ალექსანდრე დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ალექსანდრე ლეონის ძე დადიანი (დ. 1801 — გ. დაახლ. 1860) — რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1829), იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი.

დაიბადა რუსეთში, სიმბირსკის გუბერნიაში. 1817 წელს ჩაირიცხა ლაიბგვარდიის პრეობრაჟენსკოეს პოლკში. 1821 წელს დანიშნეს გენერალ ივანე პასკევიჩის ადიუტანტად. მასთან ერთად მონაწილეობდა 1826–27 წლების ირანთან და 1828–29 წლების ოსმალეთთან გამართულ ომებში. სარდარ-აბადის ალყის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა ოქროს დაშნით, ერევნის აღებისათვის — წმინდა ანას III ხარისხის, ყარსის აღებისათვის — წმ. ანას II ხარისხის ორდენებით, ახალციხის აღებისათვის — ამ ორდენისათვის განკუთვნილი ალმასის ნიშნებით. 28 წლის ასაკში, 1829 წელს, იგი დანიშნეს ერევნის კარაბინერთა პოლკის მეთაურად. მისი სამხედრო კარიერა დასრულდა იმით, რომ 1837 წელს კავკასიაში მყოფმა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ერევნის პოლკის დათვალიერებისას დადიანი მწყობრიდან გამოიძახა და პოლკში ჩადენილი სამეურნეო დანაშაულისათვის თავის ხელით ჩამოხსნა ფლიგელ-ადიუტანტის აქსელბანდები, ამასთანავე ბრძანა გადაეგზავნათ ბობრუისკის კაზემატში, სადაც მან 1840 წლამდე დაყო. შემდეგ დადიანს ჩამოართვეს ჩინები, ორდენები, თავადის წოდება და საცხოვრებლად გაგზავნეს ვიატკაში. ბოლოს ნება დართეს ქალაქიდან გაუსვლელად ეცხოვრა მოსკოვში. 1856 წელს ალექსანდრე II-მ დადიანს დაუბრუნა თადარიგის პოლკოვნიკის ჩინი, ორდენები, თავადის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]