ამრამ მიცნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამრამ მიცნა
ებრ. עמרם מצנע
ამრამ მიცნა ებრ. עמרם מצנע
ისრაელის ავოდას პარტიის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2002 – 2003
წინამორბედიბინიამინ ბენ-ელიზერი
მემკვიდრეშიმონ პერესი

ისრაელის დროშა ისრაელის თავდაცვის ძალებისდაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 1993
წინამორბედიდანი იატომი
მემკვიდრეუზი დაიანი

ისრაელის დროშა ისრაელის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1987 – 1989
წინამორბედიეჰუდ ბარაკი
მემკვიდრეიცხაკ მორდეჰაი

დაბადებული20 თებერვალი, 1945 (76 წლის)
დოვრატი, პალესტინა
პოლიტიკური პარტიაავოდა, ჰათ-ნუა
განათლებაჰარვარდის უნივერსიტეტი
ჰაიფას უნივერსიტეტი

ამრამ მიცნა (ებრ. עמרם מצנע, დ. 20 თებერვალი, 1945) —ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური ნოღვაწე.  ჰაიფას (1993-2003) და იერუჰამის (2005-2010) ყოფილი მერი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2002-2003 წლებში. 2012 წელს იგი შეუერთდა პარტია "ჰა-თნუა"-ს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კიბუც დოვრატში (პალესტინა, ამჟამად ისრაელი), ნაცისტური გერმანიიდან გაქცეული ებრაელი ლტოლვილების ოჯახში ბავშვობაში ოჯახი საცხოვრებლად კირიატ ჰაიმში, შემდეგ ჰაიფაში გადავიდა, სადაც დაამთავრა ჰაიფას სამხედრო ინტერნატი. 1963 წელს დაამთავრა რეალის ებრაული სკოლა და იმავე წელს შეუერთდა ისრაელის თავდაცვის ძალებს (ცაჰალი). იგი მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ჯავშან სატანკო ძალებში,  სარდლობისა და შტაბის კოლეჯში და გენერალური შტაბის ოპერაციების განყოფილებაში, ექვსდღიანი ომისა და იომ ქიპურის ომის დროს ორჯერ დაიჭრა. მიიღო მედალი ომის დროს გაწეული  ღირსეული სამსახურისათვის.[1]

1986 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება და მუშაობდა ოპერატიული სამმართველოს უფროსის თანაშემწედ. 1987 წელს იგი გახდა ცენტრალური სარდლობის მეთაური, ხოლო 1989 წელს დაამთავრა მაღალი რანგის საზოგადო მოღვაწეთათვის განკუთვნილი  პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვეტერჰედის საერთაშორისო საქმეთა ცენტრში და აიღო საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომი. 1990 წელს გახდა ცახალის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ამავე წელს  მიიღო ჰაიფას უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. ისრაელის თავდაცვის ძალებიდან პენსიაზე გავიდა 1993 წელს.

დემობილიზაციის შემდეგ, იგი მაშინვე პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა,  ლეიბორისტული პარტიიდან  თავი წარადგინა ჰაიფას მერის  პოსტზე ამჟამინდელი მერის, არიე გურელის წინააღმდეგ. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მიცნამ ჰაიფაში დაიწყო მასიური მშენებლობის კამპანია. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები დანიშნა მუნიციპალიტეტის ყველა მაღალ თანამდებობაზე.

მიცნა  მერის თანამდებობაზე ხელახლა აირჩიეს 1998 წელს.

2002 წელს მან წამოაყენა თავისი კანდიდატურა "ავოდის" ლიდერის პოზიციაზე და 19 ნოემბერს გაიმარჯვა არჩევნებში ხმების 54% -ით.

ლეიბორისტულ პარტიაში მისმა სწრაფმა წინსვლამ ქნესეთის წევრობისა და მინისტრის პორტფელის გვერდის ავლით, მიცნას პარტიული კოლეგების უკმაყოფილება და შეცბუნება გამოიწვია.

2003 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, მიცნამ წამოაყენა წინადადება ეწარმოებინათ   მოლაპარაკებები პალესტინის მთავრობასთან, მაგრამ თუ კონსენსუსი არ იქნებოდა მიღწეული,  განეხორციელებინათ  ღაზას სექტორიდან ყველა ებრაული დასახლების ევაკუაციის პროგრამა და საბოლოოდ დაედგინათ  საზღვრები. მისი პოზიცია გააკრიტიკა ლიკუდის ლიდერმა არიელ შარონმა, თუმცა მოგვიანებით მან იგი ნაწილობრივ განახორციელა, როგორც ცალმხრივი გათიშვის  გეგმა.

მიცნას  და მისი პროგრამის არაპოპულარობამ გამოიწვია არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის წაგება, რომლის წარმომადგენლობა  26 – დან  19 – მდე შემცირდა.

პარტიის წარუმატებლობა სწრაფად აისახა ლიდერის იმიჯზე.  მიცნამ ვერ გაუძლო  უფრო გამოცდილ პოლიტიკოსებთან კონკურენციას და ექვსი თვის შემდეგ გადადგა პარტიის ლიდერის პოსტიდან. ის შეცვალა შიმონ პერესმა.

2005 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა მინისტრმა მიცნა დაინიშნა სამხრეთ ნეგევის რეგიონის ქალაქ იერუამის მერის მოვალეობის შემსრულებლად, მას შემდეგ, რაც არჩეული მერი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა არაკომპეტენტურობის გამო.  ვინაიდან  წარუმატებლობის შემდეგ  მიცნას გაუჭირდა ქნესეთში თავისი ადგილის პოვნა, როდესაც მას შესთავაზეს  ახალი პოსტი, უყოყმანოდ დათანხმდა, ქნესეთი დატოვა და შემოთავაზებული თანამდებობა დაიკავა.[2]

2008 წლის აპრილსა და 2009 წლის ივნისში მიცნამ ხელი მოაწერა წერილებს აშშ-ს ახლად შექმნილი სამშვიდობო ლობისტური ჯგუფ J Street- ის მხარდასაჭერად.[3]

კადიმას ფრაქციის დაშლისა და ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ჰა-თნუას“ (ებრ. התנועה - "მოძრაობა") ჩამოყალიბების შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობს ციპი ლივნი, მიცნა შეუერთდა  ახალ პარტიას და ქნესეთის მე -19 არჩევნებში პარტიულ სიაში მეორე ნომრად დასახელდა, საბოლოოდ  "ჰა-თნუას „ ექვს დეპუტატთან ერთად მოხვდა ქნესეთში. [4][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. An unlikely dove The Guardian, 4 October 2002
  2. Livni's Hatnuah disintegrating as Mitzna quits, Sheetrit expected to follow Haaretz, 25 December 2014
  3. Letter of support from prominent Israelis Archived from the original on July 4, 2010. Retrieved December 21, 2010.
  4. Amram Mitza joins Livni's new party Ynetnews, December 1, 2012
  5. Asher Schechter (March 3, 2013). "The would-be Israeli prime minister: Amram Mitzna's tragic mediocrity". Haaretz. Retrieved August 2, 2013.