ათენა მანუკიანი
ათენა მანუკიანი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 მაისი, 1994 (30 წლის) |
დაბ. ადგილი | ათენი |
საიტი | athenamanoukian.com |
ათენა მანუკიანი (ბერძ. Αθηνά Μανουκιάν; სომხ. Աթենա Մանուկյան; დ. 22 მაისი, 1994) — ბერძენ-სომეხი მომღერალი და სიმღერების ავტორი.[1] მას უნდა წარედგინა სომხეთის 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, სიმღერით „Chains on You“.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუკიანმა მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი გამოცდილება 2007 წელს მიიღო, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო და პირველი ადგილი მოიპოვა კონკურსში „ეს არის ის, რაც აკლია“, რომელიც ბერძნული არხის Alpha TV-ის ეთერში გადიოდა.[2]
ერთი წლის შემდეგ, 2008 წელს, მან მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის „საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე“ 2008 წლის შესარჩევ ეტაპზე, სიმღერით „To Fili Tis Aphroditis“, სადაც მეშვიდე ადგილი დაიკავა.[2][3]
2011 წელს მანუკიანმა გამოუშვა თავისი პირველი სინგლი სახელად „Party Like A Freak“, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტ სინგლი საბერძნეთში და აქვს მილიონზე მეტი ნახვა YouTube-ზე. „Party Like A Freak“-ის წარმატების შემდეგ, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული MAD ვიდეო მუსიკალური ჯილდოზე, 2012 წელს მან გამოუშვა შემდგომი სინგლი „I Surrender“, რომელიც მყისიერად გახდა წლის ზაფხულის ჰიტი. რამდენიმე თვის შემდეგ მან დაამატა ახალი სიმღერა მის მუსიკალურ დისკოგრაფიაში, სახელად „Na Les Pos M 'agapas“.
მანუკიანმა ასევე მიიღო ოქროს დისკი სიმღერებისთვის „Party Like A Freak“, „I Surrender“ და „Na Les Pos M'agapas“..
2014 წელს მანუკიანმა გამოუშვა სინგლი „XO“, რომელიც გამოსცა Warner/Chappell-მა და Max Music Scandinavia-მ. სიმღერა ჩაწერილია შვედეთში, სტოკჰოლმში, ხოლო მისი მუსიკალური კლიპი გადაღებულია ავსტრალიაში, სიდნეიში. სიმღერამ დიდი წარმატება მოიპოვა ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და ამერიკაში.
2017 წელს მანუკიანი მუსიკალურ ინდუსტრიაში ამჯერად სიმღერების ავტორის რანგში შევიდა. დაწერა ტექსტი და შეასრულა სიმღერა „Palia Mou Agapi“. რომელსაც ასრულებდა 2005 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ჰელენა პაპარიზუ. მანუკიანმა მიიღო პლატინის დისკი, როდესაც სიმღერამ მიაღწია. ათასი გაყიდვა.
2018 წელს მანუკიანი სტუმრად იყო აუდიციაზე ბრიტანეთში X Factor-ში[4], რომელიც მოხვდა გაზეთ The Sun-ის პირველ გვერდზე და გაშუქდა კიდევ ბევრ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ გაზეთსა და ჟურნალში. მან გააოცა ჟიურის წევრები ლუი ტომლინსონი, სიმონ კაუელი, რობი უილიამსი და აიდა ფილდი და, შედეგად, მისი ცოცხალ შოუში გამოჩენა ვირუსულად პოპულარული გახდა.
მას ასევე განიხილავდნენ სომხეთის წარმომადგენლობაზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, განსაკუთრებით 2015 და 2016 წლებში.[5] მანუკიანმა მოიგო სომხეთის ევროვიზიაზე წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი „Depi Evratesil 2020“.[6] შედეგად არჩეული იქნა სომხეთის წარმომადგენლად ევროვზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც როტერდამში,[7] ნიდერლანდებში უნდა გამურთულიყო. მანუკიანი უნდა გამოსულიყო სიმღერით R&B-სა ჰიპ-ჰოპის ჟანრის სიმღერა „Chains on You“. კონკურსი კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.[8][9] ის აგრეთვე გამოჩნდა BBC-ს დოკუმენტურ ფილმში სადაც საუბარი იყო კონკურსის შეწყვეტაზე. ფილმში მომღერლები ვიდეო შეტყობინეას უგზავნიდნენ მხარდამჭერებს.[10][11] ის იყო შემქმნელი და რეჟისორი საკუთარი სიმღერის, „Dolla“-ს მუსიკალური ვიდეოში, რომელიც მან გამოუშვა ივლისში.[12] სანამ „Depi Evratesil“ გაიმართებოდა და მანამ COVID-19 პანდემიის გამო ევროვიზია გაუქმდებოდა, Wiwibloggs-ის მთავარ რედაქტორ უილიამ ლი ადამსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მუშაობდა პირველ დიდ ალბომზე.[13] 2021 წლის დასაწყისში გამოუშვა ბალადა „You Should Know“.[14] თუმცა, იმავე წლის მარტში, დადასტურდა, რომ იგი აღარ აირჩეოდა სომხეთის წარმომადგენლად ევროვიზიის 2021 წლის სიმღერის კონკურსში, რადგან სომხეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდგომი შედეგების მოტივით.[15]. მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ კონკურსში ვერ მიიღო მონაწილეობა, ის ორივეჯერ გამოჩნდა Wiwibloggs-ის Wiwijam-ში საშინაო ღონისძიებებში, შეასრულა თავისი 3 უახლესი სინგლს დიჯეი პაკოსთან ერთად. ის იყო სამივე სიმღერის ავტორი და პროდიუსერი.[16][17]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Athena Manoukian - "I have strong Armenian roots of which I'm very proud". Arm Fashion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი 2021.
- ↑ 2.0 2.1 About Athena Manoukian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 5 February 2015
- ↑ ARMENIA 2015: ATHENA MANOUKIAN TO VIENNA?. Wiwi Bloggs (29 January 2015). ციტირების თარიღი: 5 February 2015
- ↑ Gallagher, Robyn. Greek JESC 2008 national finalist Athena Manoukian stuns judges at X Factor UK audition. Wiwibloggs (10 September 2018). ციტირების თარიღი: 18 February 2020
- ↑ Purcell, Owen. EXCLUSIVE: Athena Manoukian talks new music, Eurovision 2020 and reflects on her X Factor experience.. ESCtakeover. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი 2021.
- ↑ Participants of Depi Evratesil 2020 announced. Eurovision Armenia. ციტირების თარიღი: 28 January 2020
- ↑ 🇦🇲 Athena Manoukian has won Depi Evratesil! (15 February 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 15 February 2020
- ↑ Eurovision 2020 in Rotterdam is cancelled (18 March 2020).
- ↑ Part two of Eurovision Song Celebration (14 May 2020).
- ↑ Eurovision 2020: The cancelled year BBC documentary (11 May 2020). ციტირების თარიღი: 13 August 2020
- ↑ Shokoyan, Antranig. Five of the Best: New music from Eurovision 2020 artists. (15 May 2020).
- ↑ Adams, William Lee. "Dolla" makes us holla! Athena Manoukian says love trumps money in golden new video (24 July 2020). ციტირების თარიღი: 31 July 2020
- ↑ William Lee Adams Athena Manoukian Skype interview before DE2020 (12 February 2020). ციტირების თარიღი: 10 June 2020
- ↑ Athena Manoukian releases You Should Know (17 January 2021). ციტირების თარიღი: 19 January 2021
- ↑ "Impossible to organise an entry in time" — Armenia withdraws from Eurovision 2021 (5 March 2021).
- ↑ Wiwijam 2021 (21 May 2021). ციტირების თარიღი: 6 October 2021
- ↑ https://www.instagram.com/athenamanoukian/