ალი-საბიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ალი-საბიე
ფრანგ. Ali Sabieh
არაბ. علي صبيح‎‎
MountainofAliSabieh.jpg
ქალაქის სიმბოლო
ქვეყანა ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
რეგიონი ალი-საბიეს რეგიონი
კოორდინატები 11°09′00″ ჩ. გ. 42°43′00″ ა. გ. / 11.15000° ჩ. გ. 42.71667° ა. გ. / 11.15000; 42.71667
ფართობი 15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 756
მოსახლეობა 24 456 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 1630,40 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
ალი-საბიე — ჯიბუტი
ალი-საბიე

ალი-საბიე (არაბ. علي صبيح‎‎, ფრანგ. Ali Sabieh) — ჯიბუტის სიდიდით მეორე ქალაქი. იგი მდებარეობს დაახლოებით 75 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ ჯიბუტიდან და 10 კმ-ში ჩრდილოეთით ეთიოპიის საზღვრიდან. ის განლაგებულია გრანიტის მთებით ყოველი მხრიდან გარშემორტყმულ ფართო ველზე. ქალაქს ემსახურება ადის-აბებაჯიბუტის რკინიგზის სადგური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი-საბიეს დასახლება მოიცავს რამდენიმე საუკუნეს. შუა საუკუნეებში იმყოფებოდა იფატის და ადალის სასულთნოების ხელისუფლების ქვეშ. ძველი ლეგენდის თანახმად, ქალაქის თანამედროვე ტერიტორია დაფარული იყო ხეებით და ბუჩქნარით. ქალაქ ზეილასკენ მიმავალი მომთაბარე მოგზაურები აქ ჩერდებოდნენ წყლის დასალევად. 1894 წელს, ისას ხალხის მმართველ სომალელ სულთნებთან რამდენიმე შეთანხმებებზე ხელმოწერის შემდეგ საფრანგეთმა დაამყარა პროტექტორატი რეგიონზე, რომელსაც დაერქვა საფრანგეთის სომალი.

1942 წლის დეკემბერში ბრიტანეთის არმია შეიჭრა საფრანგეთის სომალის ტერიტორიაზე და დაახლოებით 2000 ჯარისკაცით ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარმა დაიკავა ქალაქი. 1977—1978 წლებში ოგადენში ომის დამთავრების შემდეგ, ალი-საბიეში, ქალაქ დიკილისთან ერთად, შემოვიდა ეთიოპიიდან დევნილი დაახლოებით 8000 ისას ტომის ხალხი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი-საბიე მდებარეობს ქვეყნის სამხრეთი ნაწილის ხეობაში. ქალაქი იმყოფება მთიანი ადგილის ჩაკეტილ ხეობაში. ის იმყოფება ზღვის დონიდან 756 მეტრ სიმაღლეზე. ამ სიმაღლის შედეგად ქალაქში და მის შემოგარენში გაცილებით უფრო რბილი კლიმატია, ვიდრე ჯიბუტის სანაპირო ზონის ქალაქებში, სადაც ამინდი ჩვეულებრივ ცხელია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ალი-საბიეს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 24 456 ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობას შეადგენენ ისას ხალხის წარმომადგენლები.

მოსახლეობა[1]:
2009 2012
22 630 24 456

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ქალაქში არსებობს ასფალტირებული გზები. მყარსაფარიანი გზების დიდი უმრავლესობა აშენებულია საფრანგეთის კოლონიალური მმართველობის დროს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეაკეთა ზოგიერთი გზის მონაკვეთები, მაგრამ დანარჩენი უბნები დღემდე შეუკეთებელია. ქალაქში მოძრაობს ავტობუსები და ტაქსები, რომლებიც ასევე დადიან ჯიბუტის სხვა ქალაქებში. ეთიოპია-ჯიბუტის რკინიგზამ, რომელიც აშენებულია 1894 და 1915 წლებს შორის კოლონიალურ პერიოდში, შეაერთა ქალაქი ადის-აბებასთან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ali Sabieh. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-09-14. წაკითხვის თარიღი: 2012-03-05.