მენესთევსი
იერსახე
მენესთევსი — პეტეოს ათენელის ძე, ტინდარიდების დახმარებით დაბრუნდა ათენის ტახტზე, როდესაც თესევსი და პეირითოე ჰადესში იყვნენ ჩასულები პერსეფონეს მოსატაცებლად. ხოლო როდესაც თესევსი ჰერაკლემ იხსნა, მენესთევსმა, ატიკის უდიდესი გმირი შეავიწროვა და აიძულა გასცლოდა კუნძულზე, სადაც მოგვიანებით მეფე ლიკომედემ მთის მწერვალიდან გადააგდო. ჰომეროსის მიხედვით, მენესთევსი გულადი მეომარი იყო. თავიდან ელენეს ხელის მაძიებელი იყო, შემდეგ კი მის გამოსახსნელად აქაველებს მიეშველა 50 გემით. ტროაში მამაცურად იბრძოდა და იქვე ჰპოვა აღსასრული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 104, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
წინამორბედი: თესევსი |
ათენის მეფე | შემდეგი: დემოფონტე |