აირაი (ინგლ.Airai) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულბაბელდაობის სამხრეთ ნაწილში. შტატის ფართობია 44 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 2455 ადამიანს,[1][2] რაც ქვეყანაში მეორე მაჩვენებელია. მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით იგი მეორეა ქვეყანაში. შტატის ადმინისტრაციული ცენტრია ნგეტკიბი, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი დასახლებული პუნქტია აირაი, სადაც 2015 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 1928 ადამიანი[3]. იგი ქვეყნის მეორე ქალაქია კორორის შემდეგ. შტატის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი აეროპორტი — პალაუს საერთაშორისო აეროპორტი და კორორი-ბაბელდაობის ხიდით შეერთებულია უახლოეს კორორის კუნძულთან.