შინაარსზე გადასვლა

აგროსატყეო მელიორაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგროსატყეო მელიორაცია (მრავალმნიშვნელოვანი).

აგროსატყეო მელიორაციამეტყევეობის ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია, უხვი და მყარი მოსავლის მიღებისათვის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების (გვალვის, ხორშაკის, წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის და სხვა) წინააღმდეგ.

აგროსატყეო მელიორაცია ხორციელდება კომპლექსურად ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკურ, ჰიდროტექნიკურ და სხვა ღონისძიებებთან ერთად. აგროსატყეო მელიორაციის ძირითადი ღონისძიებებია მინდვრად, მთის ფერდობებზე, ხევისა და ხრამების ნაპირებზე, ქვიშობ ან სხვა ნიადაგებზე დამცავი ტყის გაშენება, გუბურების მოწყობა, დატერასება, ნიადაგდაცვითი თესლბრუნვა და სპეციალური აგროტექნიკა.

საქართველოში დამცავი ტყეების გაშენება XIX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. 1917 წელს დამცავი ტყეები 130 ათას ჰა-ს შეადგენდა, ხოლო 40-იანი წლების დასაწყისში 500 ათას ჰა-ს მიაღწია. მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი ნარგავი განადგურდა, მაგრამ 1948-1952 წლებში საქმის ახალი აღმავლობა დაიწყო და 1967 წელს დამცავი ტყეების ფართობმა 2 მლნ ჰა-ს გადააჭარბა. 1969 წელს გაშენებული იყო 5932 ჰა სახელმწიფო დამცავი ზოლი, 7700 ჰა ხევების, ხრამებისა და ეროზიის საწინააღმდეგო დამცავი ზოლი.

რუსეთში დამცავი ტყეების გაშენება XVIII საუკუნიდან დაიწყო.