ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი
გერმ. Victor Moritz Goldschmidt
Victorgoldschmidt0006MA8633570-0001.jpg
დაბ. თარიღი 27 იანვარი 1888(1888-01-27)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ციურიხი[5]
გარდ. თარიღი 20 მარტი 1947(1947-03-20)[1] (59 წლის)
გარდ. ადგილი ოსლო
მოქალაქეობა ნორვეგია
სამეცნიერო სფერო გეოქიმია
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ოსლოს უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ტომას ბართი
მამა ჰაინრიხ გოლდშმიდტი
ჯილდოები წმინდა ოლაფის ორდენის რაინდი, ფრიტიოფ ნანსენის ჯილდო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროს კვლევისათვის, ელიოტ კრესონის მედალი, უოლასტონის მედალი, წმინდა ოლაფის ორდენი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი (გერმ. Victor Moritz Goldschmidt; დ. 27 იანვარი 1888, ციურიხი — გ. 20 მარტი 1947, ოსლო) — ნორვეგიელი გეოქიმიკოსი და გეოფიზიკოსი. გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ციურიხში. სწავლობდა ქრისტიანიასა (ოსლო) და ვენაში. 1914 წლიდან ოსლოს მინერალოგიის და გეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი; ოსლოს გეოლოგიური მუზეუმის დირექტორი.

ნაშრომში „ქრისტიანიის მიდამოების კონტაქტური მეტამორფიზმის მოვლენები“ (1911) მოცემული აქვს გეოქიმიური პროცესების ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი. მასში გოლდშმიდტმა პირველად წამოაყენა მინერალოგიურ ფაზათა წესი და გამოიყენა იგი მარტივი მინერალოგიური პარაგენეზისების ანალიზში.

ვიქტორ მორიც გოლდშიდტმა ჩამოაყალიბა „ელემენტთა გეოქიმიური განაწილების კანონები“, ქიმიურ ელემენტთა გეოქიმიური კლასიფიკაცია და გამოიკვლია დედამიწის ქერქში მრავალი ქიმიური ელემენტის მიგრაციისა და კონცენტრაციის პირობები.

აღსანიშნავია, რომ ჰიტლერელთა მიერ ნორვეგიის ოკუპაციის დროს იგი დააპატიმრეს. მანამ სანამ საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვებდენ, გოლდშმიდტი ნორვეგიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებმა მოიტაცეს და გადაიყვანეს ჯერ შვედეთში, ხოლო შემდეგ აქედან იგი დიდ ბრიტანეთში გადავიდა, სადაც მუშაობდა ნორვეგიის განთავისუფლებამდე.

გარდაიცვალა ქალაქ ოსლოში 59 წლის ასაკში.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Geochemische Verteilungsgesetze der Elemente, Bd 1—8, Kristiania, 1923—27.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 207, თბ., 1978 წელი.
  • Ферсман А. Е., Несколько слов о В. М. Гольдшмидте, в сборнике: Основные идеи геохимии, в. 1, Л., 1933.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]