორწინა, თუმცა ამაოდ. 1349 წლის 26 ივლისს იგი გერმანიის დედოფლად ეკურთხა, რამდენიმე თვეში კი პრაღაში შედგა მისი ბოჰემიის დედოფლად კორონაციაც.

1350 წელს ანამ ვაჟი გააჩინა, სახელად ვენცელი, მაგრამ იგი ჩვილობაშივე დაიღუპა. ამის შემდეგ ანა აღარ დაორსულებულა და გარდაიცვალა 1353 წლის 2 თებერვალს 23 წლის ასაკში, მეტად საეჭვო ვითარებაში. ამის შემდეგ კარლმა ცოლად ანა შვაიდნიცელი შეირთო, რომელთანაც ერთი ვაჟი და ერთი გოგონა შეეძინა და რომელიც 1362 წელს მშობიარობას გადაჰყვა. ამის შემდეგ, კარლმა მეოთხედ და საბოლოოდ იქორწინა ელიზაბეთ პომერანიელზე, რომელთანაც კიდევ შეეძინა შვილები.

  • Thilo Vogelsang: Anna. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 299