კორორი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კორორი
ინგლ. Koror

ქალაქ კორორის ხედი
ქვეყანა პალაუს დროშა პალაუ
შტატი კორორის შტატი
კოორდინატები 7°21′00″ ჩ. გ. 134°29′00″ ა. გ. / 7.35000° ჩ. გ. 134.48333° ა. გ. / 7.35000; 134.48333
ოფიციალური ენა პალაუ|ინგლისური
მოსახლეობა 10 500 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+9
კორორი (ქალაქი) — პალაუ
კორორი (ქალაქი)

კორორი (ინგლ. Koror) — ყველაზე დიდი ქალაქი (2006 წლის 7 ოქტომბრამდე იყო პალაუს დედაქალაქი) აშშ-თან თავისუფლად ასოცირებულ კუნძულოვან სახელმწიფო პალაუში. კორორის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს კუნძულ კორორზე (ან ორეორი), რომელიც შედის კაროლინის კუნძულების შემადგენლობაში. კორორის პორტი მდებარეობს მეზობელ კუნძულ მალაკალზე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა — დაახლოებით 10 500 ადამიანი (2007 წლის შეფასება). ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია — მიკრონეზიელები (80 %) და ფილიპინელები (19 %).

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური ენებია: ინგლისური და ბელაუ (პალაუ). მაგრამ ქალაქის ზოგიერთი მოსახლე ლაპარაკობს იაპონურად და ტობის ენაზე.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე განვითარებულია ტურისტული ინდუსტრია — ქალაქში მდებარეობს 22 ოტელი და 8 მოტელი.