შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე კრუბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე კრუბერი
დაბ. თარიღი 10 (22) აგვისტო, 1871
დაბ. ადგილი Istra
გარდ. თარიღი 15 დეკემბერი, 1941(1941-12-15) (70 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი[1] და გეოლოგი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე კრუბერი (რუს. Крубер, Александр Александрович; დ. 22 აგვისტო [ძვ. სტ. 10 აგვისტო], 1871, — გ. 15 დეკემბერი, 1941, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი. პროფესორი. რუსეთის და საერთოდ საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებელი.

ალექსანდრე კრუბერი დაიბადა ვოსკრესენსკში (ახლანდელი ისტრა, მოსკოვის ოლქი). 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე. 1923-1927 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1927 წლიდან აღარ მუშაობდა მძიმე ავადმყოფობის გამო. კარსტის ერთ-ერთი ცნობილი რუსი მკვლევარია. 1897 წლიდან სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის ვაკის, ყირიმის, კავკასიის კარსტულ რაიონებს. მონაწილეობდა გეოგრაფიული სახელმძღვანელოებისა და ქრესტომათიების შედგენაში.

კრუბერის სახელობისაა ქედი კუნძულ იტურუპზე (კურილის კუნძულები), კარსტული უფსკრულები ყირიმის მთებსა და კავკასიონზე (კრუბერის გამოქვაბული).

  • Гидрография карста, М., 1913;
  • Карстовая область горного Крыма, М., 1915;
  • Общее землеведение, 5 изд., ч. 1—3, М., 1938.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 43-44.
  • Отечественные физико-географы и путешественники, М., 1959, с. 619—25 (имеется библ.).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Catalog of the German National Library