ალაზნის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალაზნის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები ყაზარის ქუჩა

ალაზნის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); გელათის ქუჩიდან არმაზის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე აღნიშნულია ყაზარის ქუჩის სახელით. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ალაზნის ქუჩა. 1935 წელს, უბნის რეკონსტრუქციის დროს, ქუჩის დასაწყისში აღმოჩნდა ადრინდელი შუა საუკუნეების აკლდამები, რომელთაგან თითოეული რამდენიმე მიცვალებულის სამარხს წარმოადგენდა. აქვს 1 შესახვევი.

ალაზნის გასასვლელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალაზნის გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); მდებარეობდა ალაზნისა და არარატის ქუჩებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]