ალი ისაევ-ავარსკი
ალი ისაევ-ავარსკი (დ. 29 დეკემბერი, 1936, აული ობოხი, გუნიბის რაიონი, დაღესტანი — გ. 28 სექტემბერი, 2025, თბილისი, საქართველო) — კინომსახიობი, პოეტი, რეჟისორი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1985), თბილისის საპატიო მოქალაქე (2008).
1974 წელს დაამთავრა კინოსტუდია „ქართული ფილმთან“ არსებული კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ელდარ შენგელაია და რევაზ ჩხეიძე).
განსახიერებული აქვს „ქართული ფილმი“-სა და საზღვარგარეთის კინოსტუდიების მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმებში მრავალი ეკრანული სახე.
იყო საქართველოს კინო-აკადემიის და მწერალთა კავშირების წევრი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1970 : „დიდოსტატის მარჯვენა“
- 1973 : „ქორწილი“
- 1973 : „ლევან ხიდაშელი“
- 1974 : „საჰაერო ხიდი“
- 1975 : „გაქცევა გათენებისას“
- 1975 : „კოლხური ბალადა”
- 1975 : „კავკასიელი ტყვე”
- 1979 : „მიზანი”
- 1980 : „მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი)“
- 1980 : „თბილისი, პარიზი, თბილისი“
- 1981 : წითელი ვაშლების ხანა“
- 1978-1984 : „ცეცხლოვანი გზები“
- 1983 : „წიგნი ფიცისა“ (ყირიმელ თათართა წინამძღოლი)
- 1983 : „გაზაფხული გადის”
- 1984 : „ზოგი ჭირი მარგებელია”
- 1984 : „ამბავი სურამის ციხისა”
- 1984 : „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”
- 1989 : „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”
- 1992 : „შამილი - სამოთხე ხმლების ჩრდილ ქვეშ“
ალი ისაევ-ავარსკის მიერ გადაღებულია დოკუმენტური ტრილოგია: „საქართველო და დაღესტანი, მიზიდულობის ფორმულა“, რომელიც შეფასებულია როგორც ქართულ-დაღესტნური ურთიერთობის მემატიანედ.
სამი შემადგენელი ნაწილი:
საავტორო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „დაღესტნური რტო, ქართულ მუხაზე”(1978)
- „მთიელი ჭაბუკის ფიცი”(1986)
- „გზა მშვიდობისა”(1986)
- „ამბავი ერთი სიყვარულისა”(2000)
- „არწივის ბუდე”(2009)
- „გულის ძახილი სისხლის ყივილი”(2010)
- „край, где господствует любовь” /სამტომეული/ (2006-2006-2008)
- „ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს” /სამტომეული/ (2011-2011-2012)
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1985 : საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1998 : „შამილი“-ს მედალი (დაღესტნის ავტ. რესპუბლიკა)
- 2001 : საქართველოს ღირსების ორდენი
- 2008 : თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2017: ქართულ-დაღესტნური და აფხაზეთის ომის დროს შეტანილი წვლილისათვის (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკა)
- საქართველოს კინო-აკადემიის და მწერალთა კავშირების ჯილდოები