შინაარსზე გადასვლა

ათეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხედრო ორგანიზაცია
ერთეული რაოდენობა მეთაური
საცეცხლე ჯგუფი 2-4 უმცროსი კაპრალი/
კაპრალი
ათეული/სექცია
8-14 კაპრალი/
სერჟანტი/
შტაბის სერჟანტი
ოცეული
15-45
ლეიტენანტი
ასეული/
ბატარეა/
ესკადრა
80-150 კაპიტანი /
მაიორი
ბატალიონი /
ოჰორტა
300-800 ვიცე-პოლკოვნიკი
პოლკი(რეჯიმენტი) /
ბრიგადა /
ეგიონი
1,000–5,500 პოლკოვნიკი /ბრიგადის გენერალი
დივიზია 10,000–25,000 გენერალ-მაიორი
კორპუსი 30,000–50,000 გენერალ-ლეიტენანტი
საველე არმია 100,000–300,000 გენერალი
საარმიო დაჯგუფება /ფრონტი
2+ საველე არმია ფელდმარშალი /
ხუთვარსკვლავიანი გენერალი
სამხედრო რეგიონი/
საომარ ოქმედებათა თეატრი
4+ საარმიო დაჯგუფება ექვს ვარსკვლავიანი გენერალი/
მთავარსარდალი

ათეული — ქვედანაყოფი,[1] რომელიც ქვეითი ოცეულის შემადგენლობაშია და იმართება სერჟანტის ან კაპრალის მიერ.[2] ავსტრალიურ, კანადურ და სხვა ქვეყნების არმიებში, რომლებიც ბრიტანული სამხედრო ტრადიციების მატარებლები არიან, ათეულს სექციას უწოდებენ. მსოფლიო არმიების უმეტესობაში ათეული შედგება 8-დან 14-მდე სამხედროსაგან[3] და ძირითადად კიდევ იყოფა საცეცხლე ჯგუფებად.

ნატოს სტანდარტული სიმბოლო – ათეული (7 ან 8 – 12 ჯარისკაცი) – ნატო-ს შეიარაღებული ძალებში.

  • ორი  წერტილი (●● ათეულის ძირითადად); 
  • მართკუთხედი თავზე ორი წერტილით  (როგორც ერთი ათეულის აღმნიშვნელი )
დასახელებები ქვეყნების მიხედვით
ინგლისი/აშშ საფრანგეთი გერმანია რუსეთი პოლონეთი ჩეხეთი, სლოვაკეთი
squad Groupe de combat Gruppe

Rotte (Luftfahrt)

Отделение (Otdelenie) Drużyna Družstvo

ათეულის ექვივალენტი გერმანულ ბუნდესვერში, ავსტრიულ ბუნდესჰეერში და შვეიცარიულ არმიაში არის ე.წ "გღუპე" (გერ. Gruppe), რომელიც 8-დან 12-მდე სამხედროსაგან შედგება.

ქვეითი ათეულის აღმნიშვნელი სიმბოლო ნატოს სტანდარტულ სამხედრო რუკაზე.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, ვერმახტის ათეულის მთავარ შემადგენელ კომპონენტსა და  ძირითად დამრტყმელ ძალას საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი წარმოადგენდა, ძირითადად MG34 და MG42 (მათ ძირითადად მსუბუქი ტყვიამფრქვევის როლი ჰქონდათ). ათეული შედგებოდა ათი ადამიანისაგან: მეთაური,რომელიც  ინიშნებოდა  სერჟანტთა  ან უნტერ ოფიცრების შემადგენლობიდან, მეთაურის თანაშემწე, მეტყვიამფრქვევეთა სამ კაციანი ჯგუფი (მსროლელი, დამხმარე მსროლელი და ტყვიაწამლის გადამტანი) და 5 ქვეითი. ათეულის მეთაური თავდაპირველად შაშხანით იყო აღჭურვილი, მაგრამ 1941 წლის შემდეგ მათ უკვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები დაურიგდათ. მეტყვიამფრქვევე და მისი დამხმარე პისტოლეტებით, ხოლო მეთაურის თანაშემწე და დანარჩენი ქვეითები შაშხანებით იყვნენ აღჭურვილნი. ქვეითები ასევე ატარებდნენ დამატებით ტყვია-წამალს, ხელის ყუმბარებს, ასაფეთქელ საშუალებებს და ზოგჯერ ტყვიამფრქვევის სამფეხა სადგამებსაც, რომელიც უფრო ზუსტისროლის საშუალებას აძლევდა მეტყვიამფრქვევეს. ასევე იგეგმებოდა ქვეითთა ძირითადი შაშხანის, Mauser 98k-ს ჩანაცვლება Gewehr 43-ით და სამომავლოდ სრულიად ათეულის(გარდა მეტყვიამფრქვევისა) სრულად STG-44-ით აღჭურვა.

ისტორიულად, "ათეული" წარმოადგენდა აშშ-ის არმიის სექციის ქვედანაყოფს, რომელიც 2-დან 12-მდე სამხედროსგან შედგებოდა და ძირითადად გამოიყენებოდ ვარჯიშებისთვის და ადმინისტრაციული მიზნებისთვის .[4]  ყველაზე მცირე ზომის ტაქტიკურ ქვედანაყოფად რჩებოდა სექცია, რომელიც ცნობილია ასევე როგორც "ნახევარი ოცეული" (ოცეული ასევე მოიხსენიება როგორც "ნახევარი ასეული")

"ათეულის" "მეთაური" (1891 წლამდე ასეთი პოზიცია არ არსებობდა არმიაში) შესაძლოა ყოფილიყო სერჟანტი (როდესაც სექციაში მხოლოდ ერთი კაპრალი ირიცხებოდა, პირველ "ათეულს" მეთაურობდა სერჟანტი, ხოლო კაპრალი ითავსებდა სექციის მეთაურის თანაშემწის ფუნქციას და მეთაურობდა მეორე "ათეულს"), კაპრალი (ისეთ სექციებში სადაც ორი კაპრალი ირიცხებოდა), უმცროსი კაპრალი, პირველი კლასის რიგითი ან ჩვეულებრივი რიგითი (მეორე მსოფლიო ომამდე ბევრი დიდი ხნის ნამსახურები და გამოცდილი რიგითი მსახურობდა არმიაში)

1891 წელს, აშშ-ს არმიამ ოფიციალურად განსაზღვრა ქვეითთა ათეულის შემადგენლობა ( შვიდი რიგითი და ერთი კაპრალი) [5]. არმია 1930-იანი წლების (მათ შორის პირველ მსოფლიო ომში)  მიწურულამდე ე.წ კვადრატული დივიზიის (დივიზიის მოწყობის ტიპი) მოწყობის  გეგმით ხელმძღვანელობდა , სადაც სერჟანტები ისევ ორი ათეულისგან შემდგარ სექციებს მეთაურობდნენ

მას შემდეგ, რაც ე.წ კვადრატული დივიზია ჩაანაცვლა ე.წ სამკუთხა დივიზიამ, ქვეითთა ათეულები აღარ შედიოდნენ სექციათა შემადგენლობაში.[6]ამის ნაცვლად, ათეული ყალიბდებოდა 12 ადამიანისგან, რომელიც იყოფოდა სამ ჯგუფად: ეიბლი (ინგ. Able), ბეიკერი (ინგ. Baker )და ჩარლი (ინგ. Charlie)[7]. ათეული ემორჩილებოდა ოცეულის მეთაურს (ძირითადად უმცროსს ლეიტენანტს), რომელსაც ასისტენტობას სერჟანტი უწევდა. ათეულის მეთაურად  კი ინიშნებოდა კაპრალი, რომლის დახმარეც პირველი კლასის რიგითი იყო (ისინი როგორც წესი ათეულის მზვერავები იყვნენ). სამხედროს შეეძლო ემსახურა,როგორც შიკრიკს, რომლის მოვალეობაც ათეულისა და ოცეულის მეთაურებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა იყო. ასევე, მას ევალებოდა ათეულის სხვა ელემენტებისთვის ბრძანების გადაცემა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილე სამხედროების უმეტესობას რიგითის წოდება ჰქონდა და დაწინაურების შანსი ძალიან მცირე იყო. ამის გამო, ათეულში მხოლოდ ერთი კაპრალი იყო, რაც საერთო ჯამში პრობლემებს ქმნიდა. 1940 წელს წესი შეცვალეს და ათეულს მეორე კაპრალიც დაუმატეს.

რეგულაციებმა ათეულის მეთაურის წოდება სერჟანტამდე,ხოლო მისი თანაშემწის კაპრალამდე გაზრდა. ოცეულის მეთაურად კი უკვე შტაბის სერჟანტი დაინიშნა(1920 წელს სერჟანტთა და რიგითთა რანჟირების სტრუქტურა გამარტივდა და მოიცავდა შვიდ ხარისხსს, რომელიც მერყეობდა მასტერ სერჟანტიდან (1-ლი ხარისხი) რიგითამდე (მე-7 ხარისხი)). ახალი რეგულაციების მიხედვით, ათეულში ორი სამხედრო მზვერავად მსახურობდა, რომელთან ერთად იყო ათეულის მეთაურიც. ისინი აყალიბებდნენ უსაფრთხოების ელემენტეს და მათ ეწოდებოდათ ჯგუფი "ეიბლი" (ინგ. Able). მეორე ელემენტს ერქვა "ბეიკერი" (ინგ. Baker ) და  იგი ბრაუნინგის ავტომატური შაშხანით (ინგ. BAR) - ით აღჭურვილი ჯგუფისგან შედგებოდა, სადაც ერთი იყო მსროლელი, მეორე დამხმარე, ხოლო მესამე ტყვია-წამლის გადამტანი. ამ ჯგუფის მიზანს ძლიერი მხარდამჭერი ცეცხლის წარმოება და სხვა ჯგუფების დაზღვევა წარმოადგენდა. მესამე და ბოლო ელემენტს კი წარმოადგენდა ჯგუფი "ჩარლი" (ინგ. Charlie), რომელშიც 5 შაშხანით აღჭურვილი ქვეითი და მეთაურის თანაშემწე ირიცხებოდა. დანიშნულებიდან გამომდინარე ჯგუფ "ჩარლის" სამანევრო ელემენტი ეწოდებოდა, რადგან მათ ძირითად ამოცანას მტრის ფლანგიდან შემოვლა და შეტევა იყო.

დღესდღეობით, აშშ-ის არმიის ქვეითთა ათეული შედგება ცხრა სამხედროსგან, რომელიც იყო ორ ოთხკაციან საცეცხლე ჯგუფად და იმართება ათეულის მეთაურის მიერ. მეთაურის წოდებაა შტაბის სერჟანტი (კოდი E6) , ხოლო საცეცხლე ჯგუფების მეთაურების კი სერჟანტი. მექანიზირებული ქვეითების ან სტრაიკერის ქვეითები რაზმები აღჭურვილნი არიან M2A3 Bradley -ისა და M1126 Stryker–ის ტიპი ქვეითა საბრძოლო მანქანებით (ქსმ). ამასთან, ქსმ–ს ეკიპაჟი (M2A3- სამი, M1126 - ორი) ათეულის 9 კაციანი ჯგუფის ნაწილად ითვლება და არ ემატება რაოდენობრივად მათ. [8] ტერმინი ათეული ასევე გამოიყენება ჯგუფების აღსანიშნავად, რომელიც ემსახურებიან გარკვეული ტიპის იარაღს (მაგალითად ქვემეხებს, ასევე ცვალებადია მათი რაოდენობაც იარაღის ტიპიდან გამომდინარე). ასევე სამხედრო პოლიციისა (შედგება თორმეტი სამხედროსაგან და იყოფა სამ ოთხ-კაციან ჯგუფად, თავიანთი სამი მეთაურით) და სამხედრო ინჟინერების ქვედანაყოფების აღსანიშნავად.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ათეული ძირითადად სამი საცეცხლე ჯგუფისგან შედგება, თითოეულში ოთხი სამხედროთი. ათეულს ძირითადად სერჟანტი ან კაპრალი მეთაურობს. სხვა ტიპის ათეულები შეიცავენ სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს სპეცფიკური შეიარაღებთ: მაგალითად: 7.62მმ კალიბრის საშუალო ტყვიამფრქვევს, 50 კალიბრიან ან 40მმ-იან მძიმე ტყვიამფრქვევს, 60–მმიან ნაღმმტყორცნს, 81მმ-იან ნაღმმტყორცნს, Javelin–ის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსს,  TOW-ის ტანსკაწინააღმდეგო რაკეტას თუ სხვა. ამ ათეულებში შემავალი სამხედროების რაოდენობა მერყეოფს სამიდან  60მმ-იანი ნაღმტყორცნის ჯგუფი)  რვმადე (Javelin-ის კომპლექსის ათეული) და დამოკიდებულია იარაღის ტიპზე. 2018 წლის 9 მაისს გამოცხადდა, რომ საზღვაო ქვეითთა ტიპური ათეულის შემადგენლობა 13-დან შემცირდებოდა 12-მდე. ახალი სისტემის მიხედვით ათეულში ისევ სამი საცეცხლე ჯგუფი იქნება 3 საზღვაო ქვეითით თითოში დამატებით ორი ახალი პოზიციით: ათეულის მოადგილე და ათეულის სისტემათა ოპერატორი[9]

აშშ საჰაერო საძლების ათეული ყალიბდება სამი საცეცხლე ჯგუფისგან, თითოეულში ოთხი წევრით, რომელთაც  სტაფ სერჟანტი ან უფროსი რიგითი ჯარისკაცი (Senior airman), ხოლო ათეულს კი სტაფ ან ტექ სერჟანტი მეთაურობს.

ათეულის მეთაურთა წოდებები სხვადასხვა ქვეყანაში:

ჯავშანტრანსპოტრიორ TAB-77 ის ათეული. ეს არის ტიპური საბჭოთა მოწყობა. მათ შეიარაღებაშია საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი ПК და ხელის ტყვიამფრქვევი РПК. ასევე ак-47, რომელთაგან ერთ-ერთზე დამაგრებულია ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი.
  • ავსტრალიის არმია: კაპრალი
  • ავსტრიის არმია: ვაჩმეისტერი (გერ. Wachtmeister), ობერვაჩმეისტერი (გერ. Oberwachtmeister ) 
  • ბრიტანეთის არმია: კაპრალი
  • კანადის არმია (Armée canadienne): სერჟანტი ან მასტერ სერჟანტი
  • ხორვატიის არმია: სერჟანტი (ხორ. desetnik) ან შტაბის სერჟანტი (ხორ. narednik)
  • დანიის არმია: სერჟანტი
  • ესტონეთის თავდაცვის ძალები: სეერსანტი (ესტ.Seersant (რეზერვი) ან ნოორემვეებელი (ესტ. Nooremveebel) (პროფესიონალური არმია)
  • ფინეთის არმია: ალიკერსანტი (ფინ.Alikersantti -კაპრალი) ან კერსანტი (ფინ. Kersantti – სერჟანტი)
  • :სერჟანტი ან პირველი კლასის მასტერ კაპრალი (NATO-ს კოდით OR4-ის ექვივალენტი)
  • გერმანიის არმია: ფელდვებელი (გერ.Feldwebel ) ან ობერფელდვებელი (გერ. Oberfeldwebel – ორივე წოდება შეესაბამება NATO-ს OR6 კოდს და სერჟანტი ან შტაბ სერჟანტის ექვივალენტია)
  • ისრაელის თავდაცვის ძალები: სერჟანტი ( ებრ. Samál) ან შტაბის სერჟანტი (ებრ. Samár)
  • ნორვეგიის არმია: სერჟანტი (ნორიოს არის კაპრალი და იწვევს მსუბუქი ტყვიამფრქვევით ცეცხლი გუნდი squad).
  • პორტუგალიის არმია: ათეულს ეწოდება ესქადრა და ხელმძღვანელობს კაბო (პორტ. Cabo - კაპრალის ექვივალენტი) 
  • პოლონეთის არმია: ათეულს ეწოდება დრუჟინა (პოლ. drużyna ) და ხელმძღვანელობს სერჟანტი
  • ნიდერლანდების სამეფო არმია: სერჟანტი
  • ნიდერლანდების სამეფო საზღვაო ძალები: კაპრალი
  • რუსეთის არმია: უმცროსი სერჟნტი ან სერჟანტი
  • სლოვაკეთის არმია: როტნიი (ჩეხ. Rotný - შტაბის სერჟანტის ექვივალენტი)
  • ესპენეთის არმია (pelotón): კაბო მაიორ (ესპ. Cabo mayor – სერჟანტის ექვივალენტი)  ან სარგენტო (ესპ. Sargento – შტაბის სერჟანტის ექვივალენტი)
  • შვედეთის არმია: სერჟანტი, პირველი სერჟანტი (მასტერ სერჟანტი)
  • შვეიცარიის არმია: ვაჩმეისტერი (2004 წლამდე: კაპრალი)
  • თურქეთის არმია: ციავუსი (თურქ. Çavuş, სერჟანტი)
  • ამერიკის შეერთებული შტატების არმია: შტაბის სერჟანტი ან სერჟანტი
  • ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსი: სერჟანტი ან კაპრალი
  1. "squad". Dictionary.com. Online Etymology Dictionary. Douglas Harper, Historian. http://www.dictionary.com/browse/squad (accessed: September 17, 2017).
  2. Squad/Section. Gruntsmilitary.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. ციტირების თარიღი: 2013-10-17.
  3. US Army Chain of Command. Usmilitary.about.com (2013-07-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2013-10-17.
  4. Mahon 1972, pp. 20 & 56.
  5. Mahon 1972, p.38.
  6. Mahon 1972, p. 56.
  7. Mahon 1972, p.73.
  8. U.S. Army Field Manual, Figure 1-5: Infantry fire team and Figure 1-6: The Infantry Rifle Platoon and Squad. Department of the Army (March 28, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 2, 2012. ციტირების თარიღი: April 1, 2017.
  9. „Marines announce changes to ground combat element aimed at improving lethality and agility“. marines.mil (ინგლისური). 2018-05-09. ციტირების თარიღი: 2018-08-12.