ნობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნობა — ძველი ქართული ჩასაბერი საკრავი. საბას განმარტებით, ნობა ჩასაბერი საკრავიც არის და დასარტყმელიც. ნიკოლოზ ჩუბინაშვილის ლექსიკონში ნობა ბუკის სინონიმადაა მიჩნეული. ძველ ქართულ მწერლობაში (მაგ., ვეფხისტყაოსანში, იოსებ ზილიხანიანში) დაბდაბი (იგივე დაფდაფი), ნობა და ბუკი სხვადასხვა საკრავებად იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნობა&oldid=3614793“-დან