კორორის შტატი
შტატი | |||
---|---|---|---|
კორორის შტატი ინგლ. Koror | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ადმ. ცენტრი | კორორი | ||
კოორდინატები | 7°20′11″ ჩ. გ. 134°28′28″ ა. გ. / 7.33639° ჩ. გ. 134.47444° ა. გ. | ||
ფართობი | 18 კმ² | ||
მოსახლეობა | 11 444 კაცი (2015) | ||
სიმჭიდროვე | 635,78 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+9]] | ||
![]() | |||
კორორის შტატი (ინგლ. Koror) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულ ბაბელდაობის სამხრეთ-დასავლეთით. შტატის ტერიტორიაზე განლაგებულია ქვეყნის ძირითადი კომერციული ცენტრები. იგი შედგება რამდენიმე პატარა კუნძულისგან, რომელთაგან ყველაზე დიდია კორორი (იგივე ორეორის კუნძული).
კორორის შტატში 2015 წლის მონაცემებით ცხოვრობს 11 444 ადამიანი,[1][2] რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 65 %-ს. შტატის ადმინისტრაციული ცენტრია ქვეყნის ადრინდელი დედაქალაქი (2006 წლის 7 ოქტომბრამდე) და ყველაზე უფრო დიდი ქალაქი კორორი, რომლის მოსახლეობა 2007 წლის მონაცემებით შეადგენს 10 500 ადამიანს. 2006 წლის 7 ოქტომბერს მის ნაცვლად ქვეყნის დედაქალაქად ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქი ნგერულმუდი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი ევროპელი სტუმარი კორორის, ბაბელდაობის და პელელიუს კუნძულებზე იყო რუი ლოპეს დე ვილიალობოსის ესპანური ექსპედიცია 1543 წლის იანვრის ბოლოს. ეს სამი კუნძული ექსპედიციამ რუკაზე დაიტანა, როგორც Los Arrecifes (ესპანურად — რიფები).[3] 1710 წლის ნოემბერში და დეკემბერში ეს სამი კუნძული პატარა აფრიანი გემ Santísima Trinidad-ით ხელახლა მოინახულა და გამოიკვლია ესპანურმა მისიონერულმა ექსპედიციამ სერჟანტ-მაიორ ფრანსისკო პადილიას ხელმძღვანელობით. ორი წლის შემდეგ კუნძულები დეტალურად შეისწავლა ესპანურმა ექსპედიციამ საზღვაო ოფიცერ ბერნარდო დე ეგოის მეთაურობით.[4]
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუნძული კორორი ხიდებით შეერთებულია სამ მეზობელ კუნძულზე:
- კუნძულ ნგერეკებესანგის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს პალაუს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ქალაქი მეიუნსი, რომელშიც ცხოვრობს 1200 ადამიანი.
- მალაკალის კუნძულზე მდებარეობს კორორის პორტი.
კორორის კუნძული კორორი-ბაბელდაობის ხიდით ასევე დაკავშირებულია კუნძულ ბაბელდაობზე მდებარე აირაის შტატთან, სადაც მდებარეობს პალაუს საერთაშორისო აეროპორტი.
კორორის შტატში ყოფილი დედაქალაქისა და ქალაქ მეიუნსის გარდა არსებობს 11 სოფელი.
დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კორორის შტატი
კორორის შტატი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის 2015 წლის აღწერა
- ↑ მოსახლეობის 2015 წლის აღწერა (statoids)
- ↑ Burney, James A chronological history of the discoveries in the South Sea or Pacific Ocean, London, 1813, v.I, p.233.
- ↑ Coello, Francisco "Conflicto hispano-alemán" Boletín de Sociedad Geográfica de Madrid, t.XIX. 2º semestre 1885, Madrid, p.296.
|