ალუვიური ნიადაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალუვიური ნიადაგის ჭრილი

ალუვიური ნიადაგიმდინარის აკუმულაციური მოქმედებით წარმოქმნილი ნიადაგი. განეკუთვნება აზონალური ნიადაგების ჯგუფს (იხ. ნიადაგის კლასიფიკაცია).ალუვიური ნიადაგი გვხვდება ყველა ლანდშაფტურ ზონაში, სხვადასხვა სისქისა და განსხვავებული გრანულომეტრიული შედგენილობისაა; სხვადასხვა რაოდენობით შეიცავს კირს, ჰუმუსსა და საკვებ ელემენტებს; მეტ-ნაკლებად ხირხატიანია, ახასიათებს სუსტად დიფერენცირებული ჰორიზონტები და შრიანობა. საქართველოში ალუვიური ნიადაგების საკმაოდ დიდი მასივები გვხვდება კოლხეთის დაბლობზე, ქართლისა და კახეთის ვაკეებზე. განასხვავებენ მცირე სისქის ძლიერ ხირხატიან, საშუალო და დიდი სისქის, უკარბონატო, კარბონატულ, თიხიან-მტვრიან, ძლიერ კარბონატულ („ლამი“), დაჭაობებულ, გაეწრებულ, ჭალის ტყისა და სხვა ალუვიური ნიადაგს. აღმოსავლეთ საქართველოში ალუვიურ ნიადაგს უმეტესად იყენებენ ხორბლეულის, ხეხილის, ვაზისა და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებისათვის; დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ სიმინდი და ბოსტნეული კულტურები, უკარბონატო ალუვიურ ნიადაგზე კი გაშენებულია ჩაი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965.