შინაარსზე გადასვლა

ბრიუგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრიუგენი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ნორვეგიის დროშა ნორვეგია | ქვეყნის დროშა2 | name = ნორვეგიის დროშა ნორვეგია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 59
Map
http://www.stiftelsenbryggen.no
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 59
ინგლ.რუს.ფრ.

ნავმისადგომი ბრიუგენი (ნორვ.Bryggen) - ასევე ცნობილია, როგორც Tyskebryggen) სავაჭრო ნაგებობათა კომპლექსი, განლაგებულია ფიორდის აღმოსავლეთ ნაპირზე, ბერგენთან ახლოს, ნორვეგიაში. 1979 წელს ბრიუგენის ნავმისადგომი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. ბრიუგენის სახელი ფლამანდიური ბრიუგედან მომდინარეობს.

ქალაქი ბერგენი 1070 წელს დაარსდა. 1360 წელს ბერგენში ჰანზის კავშირის წარმომადგენლობა (კანტორა) შეიქმნა. მას მერე ქალაქი მსხვილ სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბდა. ადმინისტრაციულ შენობებში კლერკები იყვნენ მოთავსებულნი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან. საწყობებში აუარებელი საქონელი ეწყო, ძირითადად, თევზეული ჩრდილოეთ ნორვეგიიდან და ხორბლეული სამხრეთ ევროპიდან.

ბერგენი თავისი არსებობის მანძილზე არაერთხელ გამხდარა ხანძრის მსხვერპლი, რადგან ქალაქში ტრადიციულად სახლების უმეტესობა ხის მასალით იყო აშენებული. ხისგან იყო დამზადებული ნავმისადგომიც. დღეისათვის, შენობათა უმეტესობა 1702 წლამდეა აშენებული. ბერგენის დანარჩენი ნაწილი შედარებით "ახალგაზრდაა", მაგრამ იქვეა მე-15 საუკუნით დათარიღებული ქვის სარდაფებიც.

ნავმისადგომის ნაწილი 1955 წლის ხანძარს ემსხვერპლა. მოგვიანებით მის ადგილას ბრიუგენის მუზეუმი ააშენეს, რომელიც არქეოლოგიური ძეგლებისგან და ძველისძველი ხის სახლებისაგნ შედგება. სწორედ ეს ექვსი სახლია ქვემოთ, პანორამულ გამოსახულებაზე.

დღესდღეობით ბრიუგენის ნავმისადგომში უამრავი ტურისტული და სუვენირების მაღაზიაა გახსნილი. გარდა ამისა რესტორნები, კაფეები და მუზეუმებია ამ ტერიტორიაზე თავმოყრილი. 1955 წლის ხანძარს გადარჩენილი 58 შენობიდან უმეტესობა დღეს მხატვართა სახელოსნოებად არის ქცეული.

Short video of a walk through Bryggen
Panoramic view of Bryggen
Panoramic view of Bryggen

კოორდინატები: 60°23′51″ ჩ. გ. 5°19′24″ ა. გ. / 60.39750° ჩ. გ. 5.32333° ა. გ. / 60.39750; 5.32333

  1. https://www.riksantikvaren.no/Ansvarsomraader/Verdensarv