აგენორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგენორი (ბერძნ. Ἀγήνωρ -ορος, ὁ) — ბერძნულ მითოლოგიაში რამდენიმე პერსონაჟს უკავშირდება:

მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინიკიის მეფე, პოსეიდონისა და ლიბიეს ვაჟი, ბელოსის ტყუპისცალი. კადმოსის, კოლიქსის, ფენიქსისა და ევროპეს მამა.

როდესაც ზევსვმა ევროპე მოიტაცა, აგენორმა ვაჟები გაგზავნა მის საძებნელად და დის გარეშე შინ დაბრუნება სასტიკად აუკრძალა. ბევრი ეძებეს ძმებმა და, დიდხანს იხეტიალეს სხვადასხვა მხარეში, მაგრამ ევროპეს კვალსაც კი ვერ მიაგნეს და იძულებულები გახდნენ სხვა ქვეყანაში ეძებნათ თავშესაფარი. ძმები სხვადასხვა ქვეყანაში დასახლდნენ.

მეომარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტენორის ვაჟი, ერთ-ერთი ტროელი გმირთაგანი.

როდესაც იგი აქილევსს მარტო შეებრძოლა და როცა ამ უკანასკნელს უნდა ეჯობნა, აგენორის სახე თვით აპოლონმა მიიღო, ბრძოლა მან განაგრძო და სიკვდილისგან იხსნა იგი. აგენორი ბოლოს ნეოპტოლემოსმა მოკლა.