ალექსანდრე ელოშვილი (რეჟისორი)
ალექსანდრე ელოშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 თებერვალი, 1988 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
შვილ(ებ)ი | ლიზა, ნიკოლოზი, კატო |
ჯილდოები | ვენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი. |
ალექსანდრე (სანდრო) ელოშვილი (დ. 25 თებერვალი. 1988, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი რეჟისორი.
დაიბადა 1988 წლის 25 თებერვალს ქალაქ თბილისში. 2005–2009 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში (გიგა ლორთქიფანიძის სახელოსნო).
2009–2011 წლებში იყო თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანაშემწე.
2011 წლიდან თანამშრომლობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრთან, პარალელურად განახორციელა დადგმები ახალციხის, გორის და ზესტაფონის თეატრებში. 2022–2023 წლებში იყო ქართული სერიალის „სიყვარულს მიღმა“ რეჟისორი. [წყარო არ არის მითითებული 411 დღე]
დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“
- დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“
- ძმები გრიმები „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აქვსენტი ცაგარელი „ხანუმა“
ილიაუნის თეატრში დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარკ კამოლეტი „ფრანგული გარნირი“
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლაშა ბუღაძე „როცა მთავარ გმირს ეძინა“
სამეფო უბნის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ქეთო და კოტე“ (ედუარდო დე ფილიპოს პიესის „რისკის“ მიხედვით)
ამბროლაურის კულტურის ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბესო ბარათაშვილი „აკუსტიკა“
უკრაინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალექსანდრე ელოშვილი „Blue Orange“
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწმიფო დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყო — ხვალ ომი იქნება…“
- რიჩარდ ბაიერი „Mixed emotions“
- ალექსანდრე ელიგულაშვილი პელეგი „შევხვდებით სამოთხეში“
- „მთვრალი ალუბალი“ (ავტორი და რეჟისორი, ლევან წულაძესთან ერთად)
- ფრიდრიხ დურენმატი „მოხუცი ქალის ვიზიტი“
- კარლო გოცი „მეფე–ირემი“
- ეჟენ იონესკო „მეფე კვდება“
შესრულებული როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
- მათხოვარი — „სამგროშიანი ოპერა“ (რეჟისორი: ლევან წულაძე)
- პიონერი — „აკუსტიკა“ (რეჟისორი: ლევან წულაძე)
- ბავშვი — „თვითმკვლელი“ (რეჟისორი: ოთარ ეგაძე)
- ვასენკა — „სუსტი გული“ (რეჟისორი: მიკა კიკაჩეიშვილი)
- კაენი — „ბეწვზე გადარჩენილები“ (რეჟისორი: ნიკოლოზ ჰაინე–შველიძე)
კინო და ტელე როლები:
- ბავშვი — „მარტოობის ორდენის კავალერი“ (რეჟისორი: გიორგი ხარაბაძე)
კინო და ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართულ-გერმანული მოკლე მეტრაჟიანი ფილმი „მე ვგრძნობ, მე ვოცნებობ, შენ ხედავ“ („Ich Fühle, ich Träume, Ihr Seht“), რეჟისორი
- სერიალი „სიყვარულს მიღმა“, II და III სეზონი, რეჟისორი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალექსანდრე ელოშვილი – მარჯანიშვილის თეატრი
- ალექსანდრე ელოშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე ელოშვილი — ილიაუნის თეატრი