რიუკან-ნუტოდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიუკან-ნუტოდენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Furnace House A Notodden.jpg
ქვეყანა ნორვეგია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
კოორდინატები 59°52′43″ ჩ. გ. 8°35′37″ ა. გ. / 59.87861° ჩ. გ. 8.59361° ა. გ. / 59.87861; 8.59361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2015  (39-ე სესია)
ნომერი 1486
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1486
რუს.ინგლ.ფრ.

რიუკან-ნუტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობის ძეგლიმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ტელემარკის საგრაფოში, ნორვეგია. შეიქმნა მდინარე ედალსვატნეთის გარშემო არსებული სამრეწველო ლანდშაფტის დაცვის მიზნით. ლანდშაფტი მდებარეობს ნორვეგიული კომპანიის — „Norsk Hydro“-ს მიერ აშენებულ ქარხანასთან, ატმოსფერული აზოტისგან სასუქის წარმოსაქმნელად. კომპლექსი ასევე მოიცავს ჰიდროელექტრულ ჰესებს, სატრანსპორტო სისტემებს (მათ შორის, რკინიგზას), გადამცემ ხაზებს, ქარხნებს, დასაქმებული პერსონალის საცხოვრებელს და სოციალურ ინსტიტუტებს ნუტოდენსა და რიუკანში[1].

2009 წლის 19 ივნისს, იგი ოდა-ტისადელის სამრეწველო მემკვიდრეობის ძეგლთან ერთად დროებით შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, ხოლო 2015 წლის 5 ივლისს, 39-ე სესიაზე, რიუკან-ნუტოდენი ii და iv კრიტერიუმების მიხედვით მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900-იან წლებში, ნორვეგიამ სწრაფი განვითარება განიცადა იაფი ჰიდროელექტროენერგიის ხელმისაწვდომით. კრისტიან ბირკელანდმა განავითარა ჰაერიდან აზოტის მოპოვების მეთოდი, რომელიც 1907 წელს, თავდაპირველი მცდელობის შემდეგ არსებულ ტექნოლოგიებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა. აზოტი სასუქის დასამზადებლად იყო საჭირო. განახლებადი ენერგიისა და ალუმინის კომპანია „Norsk Hydro“ 1905 წელს დაარსდა, რის შემდეგაც, აღმოსავლეთ ტელემარკში ინდუსტრიის განვითარება დაიწყო. სასუქის დასამზადებლად, საჭირო იყო ქარხნების, ელექტროსადგურების, დასაქმებული პერსონალის ინფრასტრუქტურის და ექსპორტის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობების აშენება. მშენებლობის დასაწყისში, 1907 წელს, მათ ელექტროენერგიას აწვდიდა მსოფლიოში სიდიდით მეორე და ამავდროულად ევროპის უდიდესი სველგფოსის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს. შემდგომ, ორი სხვა სადგური აშენდა:

  • ვემორკი — აშენდა რიუკანში არსებულ ჩანჩქერთან ახლოს. 1911 წელს, იგი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი ელექტროსადგური იყო. სადგურის თავდაპირველი კონსტრუქცია დაინგრა, მაგრამ ამჟამად იგი მოქმედია[2];
  • საჰეიმის ჰიდროელექტროსადგური — ამოქმედდა 1915 წელს, რიუკანში. შენობა შემორჩენილია, მაგრამ სადგური არ ფუნქციონირებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rjukan–Notodden Industrial Heritage Site. UNESCO (5 July 2015). წაკითხვის თარიღი: 5 July 2015.
  2. Hydro's origins have become a World Heritage Site. Norsk Hydro (5 July 2015). წაკითხვის თარიღი: 6 July 2015.