ვერა პოპოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერა პოპოვა
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1867(1867-09-17)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 25 აპრილი, 1896(1896-04-25) (28 წლის)
გარდ. ადგილი იჟევსკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ბესტუჟევის კურსები
ალმა-მატერი ბესტუჟევის კურსები და ჟენევის უნივერსიტეტი
მეუღლე Yakov Popov

ვერა პოპოვა (ქალიშვილობაში ბოგდანოვსკაია ; ( 1867 - 1896 ) — ქიმიის დოქტორი, ცნობილი რუსი ქირურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის პროფესორ ე. ბოგდანოვსკის ქალიშვილი. ერთ-ერთი პირველი რუსი ქალი ქიმიკოსი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 17 (29) სექტემბერს; ევსტაფ და მარია ბოგდანოვსკების ოჯახში.

განათლება მიიღო სანკტ-პეტერბურგის სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1883 წელს. შემდეგ, 1883-1887 წლებში სწავლა გააგრძელა ქალთა უმაღლესი (ბესტუჟევის) კურსების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ჟენევის უნივერსიტეტში სწავლობდა ქიმიას, სადაც 1892 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ქიმიაში ( დისერტაციის თემა:"კვლევა დიბენზილ კეტონზე", 1892). 1890 ნლიდან იგი იყო ქიმიის მასწავლებელი ნოვო -ალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და სატყეო ინსტიტუტში, ხოლო 1892 წლიდან 1894 წლამდე კითხულობდა ლექციებს სტერეოქიმიაზე ქალთა უმაღლეს კურსებზე.[2]

1895 წლის შემოდგომაზე იგი ცოლად გაჰყვა მასზე ასაკით გაცილებით უფროს გენერალ-ლეიტენანტ ი. პოპოვს. მისი დიდგვაროვანი მეუღლე სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სანკტ-პეტერბურგის ვაზნების ქარხანაში, ხოლო დაქორწინებამდე ერთი წლით ადრე დაინიშნა იჟევსკის იარაღისა და ფოლადის ქარხნების უფროსად. იმავე შემოდგომაზე მან და მისმა მეუღლემ დატოვეს პეტერბურგი და დასახლდნენ ვიატკას პროვინციაში იჟევსკის ქარხნებში. ვერამ სახლში მოაწყო ქიმიური ლაბორატორია და გარდა ამისა, მუშაობდა ქარხანაში.[3]

1896 წელს, ლაბორატორიაში მუშაობისას, მკვლევარი ცდილობდა ჩაეტარებინა რეაქცია თეთრ ფოსფორსა და ჰიდროციანმჟავას შორის. ორი ნივთიერების შემცველი ამპულა აფეთქდა და ვერა გარდაიცვალა ოთხი საათის შემდეგ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დაზიანებებისა და ფოსფორისჰიდრიდის (ფოსფიდის) მოწამვლისგან 28 წლის ასაკში. დაკრძალვის ცერემონია გაიმართა ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში. შემდეგ კი ქმარმა ცოლის ცხედარი ჩერნიგოვის პროვინციაში მდებარე საოჯახო მამულში (სოსნიცკის რაიონი, სოფელი შაბალინოვი) დაკრძალა. საძვალე, სადაც ვერა ბოგდანოვსკაია-პოპოვა დაკრძალეს (ცხედარი განადგურდა საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში), ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია, ხოლო ძეგლი, რომელიც მას ამშვენებდა, მოთავსებულია სოსნიცას მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერა პოპოვას მნიშვნელოვანი პატივი მიაგეს რუსეთის ფიზიკური და ქიმიური საზოგადოების ჟურნალში. შედარებით მოკლე ნეკროლოგი გამოჩნდა ჟურნალში Nature -შა და მოკლე ცნობა ამერიკულ ჟურნალში Science. ქიმიკოს ვლადიმერ იპატიევის ერთ სტატიაში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა მოწამლულიყო ექსპერიმენტის შედეგად ან თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მაგრამ ამ მოსაზრებამ ვერ პოვა მხარდაჭერა.

ვერა პოპოვას ადრეულმა გარდაცვალებამ მის მეუღლეს უბიძგა ცოლის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად შეექმნა ფონდი, რომელიც სტუდენტ გოგონებს დაეხმარებოდა. ასევე ვერას პორტრეტი დაკიდეს კოლეჯში, სადაც ის სწავლობდა.

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერა პოპოვა დაკავებული იყო კეტონის ნაერთების ქიმიური შესწავლით. თავის სადოქტორო დისერტაციაში მან აჩვენა, რომ დიბენზილ კეტონი, ტუტე გარემოსა და ჰაერის ნაკადში გათბობის დროს, იერთებს ჟანგბადს და წარმოქმნის გარკვეული რაოდენობის ბენზოის მჟავას და ამით დაადგინა, რომ არსებობს კეტონები, რომლებსაც ალდეჰიდების მსგავსად შეუძლიათ მჟავებად გარდაქმნა მოლეკულის დაშლის გარეშე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gustavsona, G. (1897). "A few words about Vera Estaf'evna Bogdanovskaia". Journal of the Russian Physical Chemical Society. 29: 147–151.
  2. Anne C. Hughes, "Vera Evstaf'evna Bogdanovskaia," in Marilyn Ogilvie, Joy Harvey, and Margaret Rossiter (eds.), Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives from Ancient Times to the Mid-Twentieth Century. New York: Routledge, 2014; pg. 153.
  3. Rulev, Alexander Yu.; Voronkov, Mikhail G. (2013). "Women in chemistry: a life devoted to science". New Journal of Chemistry. 37 (12): 3826. doi:10.1039/C3NJ00718A.