ბაღჩეული კულტურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაღჩეული კულტურებიმცენარეთა ჯგუფი გოგრისებრთა ოჯახისა (საზამთრო, ნესვი, გოგრა). მცენარეები გართხმული ან მცოცავია. მათ სამშობლოდ ითვლება აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნები. ბაღჩეული კულტურები სითბომოყვარული და გვალვაგამძლეა. ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი აქვს. კარგად ხარობს ყამირსა და ნასვენ მიწებზე, აგრეთვე მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე. კულტივირებულია უმთავრესად ჩრდილოეთის განედი 50°-სა და სამხრეთის განედი 35°-ს შორის მდებარე რაიონებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.