არმაზის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არმაზის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები ეჩმიაძინის ქუჩა

არმაზის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ლადო მესხიშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში, ადრე ეჩმიაძინის ქუჩა ერქვა. დატანილია თბილისის 1876 და 1934 წლების გეგმებზე. ქუჩის სახელწოდება უკავშირდებოდა იქვე მდგარ XIX საუკუნის ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესიას. 60-იან წლებში არმაზის ქუჩა დაერქვა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 შესახვევი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]