შინაარსზე გადასვლა

ალუბლის ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალუბლის ბაღი
ჟანრი პიესა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1903
გამოცემულია 1904

ალუბლის ბაღი (რუს. Вишнёвый сад) — ანტონ ჩეხოვის ლირიკული პიესა ოთხ მოქმედებად, რომლის ჟანრიც თავად ავტორმა განსაზღვრა როგორც კომედია. პიესა 1903 წელს დაიწერა და პირველად 1904 წელს გამოქვეყნდა. პირველი დადგმა 1904 წლის 17 იანვარს მოსკოვის სამხატვრო თეატრში შედგა. ის ჩეხოვის იმ დროს დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული პიესაა.

  • ლიუბოვ ანდრეევნა რანევსკაია — მემამულე
  • ანია — მისი ქალიშვილი, 17 წლის
  • ვარია — მისი აყვანილი ქალიშვილი, 24 წლის
  • ლეონიდ ანდრეევიჩ გაევი — რანევსკაიას ძმა
  • ერმოლაი ალექსეევიჩ ლოპახინი — ვაჭარი
  • პიოტრ სერგეევიჩ ტროფიმოვი — სტუდენტი
  • ბორის ბორისოვიჩ სიმეონოვ-პიშჩიკი — მემამულე
  • შარლოტა ივანოვნა — აღმზრდელი
  • სემიონ პანტელეევიჩ ეპიხოდოვი — კანტორის მოსამსახურე
  • დუნიაშა — მოახლე
  • ფირსი — ლაქია, 87 წლის მოხუცი
  • იაშა — ახალგაზრდა ლაქია
  • ნასვამი გამვლელი
  • სადგური მეთაური
  • ფოტის ჩინოვნიკი
  • სტუმრები
  • მოახლე

თეატრალური დადგმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დადგმა მოსკოვის სამხატვრო თეატრში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როლებში:

სტანისლავსკი გაევის როლში
  • ოლგა კნიპერ-ჩეხოვა — რანევსკაია
  • მარია ლილინა — ანია. თავად ჩეხოვი ამ როლს დიდ მნიშნვნელობას არ ანიჭებდა. ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთვის გაგზავნილ წერილში ის წერდა: „ანიას როლის თამაში ნებისმიერს შეუძლია, თუნდაც სრულიად უცნობ მსახიობსაც კი, მთავარია ახალგაზრდა იყოს, გოგონას ჰგავდეს და ახალგაზრდულად, ლაპარაკობდეს წკრიალა ხმით“[2].
  • მარია ანდრეევა — ვარია
  • კონსტანტინე სტანისკავსკი — გაევი. ჩეხოვი კონსტანტინე სტანისკავსკის ხედავდა როგორც გაევის[3], ისე ლოპახინის როლში, თავად კონსტანტინე სტანისკავსკიც არ იყო ლოპახინის როლის შესრულებს წინააღმდეგი, მაგრამ, იმის გამო, რომ უბრალო ადამიანების როლის თამაში უფრო ცუდად გამოსდიოდა, გაევის როლი ამჯობინა[2].
  • ლეონიდ ლეონიდოვი — ლოპახინი. ლოპახინის როლი — ცენტრალურია პიესაში, სწორედ ამიტომ იყო დრამატურგი შეშფოთებული, თუ ვინ ითამაშებდა ლოპახინის როლს იმ შემთხვევაში, თუ კონსტანტინე სტანისკავსკი გაევის როლს ამჯობინებდა: „სტანისლავსკი ძალიან კარგი და ორიგინალური გაევი იქნება, მაგრამ მაშინ ვინ ითამაშებს ლოპახინის როლს? ლოპახინის როლი რომ ცენტრალურია. თუ მისი სათანადოდ შესრულება არ გამოვა, მაშინ პიესაც ჩავარდება. ლოპახინი არ უნდა ითამაშოს მყვირალმა, არ არის აუცილებელი, რომ ნამდვილად ვაჭარი იყოს“[4].
  • ვასილი კაჩალოვი — ტროფიმოვი
  • ვლადიმერ გრიბუნინი — სიმეონოვ-პიშჩიკი
  • ელენა მურატოვა — შარლოტა ივანოვნა იმავე წერილში: „პომიალოვას რა ტქმა უნდა არ უნდა მივცეთ, შესაძლოა მურატოვა იყოს კარგი, მაგრამ სასაცილო არა. ეს ქალბატონი კნიპერის როლია“[2].
  • ივანე მოსკვინი — ეპიხოდოვი
  • სოფია ხალიუტინა — დუნიაშა
  • ალექსანდრე არტემი — ფირსი. ავტორის წერილში ფირსის გასწვრივ მოკლე და კონკრეტული ჩანაწერია — არტემი[2].
  • ნიკოლაი ალექსანდროვი — იაშა[5].


რუსეთის გასაბჭოებამდე დადგმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სპექტაკლის აფიშა კიევში

და სხვა თეატრები

პიესის შემსრულებელებს შორის იყვნენ: გაევი — ვასილი დალმატოვი, რანევსკაია — ვერა მიჩურინა-სამოილოვა, ლოპახინი — ნიკოლაი ხოდოტოვი, სიმეონოვ-პიშჩიკი — კონსტანტინე ვარლამოვი.

სომხური (ა. ტერ-ავანიანი), აზერბაიჯანული (ნიგიარი), ქართული (შალვა დადიანი), უკრაინული (პ. პანჩი), ესტონური (ე. რაუდსეპი), მოლდავური (რ. პორტნოვი), თათრული (ი. გაზი), ჩუვაშური (ვ. ალაგერი), ალტაური (ნ. კუჩიიაკი), ივრითი (რივკა მეშულახი) და სხვ.

ითარგმნა და გამოიცა შემდეგ ენებზე: გერმანული (მიუნხენი — 1912 და 1919, ბერლინი — 1918), ინგლისური (ლონდონი — 1912, 1923, 1924, 1927, ნიუ-იორკი, 1922, 1926, 1929 და ნიუ-ჰეივენი — 1908), ფრანგული (1922), ჩინური (1921), ჰინდი (1958), ინდოენზიური (რ. ტინასი 1972-ში) და სხვ.

  • Сборник товарищества «Знание» за 1903 г., кн. 2-я, СПБ, 1904.
  • Первое отдельное изд. — А. Ф. Маркса, СПБ. [1904].
  • ნიკოლოზ ეფროსი „ალუბლის ბაღი“. Пьеса А. П. Чехова в постановке Моск. Худож. театра. — Пг., 1919.
  • იოსებ იუზოვსკი სპექტაკლები და პიესები. — М., 1935. С. 298—309.
  • Г. П. Бердников РАЗДУМИЯ О ВЫСШЕЙ ПРАВДЕ
  • პიესა „ალუბლის ბაღი“ კრიტიკაში
  • ალექსანდრე რევიაკინი, „Вишевый сад“ А.П. Чехова, М.: Учпедгиз, 1960. — გვ. 256.
  • ემა პოლოცკაია, „Вишевый сад“: жизнь во времени, М.: Наука, 2004. — გვ. 381, 1000 ეგზ., ISBN 5-02-033217-8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ревякин 1960.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Чехов — Вл. И. Немировичу-Данченко, 2 ноября 1903 г. Ялта. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2017-06-07.
  3. გაევი და ლოპახინი — ეს როლები აირჩიოს და მოსინჯოს კონსტანტინ სერგეევიჩმა. თუკი ის ლოპახინს აირჩევს და ეს როლი გამოუვა, მაშინ პიესას უდიდესი წარმატება ექნება.
  4. Чехов — О. Л. Книппер-Чеховой, 30 октября 1903 г. Ялта. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2017-06-07.
  5. ჩეხოვი: „იაშა. თუ ეს ალექსანდროვი რომელზედაც წერ, ისაა რომელიც თქვენთან რეჟისორის დამხმარედ მუშაობს, მაშინ აიღოს იაშა. მოსკვინი შესანიშნავი იაშა იქნებოდა. არც ლეონიდოვის საწინააღმდეგო მაქვს რამე“.