განხილვა:ამაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მართლმადიდებლობა - (ძვ.ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“, ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, როგორც ის ჩამოყალიბდა მწვალებლებთან ბრძოლაში შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787), სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები. მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.