შინაარსზე გადასვლა

ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია
ინგლ. Australian Antarctic Territory
ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია
ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორიის რუკა (წითელი ფერი)
სტატუსი ავსტრალიის გარე ტერიტორია
დედაქალაქი
და
დეივისი
75°00′ ს. გ. 102°30′ ა. გ. / 75.000° ს. გ. 102.500° ა. გ. / -75.000; 102.500
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი სამანტა მოსტინი
 -  ავსტრალიის მთავრობა მიურეი უატი
ფართობი
 -  სულ 5 896 500 კმ2 
მოსახლეობა
 -  შეფასება 1000-მდე
ვალუტა ავსტრალიური დოლარი (AUD)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +672 1x
ინტერნეტ-დომენი .aq, .au

ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია (ინგლ. Australian Antarctic Territory) — ანტარქტიდის სექტორი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ავსტრალია და არის მისი გარე ტერიტორია. ის არის ანტარქტიდის ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს რომელიმე ქვეყანა.

სექტორი შედგება ყველა იმ კუნძულებისა და ტერიტორიისგან, რომლებიც მდებარეობენ 60° სამხ. გან. სამხრეთით და 44°38' აღმ. გრძ.-სა და 160° აღმ. გრძ. შორის, ადელის მიწის გამოკლებით (136°11' აღმ. გრძ.-დან 142°02' აღმ. გრძ.-მდე), რომელიც ყოფს ტერიტორიას დასავლეთ (დიდი ნაწილი) და აღმოსავლეთ (პატარა ნაწილი) ნაწილებად. მას დასავლეთით ესაზღვრება დედოფალ მოდის მიწა, ხოლო აღმოსავლეთით როსის ტერიტორია. საერთო ფართობი შეადგენს 5 896 500 კმ²-ს.

1841 წლის 9 იანვარს ბრიტანეთმა პირველად გამოაცხადა თავისი უფლებები ვიქტორიის მიწაზე (არაოფიციალურად), ხოლო 1930 წელს — ენდერბის მიწაზე. 1933 წელს ბრიტანეთმა გადასცა ყველა ტერიტორია 60° სამხ. გან. სამხრეთით და 160°-სა და 45° აღმ. გრძ.-ს შორის ავსტრალიას. ადელის მიწის საზღვრები საბოლოოდ დადგინდა 1938 წელს. 1947 წელს ტერიტორიის შემადგენლობაში შევიდა ბრიტანეთის კუთვნილი ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები. 1954 წლის 13 თებერვალს დაფუძნდა ძირითადი სადგური მოუსონი — პირველი ავსტრალიური ანტარქტიდული სამეცნიერო-კვლევითი სადგური.

ამ ტერიტორიაზე ავსტრალიის უფლება სცნო გაერთიანებულმა სამეფომ, ახალმა ზელანდიამ, საფრანგეთმა და ნორვეგიამ. მაგრამ რადგანაც ავსტრალიას ხელი აქვს მოწერილი ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებაზე, იგი არ ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების რაიმე სამეცნიერო პროგრამების წარმართვას. ავსტრალია მხოლოდ ინარჩუნებს მასზე კონტროლს ისე, რომ არ ხელყოს სხვა ქვეყნების უფლებები და არ დაარღვიოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჰერდისა და მაკდონალდის კუნძულები გახდა ავსტრალიის ცალკე ადმინისტრაციული დანაყოფი — გარე ტერიტორია, რადგანაც გეოგრაფიულად ისინი მდებარეობენ 60° სამხ. გან.-ის ჩრდილოეთით და მათზე არ ვრცელდება ხელშეკრულების მოქმედება.

ტერიტორიაზე არ არის მუდმივი მოსახლეობა და იგი დასახლებულია მხოლოდ კვლევით სადგურებში მომუშავე ადამიანებით. ტერიტორიაზე მოქმედებს სამი ავსტრალიური ყოველწლიური მუდმივი პოლარული სადგური, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სახის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]