ალორ-სეტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ალორ-სეტარი
დროშა

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 6°07′00″ ჩ. გ. 100°22′00″ ა. გ. / 6.11667° ჩ. გ. 100.36667° ა. გ. / 6.11667; 100.36667
დაარსდა 1735
ფართობი 160 კმ²
მოსახლეობა 217 000 (2009)
სასაათო სარტყელი Time in Malaysia
საფოსტო ინდექსი 05000–05999
ოფიციალური საიტი http://www.mbas.gov.my/
ალორ-სეტარი — მალაიზია
ალორ-სეტარი

ალორ-სეტარი (ჯავი: الور ستار) — კედაჰის შტატის დედაქალაქი. იგი სიდიდთ მეორე ქალაქია შტატის მასშტაბით, სუნგაი-პეტანის შემდეგ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე. ქალაქში მდებარეობს მალაიზიის მესამე უმაღლესი სატელეკომუნიკაციო კოშკი ალორ-სეტარის კოშკი.ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე

ალორ-სეტარი მალაიზიიდან ტაილანდისკენ მთავარ სამოგზაურო დერეფანში მდებარეობს, რამაც მალაკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქის მთავარ სატრანსპორტო კერად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ალორ-სეტარი ქვეყნის უგრძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთანაა გაშლილი, რომელიც კუალა-ლუმპურიდან 430 კმ-ის დაშორებით, ხოლო ჯოჯთაუნიდან 79 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. ტაილანდიდან ალორ-სეტარამდე მიღწევა პადანგ-ბესარი-სადაოს მაგისტრალის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც სადაოდან 51.8 კმ-ის, ხოლო ატ-იაიდან 106 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ქალაქი 1785 წელს დაარსდა კოტა-სეტარის სახელწოდებით. ალორ-სეტარი დიდი ხნის მანძილზე ატარებდა კედაჰის შტატის დედაქალაქის სტატუსს და კედაჰელი მალაიელების კულტურული ცენტრია. ქალაქი ბრიტანეთის მალაიის სატრანსპორტო ისტორიის პიონერიცაა. 1915 წელს სარკინიგზო სადგური გაიხსნა, ხოლო 1929 წელს ― აეროპორტი.

ალორ-სეტარში მდებარეობს შტატის ცენტრალური ადმინისტრაციული ცენტრი და კოტა-სეტარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. დღეისთვის ქალაქის ფართობი 666 კმ²-ია. 2020 წლის აღწერის მიხედვით, ალორ-სეტარის მოსახელეობა 400 000 ადამიანს აჭარბებს. ადგილობრივი მმართველობის დონეზე ქალაქს ალორ-სეტარის საქალაქო საბჭო მართავს.[1]

ალორ-სეტარში ინდონეზიის ორი პრემიერ-მინისტრი დაიბადა: ტუნკუ აბდულ რაჰმანი ― დამოუკიდებელი მალაიის ფედერაციის პირველი პრემიერ-მინისტრი და მალაიზიის პრეზიდენტი 1962-1986 წლებში[2] და მაჰათჰირ მოჰამადი ― პრემიერ-მინისტრი 1981-2003 და 2018-2020 წლებში.[3]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სახელწოდება ორი მალაიური სიტყვიდან წარმოდგება: ალორ („პატარა ორთქლი“) და სეტარ (ქლიავისებრი მანგო, იგივე განდარია).[4]

2003 წლის 21 დეკემბერს ქალაქს სახელი გადაერქვა და ალორ-სტარი ეწოდა. 2009 წლის 15 იანვარს ქალაქს ძველი სახელწოდება დაუბრუნდა.[5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერიანგი ― ალორ-სეტარის უმაღლესი წერტილი

ალორ-სეტარი ნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, მალაკის სრუტის კიდეში, რომელიც მალაიზიას ინდონეზიისგან გამოყოფს. ქალაქი კოტა-სეტარის რაიონში მდებარეობს და კუბანგ-პასუს, პოკოკ-სენასა და პენდანგის რაიონები ესაზღვრება.

მეზობელი რაიონის, პოკოკ-სენას ჩათვლით, რომელიც ალორ-სეტარის საქალაქო საბჭოს იურისდიქციის ქვეშაა, ქალაქის ფართობი 666 კმ²-ია.[6][7] ალორ-სეტარი მნიშვნელოვანი სამდინარო სისტემებითაა შემოსაზღვრული, როგორებიცაა: კედაჰი, ლანგარი, ტაჯარი, ანაკ-ბუკიტი, ალორ-მალაი და ალორ-მერაჰი. ქალაქის უმაღლესი წერტილია კერიანგის მთა, რომლის სიმაღლეც 217.9 მეტრია. მთაში კარსტული მღვიმეები და კალციტის კრისტალების ჟეოდებია.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ალორ-სეტარი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდეაბრეობს. ქალაქში ხანგრძლივი წვიმების სეზონია. როგოროც ამ კლიმატის მქონე არაერთი რეგიონისთვისაა დამახასიათებელი, ალორ-სეტარში ნალექიანობა მშრალი სეზონის დროსაც ფიქსირდება. ტემპერატურა შედარებით მუდმივია მთელი წლის მანძილზე. საშუალო მაღალი ტემპერატურა 32 °C-ია, ხოლო საშუალო დაბალი ტემპერატურა ― 23 °C. საშიალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 300 მმ-ია.

ჰავის მონაცემები — Alor Setar (1971-2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 32.9 34.3 34.5 33.7 32.5 31.9 31.6 31.6 31.3 31.4 31.4 31.4 32.4
საშუალო დღიური °C 27.5 28.4 28.8 28.9 28.5 28.0 27.6 27.6 27.4 27.5 27.4 27.1 27.9
საშუალო დაბალი °C 22.0 22.5 23.1 24.0 24.4 24.1 23.6 23.6 23.5 23.6 23.4 22.8 23.4
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 19.1 61.1 112.9 192.5 225.6 137.4 183.6 203.4 282.0 283.3 205.9 83.7 1 990,5
წვიმიანი დღეები საშუალოდ 2 4 8 12 14 11 13 14 17 18 15 7 135
წყარო: WMO [9]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასჯიდ ზაჰირი ― კედაჰის შტატის მეჩეთი, ალორ-სეტარის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და რელიგიური ძეგლი

2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 357 176 ადამიანს შეადგენდა. 2010 წლის მონაცემების მიხედვით, ქალაქის 262 072 (73.3%) მკვიდრი მალაიელი იყო. მათი დიდი ნაწილი კედაჰელ მალაიელებს მიეკუთვნება. ალორ-სეტარელი ჩინელები ქალაქის მოსახლეობის 21.9%-ს (78 542 მკვიდრი) შეადგენდნენ. ადგილობრივი ჩინური თემი მეტწილად ჰოკიენზე საუბრობს. სხვა ეთნოსებს შორის არიან: ინდიელები (მეტწილად ტამილები) ― 8 298 (2.3%), ბუმიპუტერები ― 610 (0.1%) და სხვა ეთნოსები (მეტწილად სიამები) ― 1 253 (0.3%). ადგილობრივი მოსახლეობის 1.8% (6 446 ადამიანი) არამალაიელი იყო.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა კედაჰურ მალაიურზე საუბროობს,[10] რომელიც ლინგვა ფრანკას როლს ასრულებს. ფართოდ გამოიყენება სტანდარტული მალაიური (ზოგჯერ ჯოჰოჰ-რიაუს მალაიური დიალექტი), ინგლისური და მანგლისური (მალაიურისა და ინგლისურის ნაზავი).

ჩინელები, ალორ-სეტარის მეორე უდიდესი თემი, მეტწილად ჰოკიენზე საუბრობენ. ადგილობრივ ჩინელებს შორის არიან მანდარინსა და კანტონურზე მოსაუბრეებიც.[11] სხვა ენებს შორის აღსანიშნავია: ტამილური, რომელზეც ალორ-სეტარში მცხოვრები ინდოელები საუბრობენ და სამხრეთ თაი, რომელზეც კედაჰელი სიამები საუბრობენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Message from Mayor ms (2015-08-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 2020-12-24
  2. Tunku Abdul Rahman Putra Alhaj | Prime Minister of Malaysia en. ციტირების თარიღი: 2020-12-23
  3. Mahathir bin Mohamad | Facts & Biography en. ციტირების თარიღი: 2020-12-23
  4. 15/01/2009, Alor Star kembali ke Alor Setar, © Utusan Melayu (M) Bhd.
  5. Majid, Embun. (15 January 2009) Archives | The Star Online. Thestar.com.my. ციტირების თარიღი: 27 September 2013
  6. „Info Alor Setar“. Portal Rasmi Majlis Bandaraya Alor Setar (MBAS) (მალაიური). 2015-10-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 August 2018. ციტირების თარიღი: 2018-07-02.
  7. Chow, Melissa Darlyne (13 October 2015). „Alor Star a rising star“. New Straits Times.
  8. Gunung Keriang Recreational Park.
  9. World Weather Information Service. WMO. ციტირების თარიღი: 3 July 2023
  10. Perbezaan Loghat Kedah Mengikut Kawasan (23 November 2018).
  11. Alor Setar – A city that's often overlooked.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]