შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯან-ნატოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-ნატოს ურთიერთობები
Map indicating locations of NATO and Azerbaijan

ნატო

აზერბაიჯანი
ნატოს პარტნიორობა ევროპაში

აზერბაიჯანსა და ნატოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანი შეუერთდა ახლად შექმნილ ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს. მნიშვნელოვანი პარტნიორობა ნატოსა და აზერბაიჯანს შორის 1994 წლით თარიღდება, როდესაც ეს უკანასკნელი შეუერთდა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამას.[1] აზერბაიჯანმა ნატოსთან პირველი დიპლომატიური მისია 1997 წელს დაამყარა, პრეზიდენტის ბრძანებულებით, 21 ნოემბერს.[2]

სამშვიდობო აქტივობები აზერბაიჯანის მონაწილეობით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანში „ISAF“- ის ოპერაციის მხარდასაჭერად აზერბაიჯანმა ავღანეთში გაგზავნა გარკვეული სამხედრო ნაწილი, რომელშიც შედიოდა 22 სამხედრო. აზერბაიჯანმა გააორმაგა დანაყოფის რაოდენობა, პარლამენტის მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. 2009 წლის თებერვლიდან აზერბაიჯანული პერსონალი 90 ადამიანისგან შედგებოდა,[1] რომლებსაც ხელმძღვანელობდა თურქული კომპანია „ISAF“ -ი. აზერბაიჯანულ ჯგუფს დაევალა ქაბულში მდებარე სატელევიზიო კოშკის დაცვა, „ISAF“- ის ცენტრალური საბრძოლო მასალის საცავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საპატრულო მოვალეობის შესრულება. [3] აზერბაიჯანმა გაზარდა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, „რეზოლუციის მხარდაჭერის“ შემდეგ 94 -დან 120 -მდე, სამშვიდობო პირები ავღანეთში გაგზავნეს 2018 წლის 9 იანვარს[4][5] რეზოლუციის ცვლილების საფუძველზე ავღანეთში შესაბამის ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანი მონაწილეობდა ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოში 1999-2008 წლებში. 1999 წლის 1 სექტემბერს აზერბაიჯანმა 34 სამხედრო (32 ჯარისკაცი, 1 ორდერის მქონე ოფიცერი და 1 ოფიცერი) გაგზავნა კოსოვოში და კონტინგენტმა დაიწყო ოპერაცია თურქეთის ხელმძღვანელობით მე -4 მექანიზირებული ქვეითთა კომპანიის ფარგლებში ქალაქ დრაგაშში. საერთო ჯამში, კოსოვოს მისიაში მსახურობდა 362 წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან (345 ჯარისკაცი, 7 სერჟანტი და 10 ოფიცერი).[3] აზერბაიჯანელმა სამხედრო ოფიცრებმა დაასრულეს თავიანთი მისია 2008 წლის 4 მარტს მას შემდეგ, რაც კოსოვოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა.[2]

აზერბაიჯანის სამხედრო კონტინგენტი 151 პერსონალისგან შედგებოდა (120 ჯარისკაცი, 16 სერჟანტი და 15 ოფიცერი), რომლებიც მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიაში ერაყის საერთაშორისო კოალიციის ძალებში 2015 წლის 15 აგვისტოდან 2008 წლის 7 დეკემბრამდე. აზერბაიჯანულ ჯგუფს ევალებოდა ჰადითჰაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აზერბაიჯანმა თავისი ძალები ერაყიდან გამოიყვანა 2008 წლის 7 დეკემბერს.[3][6]

აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წლის 18 ოქტომბერს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. ამის შემდეგ კი ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნები, აზერბაიჯანიც შეუერთდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს 1992 წელს და ხელი მოაწერა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ დოკუმენტს უსაფრთხოების განვითარების მიზნით, ხოლო „თავდაცვის თანამშრომლობის“ საკითხს 1994 წლის 4 მაისს.[7][8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 FS. Overview of Azerbaijan-NATO Partnership. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-12. ციტირების თარიღი: 2017-11-20
  2. 2.0 2.1 FS. Key milestones of Azerbaijan-NATO Cooperation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-02. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
  3. 3.0 3.1 3.2 MINISTRY OF DEFENCE OF THE REPUBLIC OF AZERBAIJAN en. ციტირების თარიღი: 2017-11-20
  4. „Azerbaijan increases number of troops deployed to Afghanistan mission“. The Defense Post (ინგლისური). 2018-01-09. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-10. ციტირების თარიღი: 2018-01-10.
  5. „Azerbaijan Increases Troops In Afghanistan | TOLOnews“. TOLOnews (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-10. ციტირების თარიღი: 2018-01-10.
  6. Nichol, Jim (2011). Armenia, Azerbaijan, and Georgia: Political Developments and Implications for U.S. Interests (en). DIANE Publishing, გვ. 4. ISBN 9781437929331. 
  7. FS. Overview of Azerbaijan-NATO Partnership. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-02. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
  8. Relations with Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2017-11-20