შინაარსზე გადასვლა

ალტას კლდის მხატვრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალტას კლდის მხატვრობა
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა და cultural heritage preservation in Norway
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ნორვეგიის დროშა ნორვეგია | ქვეყნის დროშა2 | name = ნორვეგიის დროშა ნორვეგია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 352
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 352
ინგლ.რუს.ფრ.

ალტას კლდის მხატვრობა დაბა ალტასთან მდებარე კლდეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გახდა ცნობილი. ალტა ფინმარკის მხარეში, ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარეობს. 1972 წელს პირველი ნახატის, უფრო სწორად კი, პირველი პეტროგლიფის აღმოჩენის შემდეგ, 5000-ზე მეტი ნიმუშია ნაპოვნი. ალტადან 4 კილომეტრში, Jiepmaluokta-სთან 3000 პერსონალური ამონაკვეთია დათვლილი, ამიტომ, ეს ადგილი ღია მუზეუმად არის გამოცხადებული. ალტას მხატვრობის ნიმუშები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1985 წელს შეიტანა.

ამ მიდამოებში პირველი ნახატების გაჩენა ძვ. წელთ აღ-ით 4200 წლით თარიღდება. უახლესი პეტროგლიფები კი ქრისტეშობამდე 500 წელს არის შექმნილი, თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ ნიმუშების შექმნა ჩვენი წელთა აღ-ით კიდევ ხუთი საუკუნე გაგრძელდა. სურათ-ხატების დიდი ნაწილი მათ შემქმნელთა ნადირობა-შემგროვებლობის სცენებს ასახავს, სადაც ნათლად იკვეთება ქურუმების არსებობა და რელიგიური რიტუალების გამართვის იმდროინდელი ფორმები. დახატულ ცხოველთა შორის, დათვი ლიდერობს.

ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ალტას კლდის მხატვრობა საამებს, ანუ თანამედროვე ლაპლანდიელებს ეკუთვნის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]