ათაქულე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათაქულე
Atakule

ათაქულეს კოშკი და Atrium მოლი ანკარაში.
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი მოქმედი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ქალაქი ანკარა
კოორდინატები 39°53′10″ ჩ. გ. 32°51′22″ ა. გ. / 39.88611° ჩ. გ. 32.85611° ა. გ. / 39.88611; 32.85611
მფლობელი ATAKULE GYO
დაიწყო 1987
დასრულდა 1989
გაიხსნა 13 ოქტომბერი 1989
ზომები და ტექნიკური დეტალები
სიმაღლე 125 მ
არქიტექტორ(ებ)ი რაგიფ ბულუჩი
სართულების რაოდება 4
საიტი
atakule.com.tr

ათაქულე (თურქ. Atakule) — 125 მეტრიანი, მაღალი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო კოშკი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ანკარის ჩანქაიას რაიონში, თურქეთი, არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. თვითონ ჩანქაიას რაიონი მდებარეობს მთაზე, ამიტომ კოშკის დანახვა ქალაქის ნემისმიერი წერტილიდან შეიძლება თითქმის ნებისმიერ დროს. კოშკის დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ რაგიფ ბულუჩს, რომლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 1987 წლიდან 1989 წლამდე. კოშკის ზედა ნაწილში არსებობს ღია ტერასა და ბრუნავი რესტორანი სახელად Sevilla, რაც სრულ 360 გრადუსიან ბრუნვას ერთ საათს ხარჯავს. Sevilla-ს თავზე არის კიდევ ერთი რესტორანი, Dome, რომელიც არ ბრუნავს და მდებარეობს პირდაპირ გუმბათის ქვეშ. ტერასის ქვეშ არის კაფე, სახელად UFO (უცხოპლანეტელები). კოშკის ქვედა ნაწილში განლაგებულია სავაჭრო ცენტრი და რამდენიმე შიდა და გარე რესტორანი. კოშკი გაიხსნა 1989 წლის 13 ოქტომბერს პრეზიდენტ თურგუთ ოზალის მიერ. სავაჭრო ცენტრის მიმდინარე აღდგენითი სამუშაობების გამო, კოშკი ამ მომენტისთვის დახურულია.

თურქულ ენაში, სიტყვა ata ნიშნავს "წინაპარს" (ან "მამა"-ს ძველი თურქულიდან), რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც მეტსახელი (ATA) მუსტაფა ქემალ ათათურქისთვის, რომელიც არის თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; ხოლო თურქული სიტყვაა kule ნიშნავს "კოშკს".

სავაჭრო ცენტრი Atrium[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაჭრო ცენტრი Atrium-ი კოშკის მიმდებარედ, ასევე გაიხსნა 13 ოქტომბერს 1989 წელს. ეს იყო პირველი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი ანკარაში და მეორე თურქეთში, Galleria-ს შემდეგ, რომელიც გაიხსნა სტამბოლში 1987 წელს. სავაჭრო ცენტრი დაიხურა პოპულარობის დაკარგვის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ქალაქში უფრო თანამედროვე სავაჭრო ცენტრების გახსნით.[1] ამ დროისთვის ის დანგრეულია და შენდება, როგორც თანამედროვე სტილის სავაჭრო ცენტრი.[2][3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]